დემო თამაში
დემო თამაში, სადემონტრაციო ვიდეო თამაში (ინგლ. Game demo) — ვიდეო თამაშის ვერსია, რომელიც ემსახურება მის დემონსტრაციასა და რეკლამას და ვრცელდება უფასოდ. გამოიცემა თამაშის გამოშვებამდე ან გამოშვების შემდეგ, რათა მომხმარებელს წარმოდგენა შეექმნას მის გეიმპლეისა და შიგთავსზე, ხოლო შემდეგ თავად გადაწყვიტოს შეიძინოს თუ არა პროდუქტი. დემო თამაშს ორიგინალისგან განასხვავებს ის გარემოება, რომ მოიცავს არა სრულ თამაშს, არამედ გარკვეულ მონაკვეთს. თუმცა ზოგიერთი დეველოპერი თავს იკავებს მის შექმნაზე, დამატებითი რესურსებისა და დროის უქონლობის გამო.
ისტორია
რედაქტირებასადემონსტრაციო ვერსიების გამოშვებას საფუძველი ჩაეყარა 1990-იანი წლებში და ვრცელდებოდა სხვადასხვა გზებით, მათ შორის ინტერნეტითა და სათამაშო ჟურნალების მეშვეობით (ჟურნალს თან ახლდა დემო თამაში, რომელიც განთავსებული იყო CD დისკზე). ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა დემო ვერსიის გავრცელება ციფრული დისტრიბუციის პლატფორმების მეშვეობით — Xbox Live, PlayStation Network, Steam და სხვა მრავალი. ასევე შესაძლებელია, რომ დემო ბონუსის სახით თან მოჰყვებოდეს სხვადასხვა კომპიუტერულ აპარატურას ან აქსესუარს, მაგალითად, სათამაშო კონსოლს, ვიდეო ბარათს და ა.შ.
აღწერა
რედაქტირებადემო ვერსია არის სრულფასოვანი ვიდეო თამაში, რომელიც მოიცავს იმავე საბაზო მახასიათებლებს, (თამაშის ძრავა, გეიმპლეი), რასაც ორიგინალი კომერციული თამაში. ერთადერთი განსხვავება არის, ის რომ დემო მოიცავს თამაშის გარკვეულ მცირე მონაკვეთს. ის შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ ერთმოთამაშიან ან მრავალმოთამაშიან რეჟიმს, ან კიდევ ორივეს ერთად.
დემოს სახეობები
რედაქტირებაარსებობს დემო ვერსიის ორი ტიპი: სათამაშო და არასათამაშო. პირველი არის სრულფასოვანი თამაში, სადაც მოთამაშეს საშუალება აქვს ითამაშოს და მართოს პერსონაჟი, ხოლო მეორე მოიცავს ინტერაქტიულ მედიას, გარკვეული ტიპის ტრეილერებს, ვიდეორგოლებს და ა.შ. სადაც მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ თვალყური ადევნოს განთავსებულ კონტეტნტს, თუმცა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მასზე. ამგვარი ტიპის ვერსიებს ძირითად დეველოპერები წარადგენენ სხვადასხვა სათამაშო გამოფენებზე, მათ შორის E3-სა და Gamescom-ზე.
შეხედულებები დემო ვერსიაზე
რედაქტირებაზოგიერთი დეველოპერი უარს ამბობს თავისი პროდუქტის სადემონსტრაციო ვერსიის შექმნაზე, რაც განპირობებულია რამდენიმე მიზეზით. მაგალითად, კომპანია Vigil Games-მა უარი განაცხადა „Darksiders-ის გამოშვებაზე საკმარისი რესურსების უკმარისობის გამო.[1] ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „Gears Of War 2“-ის დეველოპერებმა.[2]
2010 წელს კომპანია Cryteck-ის თავკაცმა ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვა თავისი აზრი სადემონსტრაციო ვერსიაზე: „დემო თამაშის შემუშავება და გამოცემა არის ფუფუნება სათამაშო ინდუსტრიაში, თუმცა უახლოეს მომავალში მისი რაოდენობა დაიკლებს და საერთოდ ვეღარ ვიხილავთ, რადგანაც შექმნას სჭირდება უამრავი ფული და დრო“.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- Jesse Schell: The Art of Game Design, A K Peters/CRC Press, 2014, 2. Auflage, ISBN 978-1466598645
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უფასო დემო თამაშები დაარქივებული 2010-03-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Darksiders без демо-версии и пока без дополнений. GameTech. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-18. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2010.
- ↑ Gears of War 2 без демо-версии. GameTech. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-18. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2010.
- ↑ Йерли неуверен насчет (бесплатной) демо-версии Crysis 2. GameTech. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-18. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2010.