ქიცვიანი სკაროსი
(გადამისამართდა გვერდიდან Raja clavata)
ქიცვიანი სკაროსი, ზღვის მელა (ლათ. Raja clavata) — თევზი რომბისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძეა 85 სმ, დედლისა — 125 სმ. რომბისებრი სხეული აქვს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ნორვეგიიდან ნამიბიამდე. გვხვდება შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მათ შორის საქართველოს ნაპირებთან, აგრეთვე ჩრდილოეთის ზღვაში, სკაგერაკსა და კატეგატში, შესაძლოა ინდოეთის ოკეანის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, მოზამბიკისა და მადაგასკარის ნაპირებთან. იკვებება კიბოსნაირებით, თევზებითა და მოლუსკებით. შეწყვილება გაზაფხულზეა. ბინადრობს 20-იდან 300-მდე სიღრმეში. საქართველოში მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.
ქიცვიანი სკაროსი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Raja clavata | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 39399 | ||||||||||
|