ჟაკო

ფრინველი თუთიყუშისნაირთა რიგისა
(გადამისამართდა გვერდიდან Psittacus erithacus)

ჟაკო, რუხი თუთიყუში (ლათ. Psittacus erithacus) — ფრინველი თუთიყუშისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. გავრცელებულია ეკვატორული აფრიკის ტყეებში. ბუდობს მაღალი ხეების ფუღუროებში, დებს 2 კვერცხს. ერთიანდება მრავალრიცხოვან გუნდებად (გამრავლების პერიოდის გამოკლებით) და დიდი ზიანი მოაქვს სიმინდისა და ბრინჯის ყანებისათვის. ჟაკოს აქვს ბგერათმბაძველობის უნარი, რის გამოც ტიპობრივ „გალიურ ფორმად“ იქცა. ტყვეობაში ცოცხლობს 70 წლამდე.

ჟაკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Psittacus erithacus
სინონიმები
  • Psittacus erithacus erithacus
  • Psittacus erithacus timneh
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 22724813

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჟაკო&oldid=3991439“-დან