Prospect Hummer — Animal Collective-ის პირველი EP დისკი, გამოცემული 2005 წლის მაისში. ეს იყო ჯგუფის პირველი თანამშრომლობა ვაშტი ბანიანთან.
2004 წლის ევროპული ტურნეს დროს ედინბურგში ჯგუფმა გაიცნო ბრიტანელი ფოლკის მომღერალი ვაშტი ბანიანი. საბოლოოდ ბანიანმა ჩაწერა ვოკალი ყველა სიმღერისთვის, Baleen Sample-ის გარდა. Avey Tare, Panda Bear და Deakin მთელი EP-ის ჩაწერაში მონაწილეობდნენ. Geologist-ი კი, რომელიც ვერ წავიდა ტურნეზე სამსახურის გამო, მხოლოდ Baleen Sample-ზეა. პირველი ორი სიმღერა არის ნარჩენები Sung Tongs-ის სესიებიდან, თავიდან ჩაწერილი ბანიანთან ერთად. სამი სიმღერის ჩასაწერად მათ სამი დღე ჰქონდათ.[8]
ალბომის გამოსვლის შემდეგ FatCat Records-მა კონტრაქტი გააფორმა ვაშტი ბანიანთან, რომელმაც ჩაწერა და გამოსცა თავისი მეორე სტუდიური ალბომი, Lookaftering, ოცდათხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ.
|
1. | „It's You“ | 3:39 |
2. | „Prospect Hummer“ | 4:40 |
3. | „Baleen Sample“ | 5:05 |
4. | „I Remember Learning How to Dive“ | 2:17 |
საერთო ხანგრძლივობა: | 15:41 |
- ↑ AllMusic review
- ↑ Bollig, Ben. (23 აპრილი, 2005) Animal Collective: Prospect Hummer - Music Review | No Ripcord. ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2021
- ↑ Pitchfork review
- ↑ Animal Collective (Featuring Vashti Bunyan): Prospect Hummer | PopMatters (26 მაისი, 2005). ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2021
- ↑ Hughes, Josiah. Animal Collective feat. Vashti Bunyan: Prospect Hummer | Prefix Magazine. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2021
- ↑ Review: Animal Collective - Prospect Hummer | Sputnikmusic (25 აგვისტო, 2009). ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2021
- ↑ Kobak, S.. Animal Collective - Prospect Hummer EP (with Vashti Bunyan) | Tiny Mix Tapes. ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2021
- ↑ ვაშტი ბანიანის ინტერვიუ დაარქივებული 2009-04-22 საიტზე Wayback Machine. Tiny Mix Tapes-ზე