მაჩალო
მაჩალო (ლათ. Pleurotus cornucopiae) — საჭმელი სოკო ხეთამხალისებრთა ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ასევე დაფიქსირებულია აშშ-სა და მექსიკაში.
მაჩალო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pleurotus cornucopiae (Paulet) Rolland, 1885 | |||||||||||||||
|
იზრდება დამპალ ხეებზე ზაფხულ შემოდგომით, საჭმელად გამოიყენება ახალი. მეტად წააგავს კალმახა-სოკოს და მის მსგავსად მისდევენ ხელოვნურად მოყვანას საწარმოო მასშტაბით.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა ჟან-ჟაკ პოლემ 1793 წელს როგორც Dendrosarcos cornucopiae.
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 4-10 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ძაბრისებრი, სადა, დასაწყისში მოთეთროა, შემდეგ მკრთალ ჟანგმიწისფერი ან მკრთალ-ყავისფერი.
ფეხის სიგრძე — 2-5 სმ, სისქე —1,5-2 სმ. ცენტრალური ან ექსცენტრული, სადა, მიმაგრების ადგილას ქეჩისებრი, მოთეთრო.
ფირფიტები დაღმავალი, ვიწრო, მოთეთრო-კრემისფერი.
რბილობი მოთეთროა, ფქვილის სუნითა და გემოთი.[1][2][3]
სპორები — ცილინდრული ან წაგრძელებული, კვერცხისებრი, ზოგჯერ ოდნავ მოღუნული, უფერული, მოიისფრო, ან მოთეთრო ელფერით,[4] 8-11X3,5-5 მკმ.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაგავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებასაპროტროფია.[3] ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ასევე დაფიქსირებულია აშშ-სა და მექსიკაში.[5] იზრდება დამპალ და გამხმარ ხეებზე, მათ შორის მუხაზე, წიფელსა და თელაზე. ველურ ბუნებაში სოკო აგრეთვე იზრდება ფოთლოვან ხეებზე.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 82, ISBN 99940-856-1-1.
- Сержанина Г. И. (1984). Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაჩალო MycoBank-ზე (ინგლისური)
- მაჩალო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- მაჩალო დაარქივებული 2020-10-23 საიტზე Wayback Machine. — Fungi.Biodiversity-Georgia.net (ქართული ენა)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (2013) Le guide des champignons France et Europe (French). Belin, გვ. 974. ISBN 978-2-7011-8289-6.
- ↑ See Meinhard Moser (1983). Keys to Agarics and Boleti. 15a Eccleston Square, London: Roger Phillips, გვ. 63. ISBN 978-0-9508486-0-0.
- ↑ 3.0 3.1 (2008) Funga Nordica Agaricoid, boletoid and cyphelloid genera. Copenhagen: Nordsvamp, გვ. 322. ISBN 978-87-983961-3-0.
- ↑ Сергеева М. Н. (2003). Грибы. М.: „Культура и традиции“, გვ. 93, 95. ISBN 5-86444-080-9.
- ↑ See the Global Biodiversity Information Facility page, which provides hyperlinks to records with geographical location.