Planet Earth (2006 წლის ტელესერიალი)

Planet Earth (ქართ. პლანეტა დედამიწა) — 2006 წლის ბრიტანული დოკუმენტური ტელესერიალი ბუნების შესახებ. გადაღებულია BBC-ის ბუნების ისტორიის ერთეულის მიერ. ტელესერიალის შესაქმნელად ხუთი წელი დაიხარჯდა და იმ დროისთვის BBC-ის ყველაზე ძვირადღირებული დოკუმენტური ტელესერიალი იყო ბუნების შესახებ. Planet Earth BBC-ის პირველი ფილმი იყო, რომელიც მაღალი გარჩევადობით გადაიღეს.[1] ტელესერიალმა უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ემის ოთხი ჯილდო, პიბოდის პრემია და ჯილდო სამეფო სატელევიზიო საზოგადოებისგან.

Planet Earth
ჟანრი დოკუმენტური ფილმი ბუნების შესახებ
ავტორი BBC
მთხრობელი დევიდ ატენბორო (ორიგინალი ვერსია)
სიგურნი უივერი (Discovery Channel-ის ვერსია)
თემის კომპოზიტორი ჯორჯ ფენტონი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ეპიზოდი 11
წარმოება
ხანგრძლივობა 60 წუთი
კომპანია BBC Studios Natural History Unit
Discovery Channel
NHK
ეთერი
ჩვენების ფორმატი 576i
1080i
აუდიო ფორმატი სტერეოფონია
Dolby Digital
პირველად ეთერში 5 მარტი ― 10 დეკემბერი, 2006
ქრონოლოგია
შემდეგი Planet Earth II
დაკავშირებული შოუები The Blue Planet
Frozen Planet
Planet Earth: The Future
რესურსები ინტერნეტში

Planet Earth-ის პრემიერა 2006 წლის 5 მარტს გაერთიანებულ სამეფოში BBC One-ის ეთერში გაიმართა და 2007 წლის ივნისისთვის 130 ქვეყანაში იყო ნაჩვენები. პირველწყაროს მთხრობელი დევიდ ატენბოროა, ხოლო ზოგიერთ საერთაშორისო ვერსიას სხვა მთხრობელი ჰყავს.

ტელესერიალი 11 ეპიზოდისგან შედგება, რომლებშიც დედამიწის სხვადასხვა ბიომი და ჰაბიტატია ნაჩვენები. 50 წუთიანი ეპიზოდების ბოლოს 10 წუთიანი „სცენის მიღმა“ კადრებია, რომლებშიც გადაღების დროს წარმოშობილი სიძნელეებია ნაჩვენები.

ათი წლის შემდეგ BBC-მ ტელესერიალის გაგრძელება Planet Earth II გამოუშვა, რომელიც BBC-ისთვის ულტრა მაღალი გარჩევადობით გადაღებული პირველი ტელესერიალი იყო. მეორე ნაწილის მთხრობელიც დევიდ ატენბოროა.[2][3] Planet Eart III-ის გამოშვება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.[4]

ეპიზოდები რედაქტირება

 
„"ასობით წლის წინ დედამიწაზე ნახევარი მილიარდი ადამიანი სახლობდა. ამჟამად, ექვსმილიარდიანი ბრბო ხელყოფს პლანეტას. მიუხედავად ამისა, დღემდე არსებობს ადგილები, რომლებიც კაცობრიობის მიერ ნაკლებადაა შელახული. ეს სერიები თქვენ უკანასკნელ ველურ ბუნებაში გამოგზაურებთ და გაჩვენებთ პლანეტასა და მის ველურ სამყაროს, როგორიც მანამდე არასდროს გინახავთ"“
(დევიდ ატენბოროს წინასიტყვაობა)
#სახელწოდებაჩვენების თარიღიაშშ-ში ჩვენების თარიღიგაერთიანებული სამეფო მაყურებელი
(მილიონი) [5]
1„პოლუსიდან პოლუსამდე“5 მარტი, 2006 (2006-03-05)25 მარტი, 20079.41

პირველ ეპიზოდში მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობაა ნაჩვენები. ასახულია კლიმატის ცვლილების გავლენა და სეზონური ცვლილებები პოლუსიდან პოლუსამდე. ანტარქტიდული ზამთრის დროს იმპერატორი პინგვინები ოთხი თვის მანძილზე of −70 °C (−94 °F) ტემპერატურის დროს საჭმლის გარეშე სიბნელეს უძლებენ. არქტიკაში პოლარული დათვის ბელები სწრაფად ლღობადი ყინულის სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ჩრდილოეთ კანადაში 3 მილიონი კარიბუ ხმელეთზე მიგრაციის დროს 3 200 კმ-ზე (2 000 მილი) მეტ მანძილს გადის (ნებისმიერ ცხოველზე მეტს) და მოგზაურობის დროს მგლების თავდასხმის ობიექტი ხდება. აღმოსავლეთ რუსეთის ტყეებში ამურის ლეოპარდები ბინნადრობენ. მათგან მხოლოდ 40 ლეოპარდია დარჩენილი და მსოფლიოში უიშვიათესი კატაა. ეს ძირითადად მათი ჰაბიტატის განადგურებითაა გამოწვეული და რაც ატენბოროს თქმით, „ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის მსხვრევადობის სიმბოლოა“. ტროპიკებში, ჯუნგლებში, რომლებიც პლანეტის მხოლოდ 3%-ს იკავებს, სახეობათა 50%-ია წარმოდგენილი. ეპიზოდში ნაჩვენები არიან ახალი გვინეის სამოთხის ფრინველისებრნი, აფრიკული აფთრისებრი ძაღლები [[|იმპალა|იმპალების]] დევნისას, აფრიკული სპილოები ოკავანგოს დელტისკენ მიგრირებისას, სეზონური ყვავილობა არიდულ კალაჰარის უდაბნოში, 300 000 მიგრატორი ბაიკალის იხვი, სადაც ამ სახეობის მთელი პოპულაციაა წარმოდგენილი და ერთ გუნდად გადაადგილდება. ეპიზოდი ანტარქტიკის კადრებით მთავრდება, სადაც მამრი იმპერატორი პინგვინი ოთხთვიანი ანტარქტიკული პოლარული ღამის შემდეგ ახლადგამოჩეკილ ბარტყებს ზრდის.

სექციაში Planet Earth Diaries ნაჩვენებია, თუ როგორ იღებდნენ აფთრისებრი ძაღლების კადრებს შვეულმფრენიდან.[6]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

დამატებითი საკითხავი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Slenske, Michael (2007-03-18). „Alastair Fothergill - Planet Earth - TV“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-10-20.
  2. Sir David Attenborough to present brand new landmark natural history series for BBC One. BBC (22 February 2016). ციტირების თარიღი: 22 February 2016
  3. „Everything you need to know about David Attenborough's Planet Earth 2“. The Independent (ინგლისური). 6 November 2016. ციტირების თარიღი: 9 October 2017.
  4. Your first look en-gb. ციტირების თარიღი: 2021-02-04
  5. Weekly Top 30 Programmes. BARB. ციტირების თარიღი: 30 March 2009 (data available for Planet Earth broadcast weeks by searching archive)
  6. Produced by Mark Linfield (2006-03-05). „From Pole to Pole“. Planet Earth. BBC. BBC One.