LaserActive
LaserActive (იაპონ. レーザーアクティブ) — კონვერგენტული მოწყობილობა და მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Pioneer Corporation-ის მიერ 1993 წლის 20 აგვისტოს იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში — 1993 წლის 13 სექტემბერს.
LaserActive | |
---|---|
მწარმოებელი | Pioneer Corporation |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 20 აგვისტო, 1993 ჩრდ.ამ. 13 სექტემბერი, 1993 |
თავდაპირველი ფასი |
89,800 იენა 970.00 აშშ დოლარი |
შეწყდა | 1996 |
გაიყიდა | 10,000[1] |
მედია | |
უკუთავსებადობა |
გამოსვლისთანავე კონსოლის თავდაპირველი ფასი 970 აშშ დოლარი იყო. მას გააჩნდა CD Laserdiscs და LD-G ფორმატების მხარდაჭერა. საკუთარი თამაშების გარდა, ცალკე იყიდებოდა დამატებითი PACs მოდულები, რომელთა საშულებითაც შესაძლებელი იყო მასზე Mega Drive/Genesis და PC Engine/TurboGrafx-16-ის თამაშების გაშვება.
1993 წლის დეკემბერში კომპანია NEC-მა გამოსცა LaserActive-ის გადაკეთებული ვერსია სახელწოდებით LD-ROM² System, რომელიც ფასით არ ჩამოუარდებოდა ორიგინალ ვერსიას და აგრეთვე გააჩნდა PAC მოდულების მხარდაჭერა.[2]
LaserActive კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა და საბოლოოდ მისი წარმოება შეწყდა 1996 წელს. ამის პირველი მიზეზი მისი მაღალი ფასი იყო. თუმცა დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. 1994 წელს ჟურნალმა Computer Gaming World-მა აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ LaserActive უკეთესი პროდუქტი იყო ვიდრე 3DO Interactive Multiplayer, ის განიცდიდა პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლებობას და ძვირიც ღირდა“.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- LaserActive საიტზე AllGame
- Pioneer LaserActive Computer Closet
- Pioneer LaserActive Laserdisc Archive-ზე
- LaserActive Preservation Project
- LaserActive Sega Retro-ზე
- LaserActive ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში
- LaserActive Giant Bomb-ზე
- LaserActive ვიდეო თამაშების ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Console Histories. Pink Gorrilla LLC (2007-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-11. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
- ↑ „International News“. Electronic Gaming Monthly. Sendai Publishing (54): 94. იანვარი, 1994. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Miller, Chuck; Dille, H. E.; Wilson, Johnny L.. (ianvari, 1994) Battle Of The New Machines გვ. 64-76. Computer Gaming World.