PC Engine

(გადამისამართდა გვერდიდან PC Engine CD-ROM²)

PC Engine (ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი როგორც TurboGrafx-16) — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანიების, Hudson Soft-ის და NEC Home Electronics-ის მიერ 1987 წლის 30 ოქტომბერს იაპონიაში, ხოლო აშშ-ში 1989 წლის 29 აგვისტოს. ის შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში 1990 წელს, რომელიც დაფუძნებული იყო ამერიკულ მოდელზე, მაშინ როდესაც იაპონური ვერსია გავრცელდა საფრანგეთში. TurboGrafx წარმოადგენდა პირველ კონსოლს, რომელიც გამოვიდა 16 ბიტიანი კოსნოლების ეპოქაში, თუმცა გამოიყენებდა 8 ბიტიან პროცესორს. თავდაპირველად შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Nintendo Entertainment System-ისთვის (NES), თუმცა ის Sega Genesis-სა და მოგვიანებით Super Nintendo Entertainment System-ს (SNES) უფრო უწევდა კონკურენციას, ვიდრე NES-ს.

PC Engine / TurboGrafx-16
TurboGrafx-16
PC Engine
დასავლეთ ბაზრის მოდელი (ზემოთ) და ორიგინალი იაპონური მოდელი (ქვემოთ).
მწარმოებელი NEC Home Electronics
Hudson Soft
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 30 ოექტომბერი, 1987[1]
ჩრდ.ამ. 29 აგვისტო, 1989
შეწყდა ჩრდ.ამ. მაისი, 1994
იაპ 16 დეკემბერი, 1994
გაიყიდა მსოფლიოში: 5.8 მილიონი[2]
იაპონიაში: 3.9 მილიონი
მედია HuCard, CD-ROM (დამატებითი ხელსაწყოს მეშვეობით)
პროცესორი Hudson Soft HuC6280
მონიტორი გაფართოება:
- მაქსიმალური. 565×242
- უმრავლესობა: 256×239[3]
ფერები:
- ხელმისაწვდომი: 512 (9 ბიტი)
-ეკრანზე:482
შემდეგი SuperGrafx (განახლებული)
PC-FX

სისტემას გააჩნდა 8 ბიტიანი პროცესორი, 16 ბიტიანი ვიდეო ფერების კოდერი და 16 ბიტიანი ვიდეოკონტროლერი. გრაფიკულ პროცესორს შეეძლო ერთდროულად 482 ფერის გამოსახვა ეკრანზე. იაპონური ვერსია PC Engine ითვლება ყველაზე პატარა სახლის სისტემად მსოფლიოში.[4][5] თამაშები ვრცელდებოდა მისთვის სპეციალურად შექმნილი კარტრიჯის, HuCard-ის მეშვეობით. შემდეგში გამოვიდა დამატებითი მოწყობილობა TurboGrafx-CD, რომელსაც გააჩნდა CD-ROM-ის მხარდაჭერა.

TurboGrafx ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე კომერციულად ჩავარდა, რაც გამოწვეული იყო არასწორი მარკეტინგით და მესამე მხარის დეველოპერების ნაკლებობით.[6] მაშინ როდესაც იაპონიაში PC Engine საკმაოდ პოპულარული გახდა,[7] სადაც მრავლად შეიძინა მესამე მხარის დეველოპერების მხარდაჭერა და 1987 წელს გადაუსწრო Famicom-ს გაყიდვებით, მაგრამ საბოლოოდ იქცა Super Famicom-ის მთავარ კონკურენტად.[8] მოგვიანებით შეიქმნა კონსოლის განახლებული მოდელები, საერთო ჯამში 17 ერთეული, მათ შორის CD-ROM-ზე დაფუძნებული პორტაბელური ვერსია.[9] PC Engine-ის გაუმჯობესებული მოდელი PC Engine SuperGrafx განკუთვნილი იყო სტანდარტული სისტემის ჩასანაცვლებლად, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და მისი წარმოება შეწყდა.

კონსოლი დადებითად მიიღეს ვიდეო თამაშების კრიტიკოსებმა. 2009 წელს საიტმა IGN TurboGrafx-16 სიაში „ყველა დროის 25 საუკეთესო კონსოლი“ 13-ე ადგილი მიუჩინა.[10] მოგვიანებით, 1994 წელს გამოვიდა კონსოლის მემკვიდრე და NEC-ის ახალი პროდუქტი PC-FX.

თამაშები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-23. ციტირების თარიღი: 2017-10-16.
  2. „ウィークエンド経済 第765号 あの失敗がこう生きた [Weekend Economics Issue 765. That Mistake Lived On.]“. Asahi Shinbun (Evening Edition) (Japanese). Osaka, Japan. 1 დეკემბერი, 2001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Forums.MagicEngine.com. Forums.MagicEngine.com. ციტირების თარიღი: 2011-07-05.
  4. Guinness World Records Gamer's Edition (2008)
  5. Damien McFerran. (2 ნოემბერი, 2012) Feature: The Making Of The PC Engine. Nintendo Life. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-31. ციტირების თარიღი: 2017-10-16.
  6. Christian Nutt. Stalled engine: The TurboGrafx-16 turns 25. Gamasutra.
  7. „What in the Name of Sam Hill is a PC Engine?“. Electronic Gaming Monthly. Ziff Davis (70): 15. May 1995.
  8. Paul Sartori. (2 აპრილი, 2013) TurboGrafx-16: the console that time forgot (and why it's worth re-discovering). The Guardian.
  9. https://www.theguardian.com/music/2016/feb/27/why-kanye-west-right-recommend-turbografx-16-console
  10. TurboGrafx-16 is number 13. IGN. ციტირების თარიღი: July 5, 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PC_Engine&oldid=4692756“-დან