PC Engine SuperGrafx
PC Engine SuperGrafx (იაპონ. PCエンジンスーパーグラフィックス), შემოკლებით SuperGrafx, ან PC Engine SG — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია NEC-ის მიერ, რომელიც იაპონიაში გამოვიდა 1989 წლის 8 დეკემბერს, ხოლო საფრანგეთში 1990 წლის მაისში. ეს არის PC Engine-ის განახლებული ვერსია და მის მსგავსად იმპორტირებული იქნა საფრანგეთში.
PC Engine SuperGrafx | |
---|---|
PC Engine SuperGrafx კონტროლერთან ერთად | |
მწარმოებელი | NEC |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
გამოშვების თარიღი |
იაპ 8 დეკემბერი, 1989[1] FRA მაისი, 1990 |
მედია | HuCard, CD-ROM |
პროცესორი | Hudson Soft HuC6280 |
მეხსიერება | 32 კბ RAM, 128 კბ ვიდეო RAM |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Daimakaimura“ |
წინა | PC Engine |
შემდეგი | PC Engine Duo |
თავდაპირველად დაანონსდა PC Engine 2-ის სახელით და (PCエンジン2)[2] მოიაზრებოდა, როგორც ჭეშმარიტი 16 ბიტიანი სისტემა გაუმჯობესებული გრაფიკითა და აუდიო შესაძლებლობებით, რომლის გამოშვება დაგეგმილი იყო 1990 წელს, თუმცა ის ბაზარზე გამოჩნდა 1989 წელს მხოლოდ რამდენიმე განახლებით ორიგინალ კონსოლთან შედარებით.
სისტემის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, საერთო ჯამში გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ 6 თამაში: „1941:Counter Attack“, „Aldynes“, „Battle Ace“, „Darius Plus“, „Daimakaimura“, „Madō King Granzort“. მაგრამ, იმის წყალობით, რომ SuperGrafx უკუთავსებადი იყო PC Engine-თან, მასზე ხელმისაწვდომი გახდა 700-მდე პროგრამული პაკეტი. კომერციული კრახიდან გამომდინარე, SuperGrafx-ის არცერთი მოწყობილობა არ დანერგილა მის მემკვიდრე კონსოლ PC Engine Duo-ში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- NEC-ის კონსოლების ენთუზიასტების საიტი დაარქივებული 2018-08-22 საიტზე Wayback Machine. Pcenginefx-ზე
- SuperGrafx bsolete Gamer-ზე
- SuperGrafx Giant Bomb-ზე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.pc-engine.co.uk/?section=systems
- ↑ Harris, Steve (July 1989). „Cover Story - Next Generation Gaming“. Electronic Gaming Monthly. 1 (2): 31–32.