OTP საბანკო ჯგუფი (ინგლ. OTP Bank Group) — ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი საფინანსო მომსახურების პროვაიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სრული საბანკო მომსახურებით კერძო, ფიზიკურ და იურიდიულ პირებისთვის. OTP ჯგუფი მოიცავს დიდი შვილობილს, რომელიც გასცემს მომსახურების სფეროში უძრავი ქონების დაზღვევას, ფაქტორინგს, სალიზინგო და აქტივების მართვას, საინვესტიციო და საპენსიო ფონდებს. ბანკი ემსახურება კლიენტებს 9 ქვეყანაში, კერძოდ: უნგრეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, სერბეთში, რუმინეთში, ხორვატიაში, უკრაინაში, მონტენეგროსა და რუსეთში. ბანკების ყველა ბაზრები ატარებს განვითარების და ზრდის მაღალ პოტენციალს მომავალში.

OTP ბანკი
OTP Bank
OTP Bank Nyrt.
ტიპი საჯარო კომპანია
დარგი ბანკი
ფინანსური სერვისები
დაფუძნდა 1949
სათავო ოფისი ბუდაპეშტი უნგრეთის დროშა უნგრეთი
მმართველი
სანდორ ქსანი (თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი)
პროდუქცია საცალო საბანკო მომსახურება
კორპორატიული საბანკო მომსახურება
საკრედიტო ბარათები
ფინანსური მომსახურება
შემოსავალი 645.465 მილიარდი HUF (2012)[1]
მთლიანი შემოსავალი 145.674 მილიარდი HUF (2012)[1]
სუფთა მოგება 122.586 მილიარდი HUF (2012)[1]
თანამშრომელი 36,366 (2012)[1]
მომხმარებელი 13 მილიონი
საიტი https://www.otpbank.hu/portal/en/home

დღესდღეობით OTP ჯგუფს ჰყავს 36,000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც ემსახურება 13 მილიონ კლიენტს 1.500 ფილიალებში და ბანკის ელექტრონული არხების ყველა ბაზრებზე.[2] OTP კვლავ უდიდესი ბანკია უნგრეთში 25%-ზე მეტი წილით.[3]

OTP ჯგუფი საქმიანობა დაიწყო 1949 წელს, როდესაც დაარსდა OTP ბანკი, როგორც სახელმწიფო დანაზოგების კომერციული ბანკი. OTP იყო Országos Takarék Pénztár (ეროვნული დანაზაგის ბანკი), რომელიც მიუთითებს, თუ რა იყო თავდაპირველი მიზანი ბანკის დაარსების. ბანკი გახდა საჯარო 1995 წელს, როდესაც სახელმწიფოს წილი საბანკო კაპიტალში შემცირდა. ამჟამად ბანკის ყველა წილი მფლობელობაშია კერძო და ინსტიტუციონალური ინვესტორების, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიის სტაბილური საკუთრების სტრუქტურას.

OTP ბანკის წინამორბედს ერქვა ეროვნული დანაზოგის ბანკი (OTP ბანკი), რომელიც დაარსდა 1949 წელს ქვეყნის მასშტაბით, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საბანკო პირი, რომელიც უზრუნველყოფს საცალო დეპოზიტების და სესხების მართვას. შემდგომ წლებში, მისი საქმიანობა და კომპეტენციის ფარგლები თანდათან გაფართოვდა. უპირველესყოვლისა, ის იყო უფლებამოსილი დადოს გარიგება უძრავი ქონების ოპერაციებში. მოგვიანებით, მისი როლი გაიზარდა, რომელიც თავაზობდა შიდა სავალუტო ანგარიშების და სავალუტო მომსახურებას.

1989 წლიდან, ბანკი მოქმედებდა, როგორც მრავალფუნქციური კომერციული ბანკი. გარდა ამისა, ბანკი აგრძელებდა წინა საცალო და მუნიციპალური საქმიანობას, ბანკი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა კორპორატიული სესხის ანგარიშები და დეპოზიტები, ასევე უზრუნველყო სესხებით და საბანკო მომსახურებით, საკორესპონდენტო საბანკო მომსახურებით და ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებით. 1990 წელს, ეროვნული დანაზოგის ბანკი გახდა საჯარო კომპანია, რომლის სააქციო კაპიტალი იყო 23 მილიარდი უნგრული ფორინტი.

OTP ბანკის პრივატიზაცია დაიწყო 1995 წელს, რომლის შედეგად 3 საჯარო შემოთავაზება ერთად დაინერგა და ბანკის აქციები განთავსდა ბუდაპეშტის საფონდო ბირჟაზე, ამით სახელმწიფოს საკუთრება ბანკში შემცირდა. ამჟამად ბანკი ძირითადად კერძო და ინსტიტუციონალური (ფინანსური) ინვესტორების საკუთრებაშია.

უნგრეთში

რედაქტირება

საზღვარგარეთ

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Annual Report 2012 (PDF). OTP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 30 May 2013.
  2. https://www.otpbank.hu/portal/en/OTPGroup
  3. https://www.otpbank.hu/portal/en/OTPGroup/OTPBank
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: