Nice Town You Picked, Norma...

ბეიტსის მოტელის ეპიზოდი

Nice Town You Picked, Norma...„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონის მეორე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2013 წლის 25 მარტს გავიდა.

Nice Town You Picked, Norma...
სეზონი 1, ეპიზოდი 2
ეთერში გას. თარიღი 25 მარტი, 2013
სცენარის ავტორ(ებ)ი კერი ერინი
რეჟისორი ტაკერ გეიტსი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„First You Dream, Then You Die“
შემდეგი →
„What's Wrong With Norman“

მოკლე შინაარსი რედაქტირება

დილანი პრობლემებს ქალაქში ჩამოსვლისთანავე ქმნის; ბეიტსები თეთრი ფიჭვის ყურის საიდუმლოებებით არიან გარშემორტყმულნი.

სიუჟეტი რედაქტირება

 

ბეიტსების ოჯახში დაძაბულობა იზრდება, როცა ნორმას მეორე ვაჟი, დილანი მათთან საცხოვრებლად მოდის. სახლთან ახლოს, ავტობუსის გაჩერებასთან ნორმანი, ბრედლი და მისი მეგობრები შეესწრებიან ავტოკატასტროფას, რომელშიც ბრედლის მამა მოჰყვა. როცა მანქანის კარს გააღებენ, აღმოაჩენენ, რომ მას ექსტრემალური დამწვრობები აქვს მიღებული. გაირკვევა, რომ ბრედლის მამის საამქროს ცეცხლი ვიღაცამ განზრახ წაუკიდა. პოლიციელები შემთხვევის ადგილის მახლობლად იპოვნიან კით სამერსის მიტოვებულ ფურგონს, რაც შერიფი რომეროს ეჭვებს ზრდის.

სკოლაში, ნორმანი და ემა ინგლისური ენის პროექტზე სამუშაოდ პარტნიორები გახდებიან. ემა ნორმანის სახლში მიდის და ნორმას უხსნის, რომ კისტური ფიბროზითაა დაავადებული, რაც დამატებითი ჟანგბადის გარეშე სუნთქვას შეუძლებელს ხდის და მისი მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 27 წელია.

როცა ნორმანი და ემა პროექტზე ოთახში მუშაობენ, ის ჩანახატებიან წიგნაკს იპოვის და, მოგვიანებით, მის შინაარსს გამოიკვლევს. ემა ნორმანს ეკითხება, ნახატები მან თუ დახატა, რაზეც ნორმანი პასუხობს, რომ არა. ის ემას წიგნაკს ათხოვებს, რომელსაც ემა ჩანთაში ჩაიდებს და შემდეგ პროექტზე მუშაობას გააგრძელებენ.

დილანი შეხვდება კაცს, რომელიც ბრედლის მამისთვის მუშაობდა. მამაკაცი დილანის სასმელის ფულის გადაიხდის, რა დროსაც დილანი შეამჩნევს, რომ მას ას დოლარიანი კუპიურები აქვს, რის გამოც ეკითხება, თუ საიდან მოიპოვა ასეთ პატარა ქალაქში ამდენი ფული. მამაკაცი დილანს მის მეგობართან მიიყვანს, რომელიც მას ეკითხება, იარაღის გამოყენება თუ იცის, რაზედ დილანი დადებით პასუხს აძლევს.

პოლიციის ყურადღების გადასატანად ნორმა მოადგილე შელბისთან ერთად საზოგადოებრივ დღესასწაულზე წავა, სადაც შელბი მას ეუბნება, რომ ქალაქის მცხოვრებთა სიმდიდრე არალეგალური გზებით არის მოპოვებული. ის ასევე ამბობს, რომ ქალაქს საკუთარი წესებით მართავენ და მოქმედებს „თვალი თვალის წილ“ პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ფედერალურ კანონებს არ ემორჩილება.

 

ამასობაში, ნორმანი დილანს ეჩხუბება, როცა გაიგებს, რომ მას ტელეფონში ნორმას საკონტაქტო ნომერი შეურაცხმყოფელი სახელით უწერია. ნორმანი მისი ძმის მოკვლას შეეცდება, თუმცა დილანი თავის დაცვას მოახერხებს და ნორმანს სახეში დაარტყამს. სახლში დაბრუნებული ნორმა ამის შესახებ გაიგებს და გადაწყვეტს, რომ დილანს დარჩენის უფლება არ მისცეს, თუმცა აზრს შეიცვლის, როცა დილანი დაემუქრება, რომ მისი ქმრის, სემის შესახებ სიმართლეს იტყვის.

მომდევნო დღეს ემა და ნორმანი წიგნაკში ასახულ ადგილას მიდიან. ისინი გადააწყდებიან მარიხუანას უზარმაზარ მდელოს, სადაც მათ ორი შეიარაღებული მამაკაცი აედევნებათ. ნორმა ქალაქის ცენტრში გავლისას დაინახავს თავდაყირა დაკიდებული და ცეცხლმოკიდებული მამაკაცის სხეულს, რასაც ქალაქის მაცხოვრებლები თვალს ადევნებენ.

მსახიობები რედაქტირება

მთავარი რედაქტირება

მოწვევით რედაქტირება

ასევე მონაწილეობენ რედაქტირება

შენიშვნები რედაქტირება

  • ამ ეპიზოდს 2,84 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]
  • დილანს თავის ტელეფონში ნორმას ნომერზე „The Whore“ (მეძავი) უწერია. „ფსიქოს“ ფილმისა და რომანის მიხედვით, ნორმა ნორმანს ჭკუას არიგებდა, რომ სექსი ცოდვა იყო და ყველა ქალი მის გარდა მეძავი იყო.

მუსიკა რედაქტირება

მუსიკის სახელწოდება ავტორი
Standing Still Jewel
Santa Monica Everclear
Amie Pure Prairie League
This Guy's In Love With You ჰერბ ალპერტი


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ბიბელი, სარა. (26 მარტი, 2013 წ.) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Wins Night + 'Teen Mom II', 'Bates Motel', 'Storage Wars', 'The Real Housewives of Beverly Hills' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-13. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2013 წ..