What's Wrong With Norman„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონის მესამე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2013 წლის 1-ელ აპრილს გავიდა.

What's Wrong With Norman
სეზონი 1, ეპიზოდი 3
ეთერში გას. თარიღი 1 აპრილი, 2013
სცენარის ავტორ(ებ)ი ჯეფ ვადლოუ
რეჟისორი პოლ ედვარდსი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„Nice Town You Picked, Norma...“
შემდეგი →
„Trust Me“

მოკლე შინაარსი

რედაქტირება

დილანი გაარკვევს, რომ მისი სამსახური უფრო მეტ მოვალეობას მოიცავს, ვიდრე თავდაპირველად ეგონა; ემა და ნორმანი შოკისმომგვრელ სიმართლეს აღმოაჩენენ.

 

დილანი თავის დედას და ძმას უცხადებს, რომ ახალი სამსახური აქვს, თუმცა არ ამბობს, რომ მარიხუანას მდელოებს დარაჯობს. ნორმანს საკლასო ოთახში მოეჩვენება მისი მასწავლებელი, მის უოტსონი, რომელიც დაბმულია, რის გამოც გონებას დაკარგავს. ამ ჰალუცინაციების დროს გაკვრით ჩანს ნორმა, რომელიც იმავე მდგომარეობაშია. ექიმს ნორმანის საავადმყოფოში გაჩერება ერთი ღამით უნდა, რათა დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარონ და მის მდგომარეობას თვალი ადევნონ. ნორმას საავადმყოფოდან წასვლა უწევს, რადგან მოტელისთვის შეკვეთილი ახალი ხალიჩები მოიტანეს.

სახლში ნორმას რომერო ჩხრეკის ორდერით გამოეცხადება და კით სამერსის გაუჩინარებასთან დაკავშირებული სამხილების ძებნას იწყებს. ბრედლი ნორმანს საავადმყოფოში მოინახულებს და ყვავილებს მოუტანს, რითაც მადლობას უხდის, რომ მძიმე დროს მის გვერდით ყოფნას ცდილობდა. ის ნორმანს გვერდით ჩამოუჯდება და მასთან ერთად ძველ ფილმს უყურებს. ისინი თავიანთი მამების დაკარგვის შესახებ იწყებენ საუბარს. ნორმა სახლში შერიფსა და ოფიცრებს ტოვებს და საავადმყოფოში ბრუნდება. ექიმის სურვილის მიუხედავად, ის ნორმან სახლში წაიყვანს.

 

სახლში მისვლის შემდეგ ნორმანი დედამისს ეუბნება, რომ მას სამერსის ხელსაწყოების ქამარი ჰქონდა შენახული, რომელიც ახლა აღარსადაა. ნორმა მოადგილე შელბის იპოვის, რომელიც ეუბნება, რომ არ იღელვოს და ყველაფერი კარგად იქნება, შემდეგ კი მას თავის სახლში ვახშამზე ეპატიჟება. ემა ნორმანთან მიდის, რომელიც ამბობს, რომ თავს კარგად არ გრძნობს და მასთან საუბარი არ შეუძლია. ემა დაჟინებით ითხოვს, რომ ახალგაზრდა ჩინელი ქალის ამბის გამოძიება განაგრძონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის შესახებ ყველა დაივიწყებს, თითქოს მას არც უარსებია. ისინი მოტელის მეოთხე ოთახის დასათვალიერებლად წავლენ, სადაც ნორმანმა წიგნაკი იპოვა. ემა ნორმანს უხსნის, რომ მოტელის წინა მფლობელი, კით სამერსი არასასიამოვნო კაცი იყო და მასთან ერთად ლიფტში გაჭედვას ნამდვილად არ ისურვებდი.

ნორმანი ბრედლისგან შეტყობინებას მიიღებს, რომელშიც ხუმრობით წერია, რომ მათ მცენარეზე ზრუნვის მოვალეობა აკისრიათ, რომელიც ბრედლიმ ნორმანს საავადმყოფოში მიუტანა. ოთახის კარგად დათვალიერების შემდეგ ემა და ნორმანი აღმოაჩენენ ონკანის ქვეშ ამოკაწრულ ჩინურ წარწერას. მოგვიანებით, დილანი ნორმანს გაესაუბრება და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ნორმა მას ცხოვრებას უნგრევს. ის ნორმანს ურჩევს, რომ მის გარშემო არსებული სამყარო შეისწავლოს და სახლიდან უფრო ხშირად გავიდეს. ამის შემდეგ დილანი ახსენებს იმას, რომ ნორმანმა მისი მოკვლა სცადა. ნორმანს ამის შესახებ არაფერი ახსოვს და ფიქრობს, რომ დილანი ხუმრობს, თუმცა მას ბოდიშს მაინც მოუხდის. დილანი ბოდიშს მიიღებს და ისინი გაიცინებენ. ნორმას მოადგილე შელბისთან ერთად ვახშმობს. შელბი ამხელს, რომ კით სამერსის ქამარი მან აიღო და შერიფმა ამის შესახებ არაფერი არ იცის, რაც მის დასაცავად გააკეთა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს კოცნიან.

 

ნორმა, რომელიც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, სახლში ბრუნდება და ნორმანს შელბის შეთავაზების შესახებ უყვება, თუმცა ნორმანი ამბობს, რომ ის მას მხოლოდ იყენებს. სკოლაში ემა ნორმანს ეუბნება, რომ წიგნაკში დახატული გოგონას შესახებ მეტის გაგება უნდა და ამისთვის პოლიციას უნდა მიმართოს, თუმცა ნორმანი საპირისპიროს ურჩევს. მოგვიანებით, ნორმანს თავის საძინებელში ეჩვენება დედამისი, რომელიც მოადგილე შელბის სახლიდან ქამრის წამოღებას ავალებს. ქამრის ძებნისას ნორმანი სარდაფში ჩადის, სადაც წიგნაკში აღბეჭდილ ერთ-ერთ გოგონას გამოკეტილს იპოვის.

მსახიობები

რედაქტირება

მოწვევით

რედაქტირება

ასევე მონაწილეობენ

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება
  • ამ ეპიზოდს 2.8 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბიბელი, სარა. (2 აპრილი, 2013 წ.) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Teen Mom 2', 'Bates Motel', 'Dallas', 'Being Human', 'Love and Hip Hop' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-07. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2013 წ..