NLAW (ინგლ. Next Generation Light Anti-tank Weapon, „შემდეგი თაობის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი“, კომერციული დასახელება ინგლ. Main Battle Tank and Light Anti-tank Weapon (MBT LAW),[2], „ძირითადი საბრძოლო და მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი“) — შვედური მოკლე დისტანციის „გაისროლე–დაივიწყე“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა. შეიქმნა Saab Bofors Dynamics-ის მიერ შვედეთში, ესკილსტუნას და კარლსკუგას დაწესებულებებში და იწარმოება გაერთიანებულ სამეფოში. განსაზღვრულია ქვეითი ჯარისკაცებისთვის და წარმოადგენს მხრიდან სასროლ, ერთჯერად გამშვებს. ამჟამად გამოიყენება გაერთიანებული სამეფოს, ფინეთის, ლუქსემბურგის, უკრაინისა და შვედეთის სამხედრო ძალების მიერ.

NLAW (ინგლ. Next Generation Light Anti-tank Weapon, „შემდეგი თაობის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი“)
[[ფაილი:|300პქ]]
ტიპი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა
წარმომავლობის ქვეყანა შვედეთი / გაერთიანებული სამეფო
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 31 მარტი, 1983 — დღემდე
ომები და კონფლიქტები იემენის სამოქალაქო ომი (2015-დღემდე)
საუდის არაბეთის ინტერვენცია იემენში
რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი Saab Bofors Dynamics
შექმნის თარიღი მაისი, 2002
მწარმოებელი Thales Air Defence
ეგზემპლარის ღირებულება ₤20,000
წარმოების პერიოდი 2009
მახასიათებლები
წონა 12.5 კგ
სიგრძე 1,016 მმ
გათვლა / ჯგუფეული 1

კალიბრი 150 მმ
დამიზნების მანძილი 20 — 800 მ
მაქსიმალური მანძილი ≈ 1000 მ
ქობინი ჯავშანგამტან-კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო ქობინი
აფეთქების სიმძლავრე >500 მმ ჯავშანი[1]

მიმოხილვა

რედაქტირება

NLAW, რომელიც დიდი ბრიტანეთის და შვედეთის ერთობლივი პროექტია, შეიქმნა 2002 წელს, შვედური Saab Bofors Dynamics-ის და ბრიტანული Thales Air Defence-ის მიერ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. დიზაინი ეყრდნობოდა Bofors-ის BILL 2 (ქობინი და მიზანჩვენება) და AT4 (შეზღუდულ სივრცეში ოპერირება) სისტემებს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი შესყიდვების სააგენტომ სისტემები შეიძინა როგორც ბრიტანეთის, ისე შვედეთისთვისაც, რომელმაც NLAW-ს შეიარაღებაში მიღებაზე კონტრაქტს ხელი 2005 წლის დეკემბერში მოაწერა სახელწოდებით RB (Robot) 57.[3]

სხვადასხვა გათვლით, გაერთიანებულმა სამეფომ თავისი შეიარაღებული ძალებისთვის 20,000 სისტემა შეიძინა. ჯერ 2007 წლის დეკემბერში, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბერში, უცნობი რაოდენობის სისტემები შეუკვეთა ფინეთმა. სისტემის შენახვის პერიოდი 20 წლამდეა.[3]

NLAW ე.წ. მსუბუქი გაშვების სისტემაა, რაც ნიშნავს, რომ მსროლელს მისი გამოყენება დახურულ სივრცეშიც შეუძლია. რაკეტა გამშვებიდან მცირე სიმძლავრის აფეთქებით გამოიტყორცნება. რამდენიმე მეტრის გაფრენის შემდეგ წვას იწყებს მყარი საწვავის მთავარი მარაგი, რასაც რაკეტა მიზანთან მიჰყავს. მიზანჩვენებას პროგნოზირებული ხედვის ხაზი (predicted line of sight, PLOS) უზრუნველყოფს.[3]

მოძრავი სამიზნის შემთხვევაში მსროლელი მიზანზე მიდევნებას 3 წამის განმავლობაში ახორციელებს, რის შედეგადაც რაკეტის მიზანჩვენების ელექტრონული სისტემა მიზნის კუთხურ სიხშირეს ანგარიშობს. გაშვების შემდეგ რაკეტა ავტონომიურ რეჟიმში აღწევს მიზანს, რისთვისაც საჭირო შესწორებებს თავადვე, მიდევნების დროს მიღებული მონაცემების საშუალებით ახორციელებს.[3] მსროლელს მიზნამდე მანძილის ცოდნა და გათვალისწინება არ სჭირდება, რადგან გაშვების შემდეგ რაკეტის პოზიცია, მანძილის მიუხედავად, მიზნის პოზიციას აუცილებლად დაემთხვევა.[4]

ეს გადასატანი, მოკლე დისტანციის, „გაისროლე-დაივიწყე“ ტიპის სისტემა შეიარაღებაში 2009 წელს მიიღეს, დასახელებით „Next Generation Light Anti-tank Weapon (NLAW)“. მან ბრიტანეთის არმიაში მოძველებული LAW 80 და შუალედური AT4 სისტემები ჩაანაცვლა. პირველი სისტემები ბრიტანეთმა იმავე წლის დეკემბერში მიიღო.

შექმნის პროცესი

რედაქტირება
 
NLAW-ს გამშვები

როგორც გამშვების, ისე რაკეტის შექმნის პროცესი შვედეთში, ესკილსტუნასა და კალსკუგაში განლაგებულ Saab Bofors Dynamics-ის დაწესებულებებში მიმდინარეობს. მისი შექმნის დროს გამოყენებული იყო სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, მათ შორის, 84 მმ Carl Gustav-ის, შეზღუდულ სივრცეში მოქმედი AT4 CS-ის და Bill-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის შექმნისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბრიტანეთის მხრიდან მთავარი პარტნიორია Thales Air Defence. იარაღის და მისი კომპონენტების შექმნაში Thales-ის 14 ბრიტანელი ქვეკონტრაქტორი მონაწილეობს.[3]

საბოლოო აწყობა და გამოცდა Thales-ის ბაზაზე, ბელფასტში მიმდინარეობს. რაკეტის გიროსტაბილიზატორს პლიმუთში არსებული Collins Aerospace აწარმოებს. Eaton Ltd, რომელიც საუთ მოლტონში მდებარეობს, პასუხისმგებელია მასტაბილიზებელი ფრთების და აქტივატორების წარმოებაზე. გლენროთისში ბაზირებული Raytheon Systems და ბეიზინგსტოკში მდებარე Thales Missile Electronics აწარმოებენ ელექტრონულ მოწყობილობებს და დისტანციურ ამფეთქს.[3]

კოვენტრიში მდებარე National Plastics Aerospace პასუხისმგებელია პლასტმასის და კომპოზიტური ყალიბების წარმოებაზე. სისტემის სპეციალური დანიშნულების ზამბარებს სმეთუიკში მდებარე კომპანია Skeldings აწარმოებს. NLAW-ს წარმოებაში ჩართული კონსორციუმის წევრები არიან, აგრეთვე, გეითსჰედში მდებარე Express Engineering, Portsmouth Aviation, EPS Logistics Technology, ბრისტოლის Leafield Engineering და ბირმინგემის Metalweb.[3]

საბრძოლო ისტორია

რედაქტირება

რუსეთ–უკრაინის ომი

რედაქტირება

რუსეთ-უკრაინის ომის წინა პერიოდში არსებული ესკალაციის დროს გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად 2,000 ერთეული NLAW გადასცა.[5] რუსული საბრძოლო მანქანების წინააღმდეგ მათი მაღალი ეფექტურობიდან გამომდინარე, უკრაინამ სისტემების დამატებითი რაოდენობა ითხოვა, რასაც მოჰყვა სულ მცირე 100 ერთეულის მიწოდება ლუქსემბურგის მხრიდან.[6][7] მოსალოდნელი კონფლიქტის დაწყებამდე გადაცემული FGM-148 Javelin-ების მსგავსად, უკრაინულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ NLAW რუსული ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურია, ვიდრე საბჭოთა წარმოების მსგავსი სისტემები.[8]

მახასიათებლები

რედაქტირება
 
ჯარისკაცი სასწავლო NLAW-ს დამიზნების პროცესში
  • წონა: 12.5 კგ
  • სიგრძე: 1.016 მ
  • კალიბრი: 150 მმ[4]
  • სიჩქარე:
    • საწყისი: 40 მ/წმ
    • მაქსიმალური: მაღალი ქვებგერითი: 200 მ/წმ (0.7 მახი)
  • დამიზნების მანძილი: 20–800 მ[1]
  • მიზანჩვენება: პროგნოზირებული ხედვის ხაზი / ინერციული მიზანჩვენება
  • სამიზნე მოწყობილობა: Trijicon TA41 NLAW 2.5×20, V-სებური სამიზნით (ACOG-ის Ʌ სამიზნის შებრუნება)
  • ქობინი: კომბინირებული გადამფრენი ზემოდან თავდასხმის / პირდაპირი ჯავშანგამტან-კუმულაციური
  • ღირებულება: დაახლოებით £20,000 (2008)[9] ან $67,700 (კვლევისა და განვითარების ხარჯების ჩათვლით)[10]
  • მოქმედების ტემპერატურა: −38 – +63 °C[1]

მომხმარებლები

რედაქტირება
 
NLAW-ს ოპერატორების რუკა
 
ბრიტანელი ჯარისკაცი NLAW-თი
  •   ფინეთი: 2007 წელს ფინეთმა €38 მილიონის ღირებულების შეკვეთის შესახებ განაცხადა.[11] ფინეთის შეიარაღებულ ძალებში სისტემა RSLPSTOHJ NLAW სახელითაა ცნობილი.[12]
  •   ინდონეზია: შეიარაღებაშია 600 ერთეული გამშვები.[13]
  •   ლუქსემბურგი:[14]
  •   მალაიზია:
  •   საუდის არაბეთი: გამოიყენება საუდის არაბეთის სამეფო სახმელეთო ძალების მიერ.
  •   შვედეთი: შვედეთში სისტემის დასახელებაა RB-57.[15][16]
  •   შვეიცარია: შეუკვეთა 2017 წელს ჩამოწერილი M47 Dragon-ის ჩასანაცვლებლად. სისტემების მიწოდება 2018 წელს დაიწყო.[17]
  •   უკრაინა: 2022 წლის 19 იანვარს უკრაინას დიდმა ბრიტანეთმა 2,000 ერთეული NLAW გადასცა, რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის ფონზე.[5][2] დამატებით 100 ერთეული უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ლუქსემბურგმა გადასცა.[7]
  •   დიდი ბრიტანეთი: შეირჩა 2002 წელს მოძველებული ILAW და LAW 80 სისტემების ჩანაცვლების მიზნით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 NLAW en. Saab AB. ციტირების თარიღი: 28 February 2022
  2. 2.0 2.1 Roblin, Sebastien. The NLAW Missiles The U.K. Rushed To Ukraine May Only Be Useful In Desperate Circumstances en. ციტირების თარიღი: 26 February 2022
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 „Miniaturization of the Infantry Weapons's Components: New Guided Missiles, Programmable Munitions Enhancing The Infantry Precision Fire Effects“. Defense Update (ინგლისური). Kadima, Israel: Lance & Shield Ltd. December 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2022. ციტირების თარიღი: 3 March 2022.
  4. 4.0 4.1 MBT LAW Light Anti-Tank Weapon en (10 October 2002). ციტირების თარიღი: 2 March 2022
  5. 5.0 5.1 Haynes, Deborah (20 January 2022). „Russia-Ukraine tensions: UK sends 30 elite troops and 2,000 anti-tank weapons to Ukraine amid fears of Russian invasion“. Sky News (ინგლისური). London, United Kingdom: Sky Group (Comcast). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 January 2022. ციტირების თარიღი: 21 January 2022.
  6. Atherton, Kelsey D. (3 March 2022). „These are the weapons in the Ukrainian arsenal“. Popular Science (ინგლისური). New York City, NY, U.S. ISSN 0161-7370. OCLC 488612811. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 March 2022. ციტირების თარიღი: 5 March 2022.
  7. 7.0 7.1 Luxembourg to send anti-tank weapons, jeeps to Ukraine, defence minister says en (28 February 2022). ციტირების თარიღი: 5 March 2022
  8. Ahronheim, Anna. (1 March 2022) The weapons that are turning the Russian hunters into prey-analysis. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 5 March 2022
  9. Burr, Tim (11 December 2008). Major Projects Report 2008: Project Summary Sheets (en). The Stationery Office, გვ. 92. ISBN 978-0102954500. 
  10. https://www.deagel.com/Defensive%20Weapons/MBT%20LAW/a001091
  11. Puolustusvoimille uusia lähipanssarintorjuntaohjuksia fi. Finnish Defence Forces (20 December 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2022.
  12. Raskas lähipanssarintorjuntaohjus NLAW fi. Finnish Defense Forces. ციტირების თარიღი: 3 March 2022
  13. Hancurkan Sasaran Eks Panser Saladin, Untuk Pertama Kalinya Saab NLAW TNI AD Diuji Tembak id (15 August 2019). ციტირების თარიღი: 9 February 2021
  14. Written at Stockholm, Sweeden. „New Customer Nation for NLAW“. ASD News (ინგლისური). Amsterdam, The Netherlands: ASD Media BV (published 15 June 2010). Saab AB. 14 June 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 3 March 2022.
  15. „SEK 500M Order from Sweden for RB 57 NLAW“. Defense Industry Daily (ინგლისური). Defense Industry Daily, LLC. 27 December 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 3 March 2022.
  16. „Next Generation Light Anti-Tank Weapon (NLAW)“. Defense Update (ინგლისური). Kadima, Israel: Lance & Shield Ltd. 31 December 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2022. ციტირების თარიღი: 3 March 2022.[მკვდარი ბმული]
  17. Chuter, Andrew (28 June 2017). Written at London, United Kingdom. „Saab snags $120M Swiss contract for its next-gen anti-tank weapon“. Defense News (ინგლისური). Tysons, Virginia, US: Sightline Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2022. ციტირების თარიღი: 3 March 2022.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NLAW&oldid=4386976“-დან