კარლ გუსტავი (სრული სახელწოდება: შვედ. Granatgevär m/48 Carl Gustaf, შემოკლ. Grg m/48, – ყუმბარმტყორცნი 1948 წლის მოდელისა „კარლ გუსტავი“, ასევე M2CG) — შვედური 84-მმ ხელის ტანკასაწინააღმდეგო მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნი წარმოებული კომპანია Saab Bofors Dynamics-ის (წარსულში Bofors Anti-Armour AB) მიერ. „კარლ გუსტავის“ პირველი პროტოტიპი 1946 წელს შეიქმნა, ხოლო მისი შემდგომი მოდიფიკაციები დღემდე გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შენაერთების მიერ.

კარლ გუსტავი M2

სხვადასხვა ქვეყანაში „კარლ გუსტავს“ სხვადასხვაგავარად მოიხსენიებენ. მაგალითად, სამშობლოში მისი ოფიციალური სახელია Grg m/48, ბრიტანულ ჯარებში მას Charlie G-ს, ხოლო კანადელები — 84 ან Carl G-ს ეძახიან. აშშ-ის სამხედრო სისტემაში „კარლ გუსტავი“ ცნობილია როგორც „მრავალდანიშნულებიანი ჯავშანსაწინააღმდეგო ტანკსაწინააღმდეგო სისტემა M3“ (ინგლ. MAAWS — M3 Multi-role Anti-armor Anti-tank Weapon System) ან „რეინჯერთა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა“ (RAWS — Ranger Antitank Weapons System), მაგრამ უფრო ხშირად მას ეძახიან უბრალოდ „გუსტავს“ (Gustav), Goose ან „კარლს ჯონსონს“ (Carl Johnson).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Carl_Gustaf&oldid=4078502“-დან