ჩრდილოური პუტასუ
(გადამისამართდა გვერდიდან Micromesistius poutassou)
ჩრდილოური პუტასუ[1] (ლათ. Micromesistius poutassou) — თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. სიგრძეში 47 სმ-მდეა, ჩვეულებრივ 30–35 სმ. ზურგი შეფერილია მოცისფრო-რუხად, გვერდები მოვერცხლისფროა, მუცელი თეთრი; მკერდის ფარფლის ძირში მუქი ლაქაა. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ნიუფაუნდლენდის დიდი ბანკიდან ბერენცის ზღვის დასავლეთ ნაწილებამდე, აგრეთვე სამხრეთი გრენლანდიიდან, ისლანდიიდან და შპიცბერგენიდან სამხრეთით ჩრდილოეთ აფრიკამდე, მ.შ. ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში. ქარავნული პელაგური თევზია. ბინადრობს 20-დან 800 მეტრამდე სიღრმეზე (ჩვეულებრივ 30–400 მ). ტოფობს 1–4 წელში, თებერვალ – მარტში (არეალის სამხრეთ ნაწილში); ნაყოფიერება 51–278 ათასი ქვირითი.[2]
ჩრდილოური პუტასუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Micromesistius poutassou (Risso, 1827) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 258, ISBN 978-9941-460-45-6.
- ↑ Котляр, А. К.. Путассу ru. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2016). ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2023