დიკ-დიკი
(გადამისამართდა გვერდიდან Madoqua)
ანტილოპა დიკ-დიკი (ლათ. Madoqua) — წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვართა გვარი ძროხისებრთა ოჯახისა. მოიცავს 4 სახეობას. მინიატიურულია. სხეულის სიგრძე 50-70 სმ, ხოლო წონა 3-დან 6 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ცენტრალური და აღმოსავლეთი აფრიკის სავანებსა და ნახევარუდაბნოებში. როგორც წესი, აქტიურია დილითა და საღამოს. დღისით იმალება ბუჩქების მჭიდრო რაყებში. ბალახის მძოველი ცხოველია, მონოგამიური. დედალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6 თვისა, მამალი — 12 თვისა. შეწყვილების პერიოდი წელიწადში ორჯერ ხდება. აქვს კარგი მხედველობა, სისწრაფე 42 კმ საათში. ცოცხლობს 10 წლამდე.
დიკ-დიკი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი დიკ-დიკი (Madoqua kirkii) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Madoqua (Ogilby, 1837 | |||||||||||||||
|