მესიე 59
მესიე 59, აგრეთვე ცნობილი როგორც M59 ან NGC 4621 — ელიფსური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მიეკუთვნება ქალწულის გროვას.
გალაქტიკა | |
---|---|
აღმოჩენის ისტორია | |
აღმომჩენი | იოჰან გოტფრიდ კოილერი |
აღმოჩენის თარიღი | 1779 |
დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
თანავარსკვლავედი | ქალწულის თანავარსკვლავედი |
პირდაპირი ასვლა | 12სთ 42წთ 02.3წმ |
დახრილობა | +11° 38′ 49″ |
ხილული ზომები | 5′.4 × 3′.7 |
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV | 10.6 |
მახასიათებლები | |
ტიპი | E5[1] |
მანძილი | 60 მლნ სინ. წელი[2] |
რადიუსი | სინ. წელი |
ისტორია
რედაქტირებამესიე 59 და მის სიახლოვეს მდებარე ელიფსური გალაქტიკა მესიე 60 1779 წელს აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა იოჰან გოტფრიდ კოილერმა, როდესაც ცის იმავე ნაწილში კომეტას აკვირდებოდა.[3] მისი აღმოჩენიდან სამი დღის შემდეგ, ორივე მათგანი თავის კატალოგში შეიტანა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ.[3]
მესიე 59-ში დაფიქსირებულია ერთი სუპერნოვა (1939B), რომლის ვარსკვლავიერმა სიდიდემ 11,9-ს მიაღწია.[4]
მახასიათებლები
რედაქტირებამესიე 59-ის ცენტრში მდებარეობს სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასაც მზის მასას 270 მილიონჯერ აჭარბებს. გალაქტიკას ასევე გააჩნია ვარსკვლავების შიდა დისკი და მდიდარია სფეროსებრი გროვებით,[5][6] რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 2200-ია.[7][8] გარდა ამისა, მის გარშემო ბრუნავს ულტრაკომპაქტური ჯუჯა გალაქტიკა M59-UCD3.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ NASA/IPAC Extragalactic Database. Results for NGC 4621. ციტირების თარიღი: 2006-11-18.
- ↑ J. L. Tonry; A. Dressler; J. P. Blakeslee; et al. (2001). „The SBF Survey of Galaxy Distances. IV. SBF Magnitudes, Colors, and Distances“. Astrophysical Journal. 546 (2): 681–693. arXiv:astro-ph/0011223. Bibcode:2001ApJ...546..681T. doi:10.1086/318301.
- ↑ 3.0 3.1 K. G. Jones (1991). Messier's Nebulae and Star Clusters, 2nd, Cambridge University Press. ISBN 0-521-37079-5.
- ↑ http://www.cbat.eps.harvard.edu/lists/Supernovae.html
- ↑ Mizuno, Takao; Oikawa, Ken-Ichi. (1996). „Two-Dimensional Decomposition of a Disky Elliptical Galaxy, NGC 4621“. Publications of the Astronomical Society of Japan. 48: 591–600. Bibcode:1996PASJ...48..591M. doi:10.1093/pasj/48.4.591.
- ↑ Krajnović, D.; Jaffe, W. (2004). „HST observations of nuclear stellar disks“. Astronomy & Astrophysics. 428: 877–890. arXiv:astro-ph/0409061. Bibcode:2004A&A...428..877K. doi:10.1051/0004-6361:20040359.
- ↑ Wrobel, J. M.; Terashima, Y.; Ho, L. C. (2008). „Outflow-dominated Emission from the Quiescent Massive Black Holes in NGC 4621 and NGC 4697“. The Astrophysical Journal. 675 (2): 1041–1047. arXiv:0712.1308. Bibcode:2008ApJ...675.1041W. doi:10.1086/527542.
- ↑ Globular Cluster Systems in Galaxies Beyond the Local Grup.. NASA-IPAC Extragalactic Database (NED). ციტირების თარიღი: 2012-07-21.
- ↑ Sandoval, Michael A.; Vo, Richard P.; Romanowsky, Aaron J.; Strader, Jay; Choi, Jieun; Jennings, Zachary G.; Conroy, Charlie; Brodie, Jean P.; Foster, Caroline; Villaume, Alexa; Norris, Mark A.; Janz, Joachim; Forbes, Duncan A. (23 July 2015). „HIDING IN PLAIN SIGHT: RECORD-BREAKING COMPACT STELLAR SYSTEMS IN THE SLOAN DIGITAL SKY SURVEY“. The Astrophysical Journal. 808 (1): L32. arXiv:1506.08828. Bibcode:2015ApJ...808L..32S. doi:10.1088/2041-8205/808/1/L32.