ქალწულის გროვა

გალაქტიკების გროვა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით

ქალწულის გროვაგალაქტიკების გროვა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით, რომლის ცენტრალური ნაწილი დედამიწიდან 53.8 ± 0.3 სინათლის წლითაა დაშორებული.[1] მოიცავს დაახლოებით 1300 გალაქტიკას (შესაძლოა 2000-ზე მეტსაც).[2] გროვა წარმოადგენს უფრო დიდი, ქალწულის ზეგროვის გულს, რომლის წევრიც ასევე არის ადგილობრივი ჯგუფი. ქალწულის გროვის მასა დაახლოებით 1.2×10×1015 მზის მასას შეადგენს, რადიუსი კი 2.2 მეგაპარსეკს.[3]

ქალწულის გროვა

გროვის შემადგენელი მრავალი კაშკაშა გალაქტიკა, მათ შორის ელიფსური გალაქტიკა მესიე 87 1770-1780-იან წლებში აღმოაჩინეს, რომლებიც შემდეგ თანდათან შევდინენ ფრანგი ასტრონომის, შარლ მესიეს კატალოგში. მესიე მას აღწერდა როგორც ნისლეულს ვარსკვლავების გარეშე; მისი რეალური ბუნების შესახებ მხოლოდ 1920-იან წლებში გახდა ცნობილი.

გროვა ქალწულის თანავარსკვლავედში დაახლოებით 8 გრადუსზეა გადაჭიმული. შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილის ხილვა პატარა ტელესკოპებითაც შესაძლებელია. მისი ყველაზე კაშკაშა ობიექტია ელიფსური გალაქტიკა მესიე 49. თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ობიექტი ასევე ელიფსური გალაქტიკა მესიე 87-ია, რომელიც გროვის ცენტრში მდებარეობს.

მახასიათებლებირედაქტირება

 
ქალწულის გროვა.

გროვა სპირალებისა და ელიფსების წმინდად ჰეტეროგენული ნაზავია.[4] 2004 წლის მონაცემებით, მიჩნეულია, რომ სპირალური გალაქტიკები გადაჭიმულია წაგრძელებულად, ირმის ნახტომის მიმართულებით.[5] ელიფსური გალაქტიკები უფრო ცენტრშია თავმოყრილი.

გროვა შედგება მინიმუმ სამი ქვეგროვისგან: ქალწული A, რომლის ცნეტრიც არის M87, ქალწული B — M49-ის გარშემო, ასევე დაბალი სიჩქარის ღრუბელი, რომლის ცენტრშიც განთავსებულია სპირალური გალაქტიკა NGC 4216.[6]

ქალწული A შედგება ელიფსური, ლინზისებრი და მწირი გაზის მქონე სპირალური გალაქტიკებისგან.[7]

ეს სამი გროვა ამჟამად შერწყმის პროცესშია, რის შედეგადაც შეიქმნება უფრო დიდი, ცალკეული გროვა; შემოსაზღვრულია შედარებით პატარა გალაქტიკური ღრუბლებით, რომლებიც ძირითადად სპირალური გალაქტიკებისგან შედგება და ეს უკანასკნელნი მასთან შერწყმის პროცესში არიან.[8] გარდა ამისა, ქალწულის გროვასთან გრავიტაციულად დაკავშირებულია სხვა ახლომდებარე გალაქტიკები და გალაქტიკათა ჯგუფები, რომლებიც მას მომავალში შეერწყმება.[9] ეს ყველაფერი კი იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ქალწულის გროვა საკმაოდ ახალგაზრდაა და ამჟამად ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იმყოფება.[8]

გროვის შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილი პეკულარული სიჩქარით ხასიათდება, რომლებიც გროვის ცენტრის გარშემო 1 600 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ.

ქალწულის გროვა მდებარეობს ქალწულის ზეგროვაში, რომლის გრავიტაციული ეფექტიც ახლომდებარე გალაქტიკებზეც ვრცელდება.

გროვათშორისი მატერიარედაქტირება

მრავალი სხვა გალაქტიკების გროვების მსგავსად, ქალწულის გალაქტიკათშორისი მატერია სავსეა ცხელი, გაუხშოებული პლაზმით, რომლის ტემპერატურაც 30 მილიონი კელვინია და გამოყოფს რენტგენის გამოსხივებას.[10] გალაქტიკათშორის მატერიაში შემჩნეულია მრავალი გალაქტიკათშორისი ვარსკვლავი[11] (გროვაში არსებულ ვარსკვლავთა რაოდენობაზე 10%-ით მეტი),[12] ასევე პლანეტური ნისლეულები,[13] რომლებიც სავარაუდოდ, მშობლიური გალაქტიკებიდან სხვა გალაქტიკების ურთიერთქმედებამ გამოაგდო;[12] ასევე შეიცავს გლობულათა გროვებს,[14][15][16] შესაძლოა ჯუჯა გალაქტიკებსაც[16] და სავარაუდოდ მინიმუმ ერთ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონსაც.[17]

გროვის წევრებირედაქტირება

გროვის წევრები
მნიშვნელობა კოორდინატები (ეპოქა 2000) ვარსკვლავიერი სიდიდე (ლურჯი) ტიპი კუთხური ზომა დიამეტრი
(ათასი
სინათლის
წელი)
ვარდნითი სიჩქარე
(კმ/წმ)
ქვეგროვა
პირდაპირი აღვლენა დახრილობა
მესიე 98 12 13.8 14 54 10.9 SBb 9.8′ 150 184 ქალწული A or N ღრუბელი
NGC 4216 12 15.9 13 09 10.9 SBb 7.9′ 120 459 ქალწული A, N ღრუბელი, or LVC.
მესიე 99 12 18.8 14 25 10.4 Sc 5.4′ 80 2735 ქალწული A or N ღრუბელი
NGC 4262 12 19.5 14 53 12.4 S0 1.9′ 30 1683 ქალწული A
მესიე 61 12 21.9 04 28 10.2 SBbc 6.2′ 100 1911 S ღრუბელი
მესიე 100 12 22.9 15 49 10.1 SBbc 7.6′ 115 1899 ქალწული A
მესიე 84 12 25.1 12 53 10.1 E1 6.0′ 90 1239 ქალწული A
მესიე 85 12 25.4 18 11 10.0 S0 7.1′ 105 1056 ქალწული A
მესიე 86 12 26.2 12 57 9.9 E3 10.2′ 155 37 ქალწული A or own subgroup.
NGC 4435 12 27.7 13 05 11.7 S0 3.0′ 45 1111 ქალწული A
NGC 4438 12 27.8 13 01 11.0 Sa 8.7′ 130 404 ქალწული A
NGC 4450 12 28.5 17 05 10.9 Sab 5.1′ 80 2273 ქალწული A
მესიე 49 12 29.8 08 00 9.3 E2 9.8′ 150 1204 ქალწული B
მესიე 87 12 30.8 12 23 9.6 E0-1 9.8′ 150 1204 ქალწული A
მესიე 88 12 32.0 14 25 10.3 Sb 6.8′ 100 2599 ქალწული A
NGC 4526 12 32.0 07 42 10.6 S0 7.1′ 105 931 ქალწული B
NGC 4527 12 34.1 02 39 12.4 Sb 4.6′ 69 1730 S ღრუბელი
NGC 4536 12 34.4 02 11 11.1 SBbc 7.2′ 115 2140 S ღრუბელი
მესიე 91 12 35.4 14 30 11.0 SBb 5.2′ 80 803 ქალწული A
NGC 4550 12 35.5 12 13 12.5 S0 3.2′ 50 704 ქალწული A
მესიე 89 12 35.7 12 33 10.7 E0 5.0′ 75 628 ქალწული A
NGC 4567 12 36.5 11 15 12.1 Sbc 2.8′ 40 2588 ქალწული A
NGC 4568 12 36.6 11 14 11.7 Sbc 4.4′ 65 2578 ქალწული A
მესიე 90 12 36.8 13 10 10.2 SBab 10.5′ 160 87 ქალწული A
NGC 4571 12 36.9 14 13 11.9 Sc 3.7′ 55 659 ქალწული A
მესიე 58 12 37.7 11 49 10.6 SBb 5.6′ 85 1839 ქალწული A
მესიე 59 12 42.9 11 39 10.8 E5 5.0′ 75 751 ქალწული A or ქალწული E
მესიე 60 12 43.7 11 33 9.8 E2 7.2′ 110 1452 ქალწული A, ქალწული E, or ქალწული C
NGC 4651 12 43.7 16 24 11.4 Sc 4.0′ 60 1113
NGC 4654 12 43.9 13 08 11.1 SBc 5.0′ 75 1349 ქალწული A

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

კოორდინატები:   12სთ 27წთ 00წმ, +12° 43′ 00″

სქოლიორედაქტირება

  1. Mei, Simona; Blakeslee, John P.; Côté, Patrick; Tonry, John L.; West, Michael J.; Ferrarese, Laura; Jordán, Andrés; Peng, Eric W. და სხვები. (2007). "The ACS Virgo Cluster Survey. XIII. SBF Distance Catalog and the Three-dimensional Structure of the Virgo Cluster". The Astrophysical Journal 655 (1): 144–162. arXiv:astro-ph/0702510. Bibcode 2007ApJ...655..144M. .
  2. See Virgo Cluster.
  3. Fouqué, P.; Solanes, J. M.; Sanchis, T.; Balkowski, C. (2001). "Structure, mass and distance of the Virgo cluster from a Tolman-Bondi model". Astronomy and Astrophysics 375 (3): 770–780. arXiv:astro-ph/0106261. Bibcode 2001A&A...375..770F. .
  4. Côté, Patrick; Blakeslee, John P.; Ferrarese, Laura; Jordán, Andrés; Mei, Simona; Merritt, David; Milosavljević, Miloš; Peng, Eric W. და სხვები. (July 2004). "The ACS Virgo Cluster Survey". The Astrophysical Journal 153 (1): 223–242. arXiv:astro-ph/0404138. Bibcode 2004ApJS..153..223C.
  5. M. Fukugita; S. Okamura; N. Yasuda (1993). "Spatial distribution of spiral galaxies in the Virgo Cluster from the Tully-Fisher relation". Astrophysical Journal 412: L13–L16. Bibcode 1993ApJ...412L..13F. .
  6. 1 Boselli, A.; Voyer, E.; Boissier, S.; Cucciati, O.; Consolandi, G.; Cortese, L.; Fumagalli, M.; Gavazzi, G. და სხვები. (2014). "The GALEX Ultraviolet Virgo Cluster Survey (GUViCS). IV. The role of the cluster environment on galaxy evolution". Astronomy & Astrophysics 570: A69. arXiv:1407.4986. Bibcode 2014A&A...570A..69B. . A69.
  7. Chamaraux, P.; Balkowski, C.; Gerard, E. (1980). "The H I deficiency of the Virgo cluster spirals". Astronomy & Astrophysics 83 (1–2): 38–51. Bibcode 1980A&A....83...38C.
  8. 8.0 8.1 Gavazzi, G.; Boselli, A.; Scodeggio, M.; Pierini, D.; Belsole, E. (1999). "The 3D structure of the Virgo cluster from H-band Fundamental Plane and Tully-Fisher distance determinations". Monthly Notices of the Royal Astronomical Society 304 (3): 595–610. arXiv:astro-ph/9812275. Bibcode 1999MNRAS.304..595G. .
  9. Tully, R. B.; Shaya, E. J. (1984). "Infall of galaxies into the Virgo cluster and some cosmological constraints". Astrophysical Journal 281: 31–55. Bibcode 1984ApJ...281...31T. .
  10. Lea, S. M.; Mushotzky, R.; Holt, S. S. (1982). "Einstein Observatory solid state spectrometer observations of M87 and the Virgo cluster". Astrophysical Journal 262 (1): 24–32. Bibcode 1982ApJ...262...24L. .
  11. Ferguson, H. (1997). "Intergalactic Stars in the Virgo Cluster". HST proposal: 7411. Bibcode 1997hst..prop.7411F.
  12. 12.0 12.1 Ferguson, Henry C.; Tanvir, Nial R.; von Hippel, Ted (1998). "Detection of intergalactic red-giant-branch stars in the Virgo cluster". Nature 391 (6666): 461–463. arXiv:astro-ph/9801228. Bibcode 1998Natur.391..461F. .
  13. Feldmeier, J.; Ciardullo, R.; Jacoby, G. (1998). "INTRACLUSTER PLANETARY NEBULAE IN THE VIRGO CLUSTER. I. INITIAL RESULTS". Astrophysical Journal 503: 109–117. arXiv:astro-ph/9803062. Bibcode 1998ApJ...503..109F. .
  14. Takamiya, Marianne; West, Michael; Côté, Patrick; Jordán, Andrés; Peng, Eric; Ferrarese, Laura (2009). "IGCs in the Virgo Cluster". Globular Clusters - Guides to Galaxies, Eso Astrophysics Symposia, Volume. Eso Astrophysics Symposia: 361–365. Bibcode 2009gcgg.book..361T. . ISBN 978-3-540-76960-6.
  15. Durrell, Patrick R.; Accetta, K.; Feldmeier, J. J.; Mihos, J. C.; Ciardullo, R.; Peng, E. W.; Members of the NGVS team (2010). "Searching for Intracluster Globular Clusters in the Virgo Cluster". Bulletin of the American Astronomical Society 42: 567. Bibcode 2010AAS...21547814D.
  16. 16.0 16.1 Lee, Myung Gyoon; Park, Hong Soo; Hwang, Ho Seong (2010). "Detection of a Large-Scale Structure of Intracluster Globular Clusters in the Virgo Cluster". Science 328 (5976): 334–. arXiv:1003.2499. Bibcode 2010Sci...328..334L. . PMID 20223950.
  17. Gerhard, Ortwin; Arnaboldi, Magda; Freeman, Kenneth C.; Okamura, Sadanori (2002). "Isolated Star Formation: A Compact H II Region in the Virgo Cluster". The Astrophysical Journal 580 (2): L121–L124. arXiv:astro-ph/0211341. Bibcode 2002ApJ...580L.121G. .