ლიგინოპტერისი
ნამარხ მცენარეთა გვარი
(გადამისამართდა გვერდიდან Lyginopteris)
ლიგინოპტერისი (ლათ. Lyginopteris) — ნამარხ მცენარეთა გვარი თესლოვანი გვიმრების კლასი ლიგინოდენდრონისებრთა ოჯახისა.
კარბონული და პერმული პერიოდების მცენარეა. ჰქონდა წვრილი (4 სმ-მდე დიამეტრის) დატოტვილი ლიანასმაგვარი ქაცვებიანი ღერო. თესლოვანი გვიმრების (ფარულთესლოვანი მცენარეების შორეული წინაპრების) ყველაზე უფრო რესტავრირებული წარმომადგენელია, რის გამოც მკვლევართა ყურადღებას იმსახურებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 223.