წავი
(გადამისამართდა გვერდიდან Lutra lutra)
წავი (ლათ. Lutra lutra) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 55-95 სმ, მასა 6-10 კგ. ზოგჯერ მათი წონა 17 კგ აღწევს. ზურგის მხარე მუქი მურა აქვს, მუცელი ღია, ვერცხლისფერი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ვერტიკალურად 2300 მ-მდე აღწევს. არჩევს ტყის მდინარეების სანაპიროებს, უფრო ნაკლებად ტბებს. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება თევზებით, ბაყაყებით, წყლის მემინდვრიებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, ფრინველებით, მათი მართვეებით. მაკეობა 8-10 კვირას გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს სამ ნაშიერს. ბეწვი ძალზე ლამაზი და გამძლეა.
წავი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Lutra lutra | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 12419 | |||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 285.