ცისფერგულა
(გადამისამართდა გვერდიდან Luscinia svecica)
ცისფერგულა, კურკურა (ლათ. Luscinia svecica) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მამალს ზურგი მურა აქვს, კუდი — შავნარევი წითური, გული ლურჯი — თეთრ- ან წითურხალიანი. დედალი უფრო ბაცია. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, ზამთრობს სამხრეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ბუდობს მცირე კავკასიონზე, ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 2100 მ. მაისში დებს 4-7 კვერცხს; ინკუბაცია გრძელდება 2 კვირას. იკვებება მწერებითა და კენკრით.
ცისფერგულა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Luscinia svecica | |||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22709707 | |||||||||
გავრცელება | |||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 228.