ღლაბუტა
(გადამისამართდა გვერდიდან Lota lota)
ღლაბუტა, ლოტა (ლათ. Lota lota) — თევზი Lotidae-ის ოჯახისა. მტკნარი წყლის თევზია. მისი სხეულის სიგრძეა 1,2 მ, მასა 32 კგ აღწევს. დაფარულია წვრილი ქერცლით. აქვს 2 ზურგის ფარფლი. გავრცელებულია ევროპაში, ციმბირში, აზიაში, ამერიკაში. ძირითადად მდინარეებში ბინადრობს. მტაცებელი თევზია, სარეწაო მნიშვნელობა აქვს: ღვიძლისაგან ამზადებენ კონსერვს, თევზის ქონს, მოზრდილი ღლაბუტას კანისაგან კი — ტომრებს, ტყალგაუმტარ ტანსაცმელს, უნაგირზე გადასაკრავ საფენს.
ღლაბუტა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Lota lota | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 135675 | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 595.