Life in Technicolor II
Life in Technicolor II — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა და სინგლი 2008 წლის EP დისკიდან Prospekt's March. სინგლის პრომო-ვერსია გამოიცა კომპაქტ დისკზე ბრიტანეთში, 2009 წლის 2 თებერვალს.
„Life in Technicolor II“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Coldplay | ||||
ალბომიდან Prospekt's March | ||||
B-მხარე |
Life in Technicolor II (საკონცერტო ჩანაწერი, O2, ლონდონი) The Goldrush | |||
გამოსვლის თარიღი |
2 თებერვალი, 2009 (იხილეთ გამოცემების ისტორია) | |||
ჩაიწერა | 2008 | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი | |||
ხანგრძლივობა |
4:05 (EP-ს ვერსია) 3:37 (რადიოს ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი | |||
პროდიუსერი | ბრაიან ინო | |||
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Life in Technicolor“ | |
---|---|
სიმღერა — Coldplay | |
ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends | |
ენა | ინგლისური |
გამოსვლის თარიღი | 11 ივნისი 2008 |
ჩაიწერა | 2008 |
ჟანრი | ბრიტ პოპი |
ხანგრძლივობა | 2:29 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone |
პროდიუსერი | მარკუს დრევსი, ბრაიან ინო, რიკ სიმფსონი |
Viva la Vida or Death and All His Friends – სიმღერები | |
|
სიმღერის ინსტრუმენტული ვერსია შეტანილია ჯგუფის მეოთხე სტუდიურ დისკში Viva la Vida or Death and All His Friends. იგი არის ალბომის პირველი კომპოზიცია და ჯგუფის ალბომში მთლიანად ინსტრუმენტული კომპოზიციის შეტანის პირველი შემთხვევა. ამასთან, იგი დისკის ერთგვარი შესავალია, რაც ასევე პირველი შემთხვევაა კოლექტივის შემოქმედებაში.
ჯგუფის ოფიციალურ საიტზე ასევე განთავსდა ამ კომპოზიციის მცირე ვიდეორგოლი, რომელშიც Coldplay სტუდიაში ასრულებს მას, პროდიუსერ ბრაიან ინოს დახმარებით.
სიმღერების სია
რედაქტირებაციფრული ჩამონატვირთი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Life in Technicolor ii“ | 4:05 |
2. | „Life in Technicolor ii“ (ჩაწერილია ცოცხლად The O2-ში, ლონდონი) | 3:36 |
3. | „The Goldrush“ | 2:29 |
აშშ რადიო პრომო CD სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Life in Technicolor ii“ (რადიოს ვერსია) | 3:12 |
აშშ პრომო CD | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Life in Technicolor ii“ (პოპ ვერსია) | 3:14 |
2. | „Life in Technicolor ii“ (რადიოს ვერსია) | 3:37 |
3. | „Life in Technicolor ii“ (ინსტრუმენტული) | 4:06 |
ბრიტანული პრომო CD | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Life in Technicolor ii“ (რადიოს ვერსია) | 3:37 |
2. | „Life in Technicolor ii“ (Prospekt's March-ის ვერსია) | 4:05 |
7" გრამფირფიტა | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Life in Technicolor ii“ | 4:05 |
2. | „The Goldrush“ | 2:29 |
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებასიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებულია დუგელ უილსონის მიერ. კლიპში ნაჩვენებია ბავშვებისათვის გამართული სახალისო სანახაობა მარიონეტების მონაწილეობით, რომლებიც ჯგუფის წევრებს ასახავენ. სხვადასხვა პიროტექნიკის გამოყენებით ხდება სანახაობის გაფორმება. მეხუთე თოჯინა არის ჯგუფის მეხუთე წევრი, ფილ ჰარვი.
საგულისხმოა, რომ კლიპში გამოყენებული მარიონეტების თოჯინების ფოტოსურათები ქვეყნდებოდა საკონცერტო ტურნეს Viva la Vida Tour მსვლელობისას - ყოველი მათგანი გადაღებული იყო იმ ქალაქში, რომელშიც ჯგუფი ამა თუ იმ დღეს იმყოფებოდა.
ჩარტებში
რედაქტირებაბრიტანული სინგლების ჩარტებში კომპოზიცია მოხვდა #90 ადგილზე.
ჩარტები (2008) | უმაღლესი ადგილი |
---|---|
ბრიტანული სინგლების ჩარტი | 90 |