Itch — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის 1994 წელს გამოცემული EP. იგი მხოლოდ იაპონიაში გამოვიდა.

Itch
EP
გამოცემის თარიღი 1 ივნისი 1994
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 26:35
ლეიბლი EMI Records TOCP-8285
პროდიუსერი შონ სლეიდი, პოლ ქ. კოლდერი, კრის ჰაფორდი, ჯეიმზ უორენი, კევინ ფიშერი, Radiohead
Radiohead — ქრონოლოგია
Pablo Honey
(1993)
Itch
(1994)
My Iron Lung
(1994)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic2/5 stars[1]

მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერზე ახალი მასალა წარმოდგენილი არ არის, მასში შეტანილია კრის შელდონის მიერ შექმნილი სიმღერის Stop Whispering რემიქსი, რომელიც მხოლოდ აშშ-ში გამოიცემოდა. მეორე სიმღერაა Thinking About You, რომელიც განსხვავდება ალბომის Pablo Honey ვერსიისგან. Faithless, the Wonderboy პირველად გამოვიდა სინგლზე Anyone Can Play Guitar. Banana Co., წარმოდგენილი ამ EP-ზე, ასევე შესულია სინგლში Pop Is Dead და განსხვავდება სინგლში „Street Spirit (Fade Out)“ შეტანილი ვერსიისგან.

დისკზე ასევე წარმოდგენილია სიმღერების Killer Cars, You, და Vegetable საკონცერტო ვერსიები, სინგლის Creep იშვიათი, 12 ვინილის გამოცემიდან. სამივე შესრულდა ჩიკაგოში, 1993 წლის 30 ივნისს. სიმღერის Creep აკუსტიკური ვერსია, რომელიც თან ახლავს დისკს, My Iron Lung-შიც არის შეტანილი და ჩაწერილია სტუდიაში KROQ (ლოს-ანჯელესი, 1993 წლის 13 ივლისი).

სიმღერების სია რედაქტირება

  1. Stop Whispering (აშშ ვერსია) – 4:13
  2. Thinking About You (Drill-ის ვერსია) – 2:17
  3. Faithless, The Wonder Boy – 4:09
  4. Banana Co. (აკუსტიკური) – 2:27
  5. Killer Cars (საკონცერტო) – 2:17
  6. Vegetable (საკონცერტო) – 3:12
  7. You (საკონცერტო) – 3:38
  8. Creep (აკუსტიკური) – 4:19

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Itch_(EP)&oldid=4589763“-დან