I'm With You
I'm With You — ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2011 წლის 26 აგვისტოს. დისკი ჩაიწერა ჯგუფის ახალ გიტარისტ, ჯოშ კლინჰოფერისა და პროდიუსერ რიკ რუბინის მონაწილეობით. პირველი სინგლი ალბომიდან არის The Adventures of Raindance Maggie. ვოკალისტ ენტონი კიდისის თქმით, „უეჭველია, რომ ეს არის დასაწყისი“[13].
I'm With You | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 26 აგვისტო 2011 | |||
ჩაიწერა | სექტემბერი 2010 – მარტი 2011, სტუდიები Cello და EastWest, ლოს-ანჯელესი, სტუდია Shangri La, მალიბუ, კალიფორნია | |||
ჟანრი | ფანკ როკი, ალტერნატიული როკი | |||
ხანგრძლივობა | 59:24 | |||
ლეიბლი | Warner Bros. | |||
პროდიუსერი | რიკ რუბინი | |||
Red Hot Chili Peppers — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან I'm With You | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Artist Direct | [5] |
FMH | (დადებითი)[6] |
Metro | [7] |
MusicRadar | (დადებითი)[8] |
The People | (უარყოფითი)[9] |
Q | [10] |
Rock Sound | [11] |
Spin | [12] |
Uncut |
ისტორია
რედაქტირება2007 წელს, საკონცერტო ტურნეს Stadium Arcadium დასრულების შემდეგ, ჯგუფმა გადაწყვიტა ერთწლიანი დასვენებით სცენიდან დროებით წასვლა. თუმცა, პაუზამ 2 წელი გასტანა. ამ პერიოდში ფლი სწავლობდა მუსიკის თეორიას სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, ჩედ სმითი მუშაობდა სუპერჯგუფ Chickenfoot-ში, ჯონ ფრუშანტე კი - მეათე სოლო ალბომზე, The Empyrean. ენტონი კიდისის თქმით, 1999 წლიდან კოლექტივი არ შეჩერებულა. საბოლოოდ, ფრუშანტემ განაცხადა ჯგუფის დატოვების შესახებ. მისი თქმით, ადგილი არ ჰქონია რამე სახის ჩხუბს.
ჯონის წასვლას მოჰყვა დისკუსიები ახალი გიტარისტის აყვანის შესახებ. მრავალი დისკუსიის შემდეგ კოლექტივმა არჩევანი ჯოშ კლინჰოფერზე, სასცენო ტექნიკურ ასისტენტზე შეაჩერა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა.
2009 წელს კლინჰოფერი შეუერთდა ჯგუფს და მათ რეპეტიციები დაიწყეს. საგულისხმოა, რომ რეპეტიციების პირველ დღეს, 12 ოქტომბერს, გარდაიცვალა ჯგუფის ბიოგრაფი, ბრენდან მალენი, რაც ფლის თქმით, სიმბოლური და ემოციური იყო.
კლინჰოფერის საკონცერტო დებიუტი ჯგუფთან ერთად 2010 წლის 29 იანვარს შედგა, ნილ იანგის სიმღერის A Man Needs a Maid შესრულებით MusiCares-ის მიერ ორგანიზებულ საღამოზე, რომელზეც იანგის სიმღერები სრულდებოდა.
ჩაწერა
რედაქტირებაალბომის პროდიუსერის სახით სტუდიაში დაბრუნდა რიკ რუბინი. მასალა იწერებოდა სტუდიაში Cello, ლოს-ანჯელესში, 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის მარტამდე. რუბინის თქმით, მასალის რაოდენობა იძლეოდა საშუალებას, კვლავ გამოეცათ ორმაგი ალბომი, მაგრამ გადაწყდა, რომ ასე არ მოხდებოდა. ფლიმ დაადასტურა, რომ დაიწერა 70 სიმღერამდე.
ჩაწერის დროს კოლექტივი კმაყოფილი იყო კლინჰოფერის წვლილით, რაშიც მათ რუბინიც ეთანხმებოდა. კიდისის თქმით, ახალი ალბომის ჩაწერა ერთგვარი ევოლუციის მსგავსი იყო და ჯოშმა ჯგუფის ჟღერადობას ახალი დინამიკა დაამატა. ფლის თანახმად, კლინჰოფერი სიმღერებს ასევე ფორტეპიანოზე წერდა.
ცნობილია, რომ პირველი სიმღერა, დაწერილი ალბომისთვის იყო Brendan's Death Song, რასაც მოჰყვა Annie Wants a Baby-ს ნაწილის ჩაწერაც. პირველი სიმღერა, Monarchy of Roses, იყო უფრო ბნელი სიმღერა, ფანკისა და პოპ-მუსიკის აღრევით, დაწერილი სამუშაო სათაურით Disco Sabbath. სხვა სიმღერები, მაგალითად Did I Let You Know, სოციალური თემატიკის მატარებელია, ხოლო Police Station-ში მიმოიხილება ლოს-ანჯელესის პოლიციის ისტორია, რომელსაც ასევე ახლავს ძალაუფლების გადამეტების ფაქტების აღნიშვნაც. ენტონის თანახმად, უკანასკნელი სიმღერა, რომელიც სტუდიაში ალბომისთვის შექმნეს, იყო Even You Brutus - ჩაწერილი მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა უკვე დაიწერა და მიმდინარეობდა მათი სტუდიაში ჩაწერა.
ფლის თქმით, ალბომის ძირითადი თემებია სიცოცხლე და სიკვდილი.[14] დისკის მუსიკალურ მხარეზე, მისივე მტკიცებით, გავლენა იქონიეს როლინგ სტოუნზის ალბომებმა Exile on Main Street და Tattoo You, ასევე აფრიკული მუსიკის ჰანგებმა.
ალბომის სათაურის შერჩევისას, ჯგუფს გრძელი სია ჰქონდა. I'm With You, კიდისის თქმით, არის ერთგვარი პასუხი კითხვაზე, რომელსაც ჯგუფს უსვამენ, როდესაც იგი მუსიკალური ჰორიზონტიდან ქრება. საგულისხმოა, რომ Mother's Milk-ის შემდეგ ეს არის პირველი ალბომი, რომელშიც არ არის შეტანილი სასათაურო კომპოზიცია.[15]
ყდა
რედაქტირებაჩედის 2011 წლის ივნისის ინტერვიუში ნათქვამი იყო, რომ ალბომის ყდას მოამზადებდა ბრიტანელი მხატვარი დემიენ ჰერსტი. 5 ივლისს ყდა გამოქვეყნდა ინტერნეტ-რესურსებზე.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — ენტონი კიდისი, ფლი, ჩედ სმითი და ჯოშ კლინჰოფერი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Monarchy of Roses“ | 4:12 |
2. | „Factory of Faith“ | 4:21 |
3. | „Brendan's Death Song“ | 5:39 |
4. | „Ethiopia“ | 3:50 |
5. | „Annie Wants A Baby“ | 3:40 |
6. | „Look Around“ | 3:27 |
7. | „The Adventures of Rain Dance Maggie“ | 4:43 |
8. | „Did I Let You Know“ | 4:21 |
9. | „Goodbye Hooray“ | 3:52 |
10. | „Happiness Loves Company“ | 3:33 |
11. | „Police Station“ | 5:35 |
12. | „Even You Brutus?“ | 4:01 |
13. | „Meet Me At The Corner“ | 4:22 |
14. | „Dance, Dance, Dance“ | 3:45 |
საერთო ხანგრძლივობა: | 59:21 |
ავსტრალიური გამოცემის დამატება (2013) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Strange Man“ | 3:36 |
2. | „Long Progression“ | 3:58 |
3. | „Magpies on Fire“ | 3:44 |
4. | „Victorian Machinery“ | 4:06 |
5. | „Never Is a Long Time“ | 2:46 |
6. | „Love of Your Life“ | 4:06 |
7. | „The Sunset Sleeps“ | 3:58 |
8. | „Hometown Gypsy“ | 3:58 |
ორმაგი დისკი I'm with You - Australian Tour Edition გამოვიდა ავსტრალიაში, 2013 წლის 11 იანვარს. მასში შეტანილია სრული სტუდიური ალბომი და ზოგიერთი სიმღერა, რომელიც მოგვიანებით მოხვდა სინგლების სერიაში I'm with You Sessions.[16][17]
I'm with You Sessions
რედაქტირება2012 წლის აგვისტოში ჯგუფმა დაიწყო ალბომში არმოხვედრილი სიმღერების ცალკე სინგლებზე გამოცემა.[18]
პერსონალი
რედაქტირება- Red Hot Chili Peppers
- ფლი – ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი, საყვირი, ფორტეპიანო
- ენტონი კიდისი – წამყვანი ვოკალი
- ჩედ სმითი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- ჯოშ კლინჰოფერი – გიტარები, კლავიშებიანი საკრავები, დამატებითი ვოკალები
- სხვა მუსიკოსები
- გრეგ კერსტინი – ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები
- მანი მარკი – ორგანი სიმღერაში Look Around
- მაურო რეფოსკო – პერკუსია
- ლენი კასტრო – პერკუსია
- მაიკლ ბალჯერი – საყვირი სიმღერაში Did I Let You Know
- ხმის ჩაწერის პერსონალი
- გრეგ ფაიდელმენი – ხმის მიქსი
- ვლადიმირ მელერი – ხმის მასტერინგი
- რიკ რუბინი – პროდიუსერი
- ენდრიუ შეპსი – მიქსი
- დამატებითი პერსონალი
- კლარა ბალზარი – პრომო ფოტოგრაფია
- დემიან ჰერსტი – მხატვრობა
ჩარტები და სერტიფიცირებები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://twitter.com/#!/RHCPchad
- ↑ Behind-The-Scenes: Look Around - RHCP News. Redhotchilipeppers.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-21. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
- ↑ Os fãs pediram, e Brasil terá Did I Let You Know nas rádios | RHCP BRASIL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
- ↑ Chad Smith Billboard Interview მარტი 6th 2012. John Frusciante not attending Hall of Fame. Stadium-arcadium.com (2012-03-06). ციტირების თარიღი: 2012-04-07.
- ↑ Florino, Rick. (22 აგვისტო 2011) Red Hot Chili Peppers "I'm With You" Album Review — 5 out of 5 stars. Artist Direct (Artist Direct). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2011.
- ↑ Mosel, Guy. (19 აგვისტო 2011) RHCP: I'm With You. FMH (Bauer Media Group). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2011.
- ↑ Haider, Arwa. (21 აგვისტო 2011) Red Hot Chili Peppers' I'm With You is the sound of another hungry return. Metro (Associated Newspapers Ltd). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2011.
- ↑ Bosso, Joe. (22 აგვისტო 2011) Red Hot Chili Peppers I'm With You review. MusicRadar (MusicRadar). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2011.[მკვდარი ბმული]
- ↑ Wiskar, Nigel. (21 აგვისტო 2011) Chilis go cold. The People (Trinity Mirror). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2011.
- ↑ McLean, Craig. (ოქტომბერი 2011) Californian rock giants' sobering 10th album. Q (Bauer Media Group). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2011.
- ↑ Bangs, Amy. (ოქტომბერი 2011) Red Hot Chili Peppers (7) 'I'm With You' (Warner). Rock Sound (Freeway Press). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2011.
- ↑ Wood, Mikael. (20 აგვისტო 2011) Lap-Dance Diaries: Freaky stylists muse on higher (and lower) ground. Spin (Spin Media LLC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2011.
- ↑ Exclusive: Inside the Red Hot Chili Peppers' Comeback Album. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-11. ციტირების თარიღი: 2011-06-14.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-28. ციტირების თარიღი: 2011-08-23.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2011-08-23.
- ↑ Zanotti, Marc. (4 იანვარი 2013) Red Hot Chili Peppers To Release Tour Edition of 'I'm With You'. musicfeeds.com. ციტირების თარიღი: 2013-03-25.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-13. ციტირების თარიღი: 2013-08-01.
- ↑ 18 Unreleased I'm With You Sides - RHCP News. Redhotchilipeppers.com (2012-03-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-21. ციტირების თარიღი: 2012-06-20.
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 Red Hot Chili Peppers "I'm With You" Debuts at No. 2 on Billboard's Top 200 Album Chart. Marketwire. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2012. ციტირების თარიღი: სექტემბერი 7, 2011.
- ↑ 20.0 20.1 ავსტრალიის ალბომების ჩარტი - Red Hot Chili Peppers - I'm With You. australian-charts.com. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ 21.0 21.1 21.2 Debut sof I'm With You. RedHotChillipepersBr. ციტირების თარიღი: 2011-09-08.
- ↑ ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია) - Red Hot Chili Peppers - I'm With You Dutch. www.ultratop.be. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია) - Red Hot Chili Peppers - I'm With You French. www.ultratop.be. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ HDU Top 40.
- ↑ Top 50 Prodejní: Red Hot Chili Peppers - I'm With You Czech. International Federation of the Phonographic Industry Czech Republic. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ დანიის ალბომების ჩარტი - Red Hot Chili Peppers - I'm With You. hitlisten.nu. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 26, 2014. ციტირების თარიღი: სექტემბერი 9, 2011.
- ↑ ჰოლანდიის ალბომების ჩარტი - Red Hot Chili Peppers - I'm With You Dutch. dutchcharts.nl. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ Finnish Albums Chart - Red Hot Chili Peppers - I'm With You. finnishcharts.com. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ Chart History Germany. musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2015-10-18.
- ↑ CYTA. Cyta.gr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-25. ციტირების თარიღი: 2012-04-07.
- ↑ MAHASZ – Magyar Hanglemezkiadók Szövetsége. mahasz.hu. ციტირების თარიღი: 2011-09-07.
- ↑ Chili Peppers Spice Up The Chart. www.chart-track.co.uk (სექტემბერი 2, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-11. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ იტალიის ალბომების ჩარტი - Red Hot Chili Peppers - I'm With You. Italian-charts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 8, 2010. ციტირების თარიღი: სექტემბერი 9, 2011.
- ↑ „アイム・ウィズ・ユー“. oricon.co.jp (იაპონურად). ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი 2011.
- ↑ Top 40 Albums Chart - Monday 6 სექტემბერი 2011. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-11. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ Norwegian Albums Chart - Red Hot Chili Peppers - I'm With You. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ ესპანეთის ალბომების ჩარტი: Red Hot Chili Peppers - I'm With You. spanishcharts.com. ციტირების თარიღი: 2011-09-14.
- ↑ შვეიცარიის ალბომების ჩარტი - Red Hot Chili Peppers - I'm With You გერმანული. hitparade.ch. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ Top 40 Official UK Albums Archive - 10th სექტემბერი 2011. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: სექტემბერი 6, 2011.
- ↑ ARIA Top 100 Albums 2011. ARIA. ციტირების თარიღი: 2015-01-15.
- ↑ Ö3 Austria Top40 - Album Charts 2011. oe3.ORF.at. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-04. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
- ↑ Billboard.BIZ. Billboard.BIZ. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
- ↑ Album-Top 100. Hitlisten. IFPI Danmark& Nielsen Music Control. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-23. ციტირების თარიღი: 2017-06-25.
- ↑ :: MTV | Album Jahrescharts 2011 | charts. Mtv.de (2011-12-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
- ↑ Best selling albums in 2011 of Hungary. Mahasz. ციტირების თარიღი: 2012-02-23.
- ↑ 2011년 Album Chart. Gaon Album Chart (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-08. ციტირების თარიღი: 2014-12-02.
- ↑ სტივენ ჰანგი. Schweizer Jahreshitparade 2011. hitparade.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-15. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
- ↑ http://www.officialcharts.com/charts/end-of-year-artist-albums-chart/20110109/37502/
- ↑ Billboard 200 Albums : Apr 22, 2014 - (Chart position) | Billboard Chart Archive. Billboard.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-05. ციტირების თარიღი: 2014-04-22.
- ↑ Argentinian album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You. არგენტინის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების პალატა.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2011 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Brazilian album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ Canadian album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You. Music Canada.
- ↑ Certificeringer Danish. IFPI Denmark. ციტირების თარიღი: 23 იანვარი 2012.
- ↑ French album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Red Hot Chili Peppers; 'I'm with You') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ RHCP: Απονομή πλατινένιου δίσκου για το "I’ m With You" από την Warner Music Greece!. MTVGreece.gr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-07. ციტირების თარიღი: 2012-09-05.
- ↑ Irish album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You. ირლანდიის ჩანაწერების ასოციაცია.
- ↑ Italian album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ Japanese album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ New Zealand album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
- ↑ Polish album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Red Hot Chili Peppers; 'I'm with You'). Hung Medien.
- ↑ British album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ I'm with You ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Red Hot Chili Peppers – I'm with You. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
- ↑ Gold & Platinum Searchable Database - სექტემბერი 05, 2012. RIAA. ციტირების თარიღი: 2012-09-05.