ქვიშაქექია (თევზი)
(გადამისამართდა გვერდიდან Gymnammodytes cicerelus)
ქვიშაქექია (ლათ. Gymnammodytes cicerelus) — თევზების სახეობა მექვიშიასებრთა ოჯახისა. ამ ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია ხმელთაშუა ზღვაში. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 17 სმ აღწევს. დღისით ქვიშაში ეფლობა. ზურგი მუქი მომწვანო შეფერილობისაა. გვერდებზე გასდევს ვერცხლისფერი ზოლი. მუცელი მთლიანად ვერცხლისფერი აქვს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აუზში, კერძოდ: ადრიატიკის, ეგეოსისა და შავ ზღვებში. დიდი სარეწაო მნიშვნელობის თევზია.
ქვიშაქექია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||
| |||||||
ლათინური სახელი | |||||||
Gymnammodytes cicerelus | |||||||
დაცვის სტატუსი | |||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 198630 | |||||||
|