მექვიშიასებრნი
მექვიშიასებრნი (ლათ. Ammodytidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აქვთ წაგრძელებული სხეული, რომლის სიგრძე 36 სმ აღწევს. გავრცელებული არიან ატლანტისა და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, აგრეთვე სამხრეთ აფრიკის სანაპიროებთან. შავ ზღვაში ბინადრობს ქვიშაქექია (Gymnammodytes cicerellus), რომელიც საქართველოში გაგრის ნაპირებთანაა ნაპოვნი. მექვიშიასებრნი ზღვის ფსკერის ქარავნული თევზებია. სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვთ.
მექვიშიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Ammodytes dubius | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ammodytidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 628.