ქვიშაქექია (ლათ. Gymnammodytes cicerelus) — თევზების სახეობა მექვიშიასებრთა ოჯახისა. ამ ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია ხმელთაშუა ზღვაში. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 17 სმ აღწევს. დღისით ქვიშაში ეფლობა. ზურგი მუქი მომწვანო შეფერილობისაა. გვერდებზე გასდევს ვერცხლისფერი ზოლი. მუცელი მთლიანად ვერცხლისფერი აქვს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აუზში, კერძოდ: ადრიატიკის, ეგეოსისა და შავ ზღვებში. დიდი სარეწაო მნიშვნელობის თევზია.

ქვიშაქექია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ოჯახი:  მექვიშიასებრნი
სახეობა:  ქვიშაქექია
ლათინური სახელი
Gymnammodytes cicerelus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 198630

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება