Girl In Red (მუსიკოსი)
მარი ულვენ რინგჰაიმი, პროფესიონალურად ცნობილი როგორც Girl In Red (ინგლ. Rachel Agatha Keen; დ. 1999 წლის 16 თებერვალი) — ნორვეგიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი. მუსიკოსი ძირითადად წერს სიმღერებს რომანტიკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.
Girl In Red | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მარი ულვენ რინგჰაიმი |
დაბ. თარიღი | 16 თებერვალი, 1999 |
დაბ. ადგილი | Horten Municipality, ვესტფოლდი |
წარმოშობა | ჰორტენი, ნორვეგია |
ჟანრ(ებ)ი | ინდი პოპი |
აქტიური | 2017 - დღემდე |
საიტი | october.worldinred.com |
Girl In Red ვიკისაწყობში |
მან თავისი EP-ები Chapter 1 (2018) და Chapter 2 (2019) საძინებელში ჩაწერა. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, If I Could Make It Go Quiet, გამოვიდა 2021 წელს. ალბომმა მოიპოვა კრიტიკული და კომერციული წარმატება და მოიგო სამი ნორვეგიული გრემის ჯილდო, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაში.
2021 წლის იანვარში მისმა სინგლებმა „I Wanna Be Your Girlfriend" (2017) და „We Fell in Love in October" (2018) გაყიდვებისთვის ოქროს სერტიფიკატი მიიღეს აშშ-ში.
ცხოვრება
რედაქტირებამარი ულვენ რინგჰაიმი დაიბადა ქალაქ ჰორტენში, ნორვეგია 1999 წლის 16 თებერვალს. ის გაიზარდა თავის დებთან და მშობლებთან ერთად.[1] დედამისი ტექნოლოგი იყო, ხოლო მამა პოლიციელი.[2] სკოლაში სწავლის დროს მარის უნდოდა მასწავლებელი გამხდარიყო.
მუსიკოსის ბაბუამ იცოდა გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა. მან თავისი პირველი გიტარა საშობაოდ მიიღო ბაბუისგან 2012 წელს. მან თვითონვე ისწავლა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა.
2015 წელს მუსიკოსმა დაიწყო მუსიკის წერა და მისი ატვირთვა SoundCloud-ზე „Lydia X“-ის სახელით.[3] მოგვიანებით მან Girl In Red დაირქვა. ახალი სახელით მან გამოაქვეყნა თავისი სადებიუტო სინგლი „I Wanna Be Your Girlfriend" სთრიმინგ პლატფორმა SoundCloud-ზე 2016 წლის ნოემბერში, სადაც კომპოზიციამ დააგროვა დაახლოებით 5 ათასი მოსმენა ხუთი თვეში.[4]
ულვენის 2018 წლის სინგლებმა „Summer Depression" და „Girls" დააგროვეს მილიონობით ნახვა და მოსმენა. 2019 წლის დასაწყისში მან მოიპოვა თავისი პირველი ჯილდო GAFFA Awards-ზე.[5]
ულვენმა ატვირთა„I Wanna Be Your Girlfriend" Apple Music-ზე 2018 წლის მარტში.[6] „I Wanna Be Your Girlfriend" მოხვდა ნიუ-იორკ ტაიმზის სიაში „2018 წლის 68 საუკეთესო სიმღერა". მან გამოუშვა თავისი სადებიუტო EP, Chapter 1, 2018 წლის 14 სექტემბერს. ასევე, მუსიკოსმა გამოუშვა ახალი სინგლი „We Fell in Love in October“ 2018 წლის ნოემბერში, რომელიც 14-ე ადგილზე გავიდა აშშ-ის როკ ჩარტში. 2019 წლის დეკემბერში ულვენმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ბრიტანული მუსიკის სადისტრიბუციო კომპანია AWAL-თან.[7][8]
2019 წლის 6 სექტემბერს, მუსიკალური დისტრიბუტორის AWAL-ის მეშვეობით, მან გამოუშვა მისი მეორე EP, Chapter 2. მუსიკოსმა დაიწყო თავისი პირველი საერთაშორისო ტურნე „World in Red" 2019 წლის ოქტომბერში, სადაც იმღერა ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა დუბლინი და სან ფრანცისკო. ულვენი იყო ნომინირებული „წლის ახალბედას" კატეგორიაში 2019 წლის P3 Gull-ის დაჯილდოებაზე.[9] 2020 წლის ნოემბერში მან გამოუშვა სადღესასწაულო სინგლი „Two Queens in a King Sized Bed“. იმავე თვეში მან მოიგო „წლის არტისტის“ ნომინაცია 2020 წლის P3 Gull Awards-ზე.
ულვენმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით If I Could Make It Go Quiet, 2021 წლის 30 აპრილს.[10] ასევე მუსიკოსმა გამოუშვა ალბომში შემავალი ოთხი სინგლი: „Midnight Love", 2020 წლის აპრილში, „Rue" 2020 წლის აგვისტოში, „Serotonin" 2021 წლის მარტში და „You Stupid Bitch" 2021 წლის აპრილში.[11][12][13][14] 2022 წელს მუსიკოსმა კონტრაქტი დადო ირვინგ აზოფის ლეიბლთან Global Music Rights (GMR). 2022 წლის 14 ოქტომბერს მან გამოუშვა თავისი ახალი სინგლი, „October Passed Me By", რომელიც არის კომპოზიციის, „We Fell in Love in October“, გაგრძელება. Girl in Red იმღერებს ტეილორ სვიფტის მომავალი ტურნეზე The Eras Tour, რომელიც დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე.[15]
პირადი ცხოვრება და ინსპირაცია
რედაქტირებამუსიკოსი ახლა ცხოვრობს ოსლოში. ის არის გეი და ქვიარი. იგი სწავლობდა მუსიკის არანჟირებასა და სიმღერების წერას Westerdals Oslo-ის ხელოვნების, კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების სკოლაში. ულვენმა 2021 წელს განაცხადა, რომ მას დაუსვეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი.
მუსიკოსის თქმით მის მუსიკალურ სტილზე ყველაზე დიდი გავლენა ტეილორ სვიფტმა და მისმა დისკოგრაფიამ იქონია.[16][17] ის წერს ინდი-პოპის ჟანრის სიმღერებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bennett, Willa. (2 September 2019) Girl in Red's Music is Touching, Gorgeous, and Unabashedly Queer. ციტირების თარიღი: 2 October 2019
- ↑ Caramanica, Jon (27 March 2019). „She's Becoming the Gay Musical Role Model She Never Had“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2021. ციტირების თარიღი: 2 October 2019.
- ↑ De Girl in Red à King Princess, qui sont ces jeunes artistes qui redéfinissent les questions du genre et de la sexualité ? fr-FR (27 September 2019). ციტირების თარიღი: 2 October 2019
- ↑ SPACES: girl in red Hit 150M Streams With Inclusive Self-Love And A $150 Mic (21 October 2019). ციტირების თარიღი: 24 October 2019
- ↑ Lund, Ellen. (21 January 2019) GAFFA-Prisen 2018: Her er alle vinnerne nb-NO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 14 November 2019
- ↑ i wanna be your girlfriend by girl in red (2 March 2018). ციტირების თარიღი: 3 October 2019
- ↑ Stassen, Murray (3 December 2019). „AWAL signs worldwide recordings deal with girl in red“. Music Business Worldwide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 January 2021. ციტირების თარიღი: 5 March 2021.
- ↑ Welcoming girl in red to the AWAL Family (3 December 2019). ციტირების თარიღი: 5 March 2021
- ↑ Mosti, Janina. (30 November 2019) Vinnerne av P3 Gull 2019 nb-NO. ციტირების თარიღი: 1 December 2019
- ↑ Minsker, Evan. (3 March 2021) girl in red Details Debut Album, Shares New Song 'Serotonin'. ციტირების თარიღი: 3 March 2021
- ↑ Ehrlich, Brenna (15 April 2020). „Girl in Red's 'Midnight Love' Is a Dreamy Ode to F-k Buddies“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2021. ციტირების თარიღი: 4 March 2021.
- ↑ Almeida, Nicole. (14 September 2020) Today's Song: girl in red's Essential and Euphoric 'rue'. ციტირების თარიღი: 2 March 2021
- ↑ Trendell, Andrew. (1 March 2021) Girl In Red announces debut album 'If I Could Make It Go Quiet' and new single 'Serotonin'. ციტირების თარიღი: 3 March 2021
- ↑ Dowd, Rachael. (14 April 2021) girl in red channels 'The Perks Of Being A Wallflower' in "You Stupid Bitch". ციტირების თარიღი: 11 May 2021
- ↑ Willman, Chris. (November 1, 2022) Taylor Swift Announces 2023 ‘Eras Tour’ of U.S. Stadiums. ციტირების თარიღი: November 1, 2022
- ↑ Walker, Sophie (21 January 2021). „Girl in Red: 'There's some crazy shit going down on this album'“. DIY.
- ↑ Ruth, Wolfgang. (30 April 2021) 7 Influences on girl in red's Debut, From (Yes) Taylor Swift to Low Serotonin. ციტირების თარიღი: 1 May 2021