Garden Partyბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის სიმღერა და სინგლი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან Script for a Jester's Tear. ბრიტანულ ჩარტში მან 16-ე პოზიციამდე მიაღწია.[1]

„Garden Party“
სინგლიMarillion
ალბომიდან Script for a Jester's Tear
B-მხარე Charting The Single (საკონცერტო)
Margaret (საკონცერტო)
გამოსვლის თარიღი 6 ივნისი, 1983 (გაერთიანებული სამეფო)
ჟანრი ნეო-პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:35 (7"); 7:15 (12")
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
პროდიუსერი ნიკ ტობერი
Marillion — სინგლების ქრონოლოგია
)
„He Knows You Know“
(1983)
Garden Party
(1983)
„Punch and Judy“
(1984
ალტერნატიული გარეკანი

სტუდიურ ვერსიაში სიტყვების I'm rucking მაგივრად ფიში მღერის I'm fucking. სინგლის ვერსიისათვის სტრიქონი შეცვლილი იქნა I'm miming-ზე[2]. გადაცემაში Top of the Pops მისი შესრულების დროს ფიში დემონსტრაციულად არ აღებდა პირს და ტუჩებზე თითს იდებდა.

ხალხური სიმღერის Margaret საკონცერტო ვერსია ჩაწერილია 1983 წლის 7 აპრილს, ედინბურგში (შოტლანდია).

Charting the Single ჩაწერილი იქნა 1983 წლის 18 აპრილს, ლონდონის ჰამერსმით ოდეონში. იგივე კონცერტი მოგვიანებით გამოვიდა ვიდეოჩანაწერის Recital of the Script სახით, თუმცა ეს სიმღერა სრულ ვერსიაში შეტანილი არ არის.

სიმღერები

რედაქტირება
  1. Garden Party (მოკლე ვერსია) - 4:29
  2. Margaret (მოკლე ვერსია) - საკონცერტო: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 4:09
  1. Garden Party - 7:11
  2. Charting the Single (საკონცერტო): ჰამერსმით ოდეონი, 18 აპრილი, 1983 - 6:30
  3. Margaret (მოკლე ვერსია) - საკონცერტო: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 12:17

კომპაქტ-დისკი

რედაქტირება
  1. Garden Party 7 (მოკლე ვერსია) - 4:29
  2. Margaret (მოკლე ვერსია) - საკონცერტო: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 4:09
  3. Garden Party (ალბომის ვერსია) - 7:15
  4. Charting the Single (საკონცერტო): ჰამერსმით ოდეონი, 18 აპრილი, 1983 - 6:30
  5. Margaret (სრული ვერსია) - საკონცერტო: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 12:17

1986 წლის გამოცემა

რედაქტირება

1986 წელს ასევე გამოვიდა Welcome to the Garden Party. იგი გამოიცა მხოლოდ გერმანიაში, ჯგუფის ევროპული ტურნეს მსვლელობისას და მის მხარდასაჭერად. საგულისხმოა, რომ სინგლის გამოცემები განსხვავდება იმით, რომ 7" ვერსიაში წარმოდგენილია სიმღერების სტუდიური, ხოლო 12" ვერსიაში - საკონცერტო ვერსიები.

სიმღერები

რედაქტირება
  1. Garden Party - 4:26
  2. Market Square Heroes - 1982 წლის ვერსია - 3:40
  1. Garden Party - ლესტერი, ინგლისი, 5 მარტი, 1984, საკონცერტო ვერსია - 4:10
  2. Kayleigh - ჰამერსმით ოდეონი, ლონდონი, ინგლისი, 9-10 იანვარი, 1986 - 3:53
  3. Script for a Jester's Tear - ჰამერსმით ოდეონი, ლონდონი, ინგლისი, 9-10 იანვარი, 1986 - 8:50

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში გადაღებულია ენდი უორდი, თუმცა დასარტყმელ საკრავებზე უკრავს მიკ პოინტერი. ფიში, მარკ კელი, პიტ ტრევავასი და ენდი უორდი ასრულებენ სოფლელი ბიჭუნების როლს, რომლებიც უფუჭებენ წვეულებას მაღალი ფენების წარმომადგენლებს. სტივ როზერიმ გადაღებამდე უარი თქვა წვერ-ულვაშის გაპარსვაზე, ასე რომ მას მისცეს მღვდლის როლი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Garden Party. Everyhit.com. ციტირების თარიღი: 10 January 2012.
  2. MUSIC - Lyrics - Script for a Jester's Tear | The Official Marillion Website. marillion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-14. ციტირების თარიღი: 2012-01-10.