Punch and Judyბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის სინგლი ალბომიდან Fugazi. სიმღერის ტექსტი ეხება უიღბლო ქორწინებას.

„Punch and Judy“
სინგლიMarillion
ალბომიდან Fugazi
B-მხარე Market Square Heroes
Three Boats Down From The Candy
გამოსვლის თარიღი 30 იანვარი, 1984
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 3:18
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
პროდიუსერი ნიკ ტოუბერი
Marillion — სინგლების ქრონოლოგია
„Garden Party“
(1983)
Punch and Judy
(1984)
„Assassing“
(1984)

ისტორია რედაქტირება

სიმღერის ტექსტის შექმნის შემდეგ ფიშმა გადაწყვიტა, რომ იგი სინგლის სახით გამოიცემოდა, რაზეც ამცნო EMI-ს წარმომადგენლებს. პრობლემა კი ის იყო, რომ იმ დროისთვის, როდესაც ფირმამ დაიწყო ახალი სინგლის რეკლამირება, სიმღერის მელოდია ჯერ არ გააჩნდა. თუმცა, ეს შეცდომა გამოსწორებული იქნა ჯონათან მუვერის დახმარებით (იმ დროს ის ჯერ კიდევ ჯგუფის წევრი იყო). 1983 წლის ნოემბერში საბოლოო ვერსია ჩაწერილი იქნა იენ მოსლის დახმარებით.

სინგლის მეორე მხარეს წარმოდგენილია ორი სიმღერის, Market Square Heroes და Three Boats Down from the Candy ახალი ვერსიები, ჩაწერილი 1983 წლის შუა რიცხვებში ამერიკაში გამოსაცემად. მიკ პოინტერის მაგივრად აქ უკვე ჯონ მარტერი უკრავს.

საგულისხმოა, რომ აშშ-სათვის გამზადებული ვერსიები EMI-ს მიერ გამოცემული არ იქნა და გამოჩნდა მხოლოდ სინგლის ბრიტანულ ვერსიებში. Marillion-ის წევრებმა გადაწყვიტეს, არ ჩაეწერათ სინგლების დამატებები B-გვერდების სახით, ვინაიდან არ სურდათ, რომ EMI-ს დარჩენოდა ჯგუფის სხვა გამოუცემელი კომპოზიციები.

ოფიციალური გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ სინგლი მოხვდა დიდი ბრიტანეთის ჩარტის 29-ე პოზიციაზე.[1] ეს არის ჯგუფის ფიშის პერიოდის ერთადერთი სინგლი, რომლის ვიდეოკლიპიც არ იქნა გადაღებული, ვინაიდან ჯგუფმა ეს უბრალოდ ვერ მოასწრო - სიმღერამ სულ მალე დატოვა ჩარტები.

სიმღერები რედაქტირება

7" ვერსია რედაქტირება

  1. Punch & Judy - 3:18
  2. Market Square Heroes (შემოკლებული, ახალი ვერსია) - 3:50
  3. Three Boats Down from the Candy (შემოკლებული, ახალი ვერსია) - 4:02

12" ვერსია რედაქტირება

  1. Punch & Judy - 3:18
  2. Market Square Heroes (ახალი ვერსია) - 4:40
  3. Three Boats Down from the Candy (ახალი ვერსია) - 4:02

კომპაქტ-დისკი რედაქტირება

  1. Punch & Judy - 3:18
  2. Market Square Heroes (შემოკლებული, ახალი ვერსია) - 4:00
  3. Three Boats Down from the Candy (შემოკლებული, ახალი ვერსია) - 4:02
  4. Market Square Heroes (შემოკლებული, ახალი ვერსია) - 4:48

სქოლიო რედაქტირება