Free as a Bird
(გადამისამართდა გვერდიდან Free As A Bird)
Free as a Bird — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა სინგლი 1995 წლის კრებულიდან Anthology 1. იგი ეფუძნება ჯონ ლენონის მიერ დაახლოებით 1977 წელს ჩაწერილ დემოს. სიმღერა მოგვიანებით, 1994 წლის თებერვალში-მარტში ჩაიწერა პოლ მაკ-კარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის მიერ. ჩანაწერის თანაპროდიუსერია ჯეფ ლინი.
„Free as a Bird“ | ||||
---|---|---|---|---|
Free as a Bird | ||||
სინგლი — The Beatles | ||||
ალბომიდან Anthology 1 | ||||
B-მხარე | „Christmas Time (Is Here Again)“ | |||
გამოსვლის თარიღი |
4 დეკემბერი 1995 (ბრიტანეთი) 12 დეკემბერი 1995 (აშშ) | |||
ჩაიწერა |
ნიუ-იორკი, დაახლოებით 1977 სასექსი, ინგლისი, თებერვალი-მარტი 1994 | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:26 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records | |||
ავტორ(ებ)ი | ჯონ ლენონი; ჩაწერა - მაკ-კარტნი, ჰარისონი და სტარკი (ლენონის ვოკალით) | |||
პროდიუსერი | ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი, ჯეფ ლინი | |||
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
ასევე გამოვიდა სიმღერის ოფიციალური პრომო-კლიპი (რეჟისორი ჯო პიტკა). ამ რგოლში კამერა მოძრაობს ისე, თითქოს იგი ფრინველი იყოს და მაყურებელს უჩვენებს სხვადასხვა სიუჟეტს, რომელიც არის მინიშნება The Beatles-ის სიმღერებზე. ასეთებია „Penny Lane“, „Paperback Writer“, „A Day in the Life“, „Eleanor Rigby“ და „Helter Skelter“.
სიმღერები
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორები: ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი, გარდა მითითებულისა:
- 7" ბრიტანეთი: R6422 / აშშ: NR-58497
- Free as a Bird – 2:42
- Christmas Time (Is Here Again) – 3:02
- მუსიკის ჩაწერა: 28 ნოემბერი 1967, EMI-ს სტუდია; საშობაო მილოცვების ჩაწერა: 6 დეკემბერი 1967, EMI-ს სტუდია, ლონდონი
- კომპაქტ დისკი ბრიტანეთი: CDR6422 / აშშ: CDP 58497
- Free as a Bird – 4:26
- I Saw Her Standing There (ლენონი/მაკ-კარტნი) – 2:51
- ჩაწერა: 11 თებერვალი 1963, EMI-ს სტუდია, ლონდონი
- პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი
- ეს ვერსია (დუბლი 9) ჩაიწერა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ალბომი Please Please Me (რომელზეც გამოყენებული იყო დუბლი 1). თვლა შესავალში 9-ე დუბლიდან ალბომის ვერსიისათვის, პირველ დუბლში იქნა ჩასმული.
- This Boy (ლენონი/მაკ-კარტნი) – 3:17
- ჩაწერა: 17 ოქტომბერი, 1963, EMI-ს სტუდია, ლონდონი
- პროდიუსერი: ჯორჯ მარტინი
- ორი არასრული ვერსია (დუბლები 12 და 13), ორივე სრულდება სიცილით
- Christmas Time (Is Here Again) – 3:02
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია საიტზე Beatles-Discography.com დაარქივებული 2016-03-14 საიტზე Wayback Machine.