ჯეფ ლინი
ჯეფრი (ჯეფ) ლინი (ინგლ. Jeffrey (Jeff) Lynne; დ. 30 დეკემბერი, 1947, ბირმინგემი) — ინგლისელი კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, გიტარისტი, იმპროვიზატორი და პროდიუსერი. ის იყო ლიდერი და აქტიური მონაწილე ისეთი ცნობილი როკ-ჯგუფებისა, როგორებიცაა „Electric Light Orchestra“ და „Traveling Wilburys“.
ჯეფ ლინი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯეფრი ლინი |
დაბ. თარიღი | 30 დეკემბერი, 1947 |
დაბ. ადგილი | Shard End |
წარმოშობა | ბირმინგემი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი, სიმფონიური როკი, პოპ-როკი, არტ როკი ,პოპ მუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, გიტარისტი, იმპროვიზატორი და პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, დრამი, დასარტყმელი საკრავები, ჩელო |
აქტიური | 1966 - დღემდე |
საიტი | elo.biz |
ჯეფ ლინი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯეფ ლინის კომპოზიციები გამოირჩევა მელოდიურობით, დახვეწილი გემოვნებითა და „The Beatles-თან“ სტილისტური სიახლოვით. ის აგრეთვე გვევლინება როგორც პროდიუსერი ისეთი ცნობილი შემსრულებლების სტუდიური ჩანაწერებისა, როგორებიცაა The Beatles, ბრაიან უილსონი, როი ორბისონი, დელ-შანონი და ტომ პეტი. ჯეფ ლინი თანაავტორია ტომ პეტისა და ჯორჯ ჰარისონის სიმღერების და თანაპროდიუსერი ჯორჯ ჰარისონის 1987 წლის ალბომისა „Cloud Nine“. მისი ცნობილი კომპოზიციებია: „Do Ya“, „Livin' Thing“, „Evil Woman“, „Turn to Stone“, „Sweet Talkin' Woman“, „Telephone Line“, „Mr. Blue Sky“, „Hold on Tight“, „Don't Bring Me Down“, „Ticket To The Moon“ და „Calling America“.
2008 წელს „ვაშინგტონ თაიმსმა“ ჯეფ ლინი დაასახელა მსოფლიოში რიგით მეოთხე პროდიუსერად მუსიკის ისტორიაში.
კარიერა
რედაქტირებაადრეული კარიერა
რედაქტირება1963 წელს ჯეფ ლინმა, რობერტ რიდერმა (Robert Reader) და დევიდ უოლშმა (David Walsh) ჩამოაყალიბეს ჯგუფი, სადაც ისინი უკრავდნენ ესპანურზე უფრო პატარა გიტარებსა და იაფფასიან ელექტრონულ საკრავებზე. თავდაპირველად ჯგუფს უწოდეს „Hellcats Rockin“, მერე დაარქვეს „The Handicaps“, საბოლოოდ კი „The Andicaps“. ისინი პრაქტიკებს გადიოდნენ შერდ ენდის (Shard End) საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც ყოველკვირა უკრავდნენ.
1964 წელს რიდერმა და უოლშმა დატოვეს ჯგუფი და ლინმა მოიყვანა შენაცვლება. ამავე 1964 წლის დასასრულს ლინმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ჯგუფი, რათა შეეცვალა ადგილობრივ ჯგუფ „The Chads“-ის წევრი მიკ ადკინსი (Mick Adkins).
1966 წელს ჯეფ ლინი შეუერთდა კილექტივს „The Nightriders“ როგორც გიტარისტი. ჯგუფმა მალე შეიცვალა სახელი და დაერქვა „The Idle Race“, სახელი, რომელიც დაცინვით შეურჩია ჯეფ ლინის ბებიამ ეველინ ლინმა (Evelyn Lynne), რომელიც შესაძლოა უარყოფდა პოპ-მუსიკას, როგორც მისი აზრით უვარგის საქმიანობას. მიუხედავად მათ მიერ ჩაწერილი ორი ალბომისა, ლინს წარმატება მაინც გაუსხლტა ხელიდან.
1970 წელს ჯეფ ლინმა მიიღო წინადადება თავის მეგობარ როი ვუდისაგან (Roy Wood) შეერთებოდა შედარებით წარმატებულ ჯგუფს სახელწოდებით „The Move“.
The Electric Light Orchestra (1970 - 1986)
რედაქტირება„The Move“-მა ჩაიწერა ორი ალბომი, რის შემდეგაც როი ვუდმა მიიღო გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინა ახალი ჯგუფი, სადაც მოახდენდა კლასიკური და თანამედროვე როკ-მუსიკის სინთეზს. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფი „Electric Light Orchestra“, რომლის სულისჩამდგმელებიც იყვნენ ვუდი და ლინი.
1972 წელს პირველი ალბომის გამოსვლის შემდეგ ვუდსა და ლინს შორის მოხდა განხეთქილება და ვუდმა დასტოვა ჯგუფი. ჯეფ ლინი გახდა ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი და ახლა უკვე მხოლოდ მისი გემოვნებით დაიწყო ჯგუფმა განვითარება.
1973 წელს გამოვიდა ორი ალბომი „ELO II“ და „On The Third Day“, ხოლო მომდევნო 1974 წელს სიმფო-როკის ჟანრში გამოშვებული ალბომი „Eldorado“ იქცა ELO-ს ოქროს ალბომად.
აქედან დაიწყო ჯგუფის აღმასვლა.
1975 წელს სიმფო-როკის ჟანრში გამოშვებულ ალბომში „Face the Music“ შედიოდა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „Evil Woman“ და „Strange Magic“.
1976 წელს გამოშვებულ ალბომში „A New World Record“ ლინმა ჯგუფის თავდაპირველი ჟღერადობა ჩაანაცვლა ძლიერი და თვითმყოფადი პოპ-როკ ჟღერადობით და მოახდინა ხემიანი საკრავებისა და დაშრევებული ხმების უნიკალური სინთეზი. მომდევნო 1977 წელს კი ორდისკიან ალბომმა „Out of the Blue“ კულმინაციამდე აიყვანა „ELO“-ს პოპულარობა. იმისათვის, რომ შეექმნა რთული ინსტრუმენტული ტექსტურები, ლინმა და მისი ჯგუფის წევრებმა საკონცერტი შესრულებისათვის გამოიყენეს წინასწარ ჩაწერილი ხმოვანი ეფექტები. მართალია, ამგვარი პრაქტიკა თანამედროვე მუსიკაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ იმ დროინდელ პრესაში ამის გამო მაინც გაჩნდა დამცინავი სტატიები. ჯეფ ლინი ხშირად ამბობდა, რომ მისთვის შემოქმედებითი გარემო ჩამწერ სტუდიაში გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მოსაბეზრებელი გასტროლები.
დისკოგრაფია
რედაქტირებაალბომები
- 1990 - Archair Theatre
კრებულები
- 1989 - A Message From the Country - The Jeff Lynne Years 1968/1973
სინგლები
- 1977 - Doin' That Crazy Thing / Goin' Down To Rio
- 1984 - Video! / Sooner Or Later
- 1990 - Every Little Thing / I'm Gone
- 1990 - Lift Me Up / Sirens
მონაწილეობა
რედაქტირება- The Idle Race
- The Move
- Electric Light Orchestra
- Traveling Wilburys
- ჯეფ ლინი და The Beatles
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- elo.biz ოფიციალური საიტი
- ჯეფ ლინის სიმღერების მონაცემთა ბაზა
- Discovery - welcome to the show ELO და ჯეფ ლინი