მცირე კატები

(გადამისამართდა გვერდიდან Felinae)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მცირე კატები კატისებრთა ოჯახის ქვეოჯახია.

მცირე კატები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Felinae
გვარი

გეპარდი (ავაზა)

რედაქტირება
 
გეპარდი მიირთმევს მის მიერ მოკლულ ქურციკს

გეპარდი ანუ ავაზა მცირე კატებში ყველაზე დიდი და ძუძუმწოვრებში ყველაზე სწრაფია. მისი ჩვეულებრივი სირბილის სიჩქარე 80კმ/სთ-ია ხოლო მსხვერპლის დევნისას სისწრაფე 112 კმ/სთ-ში აღწევს, თუმცა გეპარდს ამგვარის სიჩქარის ხანგრძლივად შენარჩუნება არ შეუძლია. გეპარდს აქვს გრძელი, მოხდენილი კიდურები, რომლებიც დიდი ნახტომების გაკეთების საშუალებას აძლევს. გეპარდი მსუბუქი წონისაა და განსაკუთრებულად მოქნილი ხერხემალი აქვს. გეპარდისთვის დამახასიათებელია თავისუფალი მოძრაობა მხრებსა და ბარძაყის ძვლებში. იგი ნახტომში იჭერს მსხვერპლს. დიდი ზომის ნადავლს ავაზა ბრჭყალებით განგმირავს გვერდიდან ან უკნიდან, ხოლო მას შემდეგ რაც მსხვერპლი ძირს ეცემა, იგი ყელში სწვდება, ანაწევრებს გვამს და ერთიანად ხარბად შთანთქავს. როდესაც გეპარდი შეშინებულია, ან უცნობი მამლის მოახლოებას ამჩნევს, თავს ხრის და იღრინება. თუ ამის შემდეგ მტერი თავს არ ანებებს, გეპარდი ბრძოლაზე გადადის და ზოგჯერ სიკვდილამდეც იბრძვის.

 
გეპარდი

ავაზა მხოლოდ თავის ნანადირევს მიირთმევს. ამასთანავე იგი უხმოდ დაუთმობს თავის მსხვერპლს მასზე უფრო დიდი ზომის კატებს.

ლეკვი გეპარდები ძალიან უსუსურნი არიან, რის გამოც ისინი ხშირად სხვა მტაცებლების მსხვერპლი ხდებიან. ხშირად გეპარდის ლეკვებს საფრთხეში საკუთრივ მათი ოჯახის წარმომადგენლები აყენებენ: დაწყვილების პერიოდში მამალი გეპარდი დედალს ტყვეობაში ამყოფებს, რის გამოც ძუ გეპარდს არ აქვს საშუალება გამოკვებოს თავისი ლეკვები. ასეთ შემთხვევაში ლეკვები ხშირად შიმშილით იხოცებიან.

დღეისათვის გეპარდების უმრავლესობა აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზეა თავმოყრილი. ბევრი სხვა დიდი კატის მსგავსად, მათაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ, ვინაიდან ადამიანები დღესაც ანადგურებენ მას.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მცირე_კატები“-დან