Fox Broadcasting Company
(გადამისამართდა გვერდიდან FOX)
Fox Broadcasting Company, (აგრეთვე ცნობილი როგორც Fox[1][2]) — აშშ-ის სატელევიზიო კომპანია. იგი არის Fox Entertainment Group-ის მფლობელობაში და რუპერტ მორდოკის ნიუს კორპორაციის ნაწილი. მას შემდეგ, რაც იგი 1986 წლის 9 ოქტომბერს დაარსდა, მას მიენიჭა უმაღლესი დონის სატელევიზიო კომპანიის სახელი 18-დან 49 წლამდე მაყურებლისთვის. 2007-2008 წლებში Fox გახდა ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია ამერიკაში.
მედიის სახეობა: | სამაუწყებლო სატელევიზიო კომპანია |
---|---|
დაფუძნდა: | რუპერტ მორდოკისა და ბარი დილერის მიერ 9 ოქტომბერი, 1986 |
მფლობელი: | ნიუს კორპორაცია |
გავრცელება: | აშშ, კანადა, მექსიკა, ლათინური ამერიკა, ფილიპინები, ავსტრალია და ევროპა |
საიტი: | www.fox.com |
Fox-ის სახელს იყენებენ სხვა გასართობი არხები, რომლებიც დაკავშირებული არიან ნიუს კორპორაციასთან, მათ შორის: ავსტრალია (ფოქსი8), ბულგარეთი, გერმანია, იაპონია, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, პორტუგალია, ბრაზილია და თურქეთი, თუმცა მათ არ აქვთ მსგავსი სატელევიზიო პროგრამა, როგორიც აშშ-ის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Alex Ben. Block (1990). Outfoxed. ISBN 0-312-03904-2.
- Daniel M. Kimmel (2004). The Fourth Network. ISBN 1-56663-572-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Fox.com – ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Win (and Loss) for 'Idol'. The New York Times Company. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2010.
- ↑ Jackson excited by Fox show's changes, Hub talent. The New York Times Company (14 იანვარი, 2010).