ESP Guitars
ESP Company (Electric Sound Products) — გიტარების იაპონური მწარმოებელი, ძირითადად აწარმოებს ელექტრო, აკუსტიკურ და ბას-გიტარებს. დაფუძნებულია ტოკიოსა (იაპონია) და ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში (აშშ). ESP Company აწარმოებს ინსტრუმენტებს რამდენიმე სახელით: „ESP Standard“, „ESP Custom Shop“, „LTD Guitars and Basses“, „Navigator“, „Edwards Guitar and Basses“, და „Grassroots“.
ტიპი | კერძო |
---|---|
დარგი | მუსიკალური ინსტრუმენტები |
დაფუძნდა | 1975 |
დამაარსებელი | ჰისატაკე სიბუია |
სათავო ოფისი | ბერბანკი, კალიფორნია, აშშ |
პროდუქცია | ელექტრო, აკუსტიკური და ბას-გიტარები |
მფლობელი | ჰისატაკე სიბუია |
შვილობილ(ებ)ი | |
საიტი |
espguitars.com (გლობალური) espguitars.co.jp (იაპონური) |
ისტორია
რედაქტირება1975 წელს, ჰისიტაკე სიბუიამ ტოკიოში გახსნა მაღაზია სახელად „Electric Sound Products (ESP)“, სადაც იყიდებოდა გიტარის შემცვლელი ნაწილები. მაღაზიამ მალევე მოიპოვა მაღალი ხარისხის გიტარის ნაწილების მწარმოებლის სახელი. ამავე დროს ESP-მ დაიწყო გიტარების დამზადებაც. ამ გიტარების ცნობილი მომხმარებელი იყო რონი ვუდი როლინგ სტოუნზიდან და გიტარისტი აკირა ტაკასაკი.
ESP შემცვლელი ნაწილები პირველად 1983 წელს აშშ-ში შევიდა და 1984-1985 წლებში დაიწყო გიტარების აწყობა ნიუ-იორკის შემსრულებლებისთვის, რომელთა შორის იყო Kiss-ის და როლინგ სტოუნზის გიტარისტები. ამავე დროს, ESP-მ გამოუშვა 400 Series, როგორც პირველი პროდუქტი, რომელიც უნდა განაწილებულიყო აშშ-ში. ამავე დროს, ESP-მ დაიწყო გიტარის ტანის და გრიფის გაკეთება Kramer Guitars-ისთვის, რომლებსაც სხვა ბრენდები იყენებდნენ, ისეთები როგორებიცაა Robin Guitars, Schecter Guitar Research და DiMarzio. 2005 წელს კომპანიის 30 წლისთავის აღსანისნავად მათ გამოსცეს მოდელი ჯეიმზ ჰეტფილდის „Truckster“. 2015 წელს კომპანიამ დაიწყო Takamine Guitars-ის დისტრიბუცია აშშ-ში.[1]
გალერეა
რედაქტირება-
ESP Custom Shop „Ghost Soldier“
-
ESP LTD KH202
-
ჯეიმზ ჰეტფილდის „Eet Fuk Guitar“
-
„Iron Cross“
-
TA-200
-
ESP Eclipse/VIPER
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ESP Guitars“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (გლობალური)
- ოფიციალური საიტი (იაპონური)
- ინტერვიუ ჰისატაკე სიბუიასთან — NAMM Oral History Library (2010)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ESP AND TAKAMINE ANNOUNCE PARTNERSHIP IN THE USA. ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2018.