Counter-Strike: Condition Zero
„Counter-Strike: Condition Zero“ — პირველი პირის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანიებმა Ritual Entertainment, Valve Corporation და Turtle Rock Studios, ხოლო გამოსცა Sierra Entertainment-მა 2004 წლის 23 მარტს Microsoft Windows-ზე. წინამორბედის მსგავსად „Counter-Strike: Condition Zero“ იყენებს GoldSrc ძრავას და აქვს მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა, ასევე ამ ვერსიაში შედის პერსონაჟების განახლებული მოდელები, ტექსტურები, რუკები და სხვა. თამაში აგრეთვე შეიცავს ერთმოთამაშიან კამპანიებს: „Tour of Duty“ და „Condition Zero: Deleted Scenes“.
Counter-Strike: Condition Zero | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | |
გამომცემელი | Valve Corporation |
სერია | „Counter-Strike“ |
ძრავა | GoldSrc |
პლატფორმ(ებ)ი | Microsoft Windows, OS X, Linux |
გამოსვლის თარიღი |
Windows
|
ჟანრ(ებ)ი | პირველი პირის მსროლელი |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში მრავალმოთამაშიანი |
2013 წელს Valve Corporation-მა „Counter-Strike: Condition Zero“ გამოუშვა OS X-ისა და Linux-თვის.[1]
გეიმპლეი
რედაქტირებათამაშის გეიმპლეი მისი წინამორბედის იდენტურია. მოთამაშეს შეუძლია შეუერთდეს, როგორც ტერორისტების, ისევე კონტრ-ტერორისტულ გუნდს ან იყოს დამკვირვებელი. შეუძლია აირჩიოს ოთხი განსხვავებული ჩაცმულობა (ტერორისტებისთვის სხვაა, კონტრ-ტერორისტებისთვის — სხვა). რაუნდის დაწყებამდე მოთამაშეებს აქვთ დროის რამდენიმეწამიანი მონაკვეთი იარაღების და სხვა ამუნიციის შესაძენად. ამ დროს მოძრაობა ან შეტევა შეუძლებელია. რაუნდის განმავლობაში შესაძლებელია უკან დაბრუნება და სასურველი შეიარაღების ხელახლა შესყიდვა. აგრეთვე არსებობს ნეიტრალური ადგილი, სადაც ორივე გუნდის წევრს შეუძლია ამუნაციის შესყიდვა (დამოკიდებულია რუკის მონაცემებზე). მოთამაშე, რომელიც „მოკვდება“ შემდეგ რაუნდში ძირითადი აღჭურვილობით წარსდგება, ხოლო გადარჩენილს უნარჩუნდება შეიარაღება.
თამაშის დროს შესაძლებელია სასურველი სახელისა და ლოგოს (სპრეი) არჩევა. მასში რუკების მრავალფეროვანი არჩევანია, აგრეთვე გააჩნია საერთო ჩატის ფუნქცია.
მიმოხილვა
რედაქტირებაშეფასება | |
---|---|
საერთო შეფასება | |
აგრეგატორი | შეფასება |
GameRankings | 67%[2] |
Metacritic | 65/100[3] |
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Eurogamer | 6/10[4] |
GameSpot | 6.8/10[5] |
IGN | 7/10[6] |
თამაშმა მიიღო შერეული შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე მისი საერთო რეიტინგი 65/100 შეადგენს (33 მიმოხილვაზე დაყრდნობით). მრავალი კრიტიკის მიუხედავად, მათ შეაქეს თამაშის ხელოვნური ინტელექტი და რუკები.[3][2][4][6][5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ CS:CZ Continues Valve Linux Catalog. Steam. Valve (6 მარტი, 2013). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2014.
- ↑ 2.0 2.1 Counter-Strike: Condition Zero for PC. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-09. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2011.
- ↑ 3.0 3.1 Counter-Strike: Condition Zero for PC Reviews. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2011.
- ↑ 4.0 4.1 Bramwell, Tom. (13 აპრილი, 2004) Counter-Strike: Condition Zero Review. Eurogamer. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2014.
- ↑ 5.0 5.1 Colayco, Bob. (23 მარტი, 2014) Counter-Strike: Condition Zero Review. GameSpot. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2014.
- ↑ 6.0 6.1 Butts, Steve. (23 მარტი, 2004) Counter-Strike: Condition Zero Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 28, 2012. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2014.