ქაშაყისნაირნი
(გადამისამართდა გვერდიდან Clupeiformes)
ქაშაყისნაირნი (ლათ. Clupeiformes) — ძვლიანი თევზების რიგი. მათი გვერდებიდან შებრტყელებული მოვერცხლისფრო სხეულის სიგრძე 5-6 სმ-იდან 60 სმ-მდე აღწევს, მასა — რამდენიმე გრამიდან 0,5 კგ-მდე. რიგი შეიცავს 15 ქვერიგს, რომლებიც 50-მდე ოჯახს აერთიანებენ (ქაშაყისებრნი, ქაფშიასებრნი, ორაგულისებრნი და სხვა). გავრცელებულია ზღვებში, მომლაშო და მტკნარ წყლებში. ზოგ ქაშაყისნაირს დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ქაშაყისნაირთა უმრავლესობა პელაგური თევზებია. იკვებებიან პლანქტონით.
ქაშაყისნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Clupea harengus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Clupeiformes | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 495.