Classic Queen — ინგლისური როკ ჯგუფ Queen-ის 1992 წლის კომპილაციური ალბომი. მისი გამოცემა დაემთხვა ჯგუფის პოპულარობის კვლავ გამოღვიძებას აშშ-ში, მას შემდეგ, რაც სიმღერამ „Bohemian Rhapsody“ გაიჟღერა ფილმში „უეინის სამყარო“[3] ალბომი აშშ-ის Billboard 200-ში #4 იყო და ამ ქვეყანაში მიიღო სამმაგი, ხოლო კანადაში – ხუთმაგი პლატინის სტატუსი.[4][5].
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების აზრით, ეს კარგი კომპილაციაა, იგი არ ჰგავს ჯგუფის სხვა პოპულარულ კრებულებს. მასში შეტანილია მხოლოდ რამდენიმე სიმღერა, რომელიც არ შევიდა Greatest Hits-ში და Greatest Hits II-ში. ამ სიტუაციაციის გამოსასწორებლად, Hollywood Records-მა Greatest Hits გამოსცა მხოლოდ აშშ-ში, 1981 წლის კომპილაციიდან ორი სიმღერის დამატებით.
აშშ-სა და კანადაში Greatest Hits II-ის და Classic Queen-ის საერთო გაყიდვებმა 23 მილიონი შეადგინეს. აგრეთვე არსებობს ვიდეოკასეტა ამ კომპილაციაში წარმოდგენილი სიმღერების ოფიციალური ვიდეოებით, მაგრამ იგი ამჟამად სხვა ფორმატებში ხელმისაწვდომი არ არის.[6]
იმავე პერიოდში, 1992 წელს, Hollywood Records-მა ხელახლა გამოსცა Greatest Hits, რაც წარმოადგენდა მცდელობას, შეექმნათ Classic Queen-ის დამატება. ორივე ალბომს ერთმანეთის მსგავსი გარეკანები აქვთ, იმ განსხვავებით, რომ Greatest Hits-ზე ფონი წითელია, ხოლო Classic Queen-ზე - ლურჯი. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ერთმანეთის კონკურენტად ითვლებოდა Queen-ის მთელი რიგი დიდი ჰიტებისა Classic Queen-ში არ შესულა. ასეთები იყო „Another One Bites the Dust“, „We Will Rock You“, „We Are the Champions“, „Somebody to Love“ და „Don't Stop Me Now“, რომლებიც Greatest Hits-ში შევიდა.
|
1. | „A Kind of Magic“ (ალბომიდან A Kind of Magic, 1986) | როჯერ ტეილორი | 4:23 |
2. | „Bohemian Rhapsody“ (A Night At The Opera, 1975) | ფრედი მერკური | 5:59 |
3. | „Under Pressure“ (Hot Space, 1982) | დევიდ ბოუი, ჯონ დიკონი, ბრაიან მეი, მერკური, ტეილორი | 4:02 |
4. | „Hammer to Fall“ (The Works, 1984) | მეი | 3:38 |
5. | „Stone Cold Crazy“ (Sheer Heart Attack, 1974) | დიკონი, მეი, მერკური, ტეილორი | 2:14 |
6. | „One Year of Love“ (A Kind Of Magic, 1986) | დიკონი | 4:26 |
7. | „Radio Ga Ga“ (The Works, 1984) | ტეილორი | 5:49 |
8. | „I'm Going Slightly Mad“ (Innuendo, 1991) | დიკონი, მეი, მერკური, პიტერ სტრეიკერი, ტეილორი | 4:21 |
9. | „I Want It All“ (ალბომიდან The Miracle, 1989) | დიკონი, მეი, მერკური, ტეილორი | 4:01 |
10. | „Tie Your Mother Down“ (A Day At The Races, 1976) | მეი | 3:44 |
11. | „The Miracle“ (The Miracle, 1989) | დიკონი, მეი, მერკური, ტეილორი | 4:24 |
12. | „These Are the Days of Our Lives“ (Innuendo, 1991) | დიკონი, მეი, მერკური, ტეილორი | 4:14 |
13. | „One Vision“ (A Kind Of Magic, 1986) | დიკონი, მეი, მერკური, ტეილორი | 4:38 |
14. | „Keep Yourself Alive“ (Queen, 1973) | მეი | 3:47 |
15. | „Headlong“ (Innuendo, 1991) | დიკონი, მეი, მერკური, ტეილორი | 4:38 |
16. | „Who Wants to Live Forever“ (A Kind Of Magic, 1986) | მეი | 5:15 |
17. | „The Show Must Go On“ (Innuendo, 1991) | დიკონი, მეი, მერკური, ტეილორი | 4:31 |
საერთო ხანგრძლივობა: | 75:10 |
ქვეყანა
|
ჩარტი
|
სერტიფიცირება
|
გაყიდვები
|
აშშ
|
4
|
3× პლატინა[4]
|
3,000,000
|
კანადა
|
—
|
5× პლატინა[5]
|
500,000
|