A Kind of Magic
A Kind of Magic — ინგლისური როკ-ჯგუფ Queen-ის მეთორმეტე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1986 წლის 3 ივნისს ბრიტანეთში EMI Records, ხოლო აშშ-ში – Capitol Records-ის მიერ. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი ციფრულად. მასალა, შეტანილი მასში, ძირითადად ეფუძნება ფილმ „მთიელში“ გაჟღერებულ სიმღერებს. A Kind of Magic აგრეთვე Queen-ის პირველი ალბომია, გამოცემული 1985 წელს Live Aid-ზე ცნობილი გამოსვლის შემდეგ. ბრიტანეთში დისკი უმალვე ჰიტური გახდა, მოხვდა ჩარტის #1 პოზიციაზე და პირველივე კვირაში გაიყიდა 100 000 ასლის ოდენობით. ბრიტანეთში იგი ჩარტში 63 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა,[2] ხოლო მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 6 მილიონი ასლის ოდენობით (აქედან მხოლოდ 600 000 ბრიტანეთში გაიყიდა. A Kind of Magic-იდან გამოიცა შემდგომში ჰიტებად ქცეული სინგლები: „A Kind of Magic“, „One Vision“, „Friends Will Be Friends“[3] და „Who Wants to Live Forever“, „მთიელის“ თემატური სიმღერა.[4]
A Kind of Magic | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი - Queen | ||||
გამოცემის თარიღი | 3 ივნისი, 1986 | |||
ჩაიწერა | სექტემბერი 1985 – აპრილი 1986 | |||
სტუდია | Musicland Studios, მიუნხენი, გერმანია, Mountain Studios, მონტრე, შვეიცარია და Townhouse Studios, ლონდონი, ინგლისი[1] | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა |
53:36 (EMI, CD) 50:31 (Hollywood, CD) 40:58 (გრამფირფიტა და აუდიოკასეტა) | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი |
| |||
Queen – ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან A Kind Of Magic | ||||
|
მიუხედავად იმისა, რომ Queen-მა ფრედი მერკურისთან ერთად კიდევ ორი ალბომი ჩაწერა (Innuendo-ს და Made in Heaven-ის გარდა), A Kind of Magic იყო მათი უკანასკნელი დისკი, რომლის გამოსვლას ახლდა მხარდამჭერი ტურნე – შემდგომში მერკური ებრძოდა აივ-ს და 1991 წელს გარდაიცვალა. პირველად თავის ისტორიაში ალბომზე მუშაობისას Queen-მა სხვებს ნება დართო, გადაეღოთ სტუდიაში მუშაობის კადრები, რაც ასახულია „One Vision“-ის ოფიციალურ ვიდეოში.
A Kind of Magic და „მთიელი“რედაქტირება
ალბომი წარმოადგენს ფილმ „მთიელის“ არაოფიციალურ საუნდტრეკს (ვინაიდან ოფიციალური არ გამოცემულა). სიმღერის და ალბომის სახელწოდება „A Kind of Magic“ მომდინარეობს ფილმის პერსონაჟ, კონორ მაკლეოდის (კრისტოფერ ლამბერტი) ფრაზიდან, რომელიც აღწერს მის უკვდავობას.[5] ფილმში ჟღერს ალბომის ცხრა სიმღერიდან ექვსი, თუმცა სხვადასხვა სახით. ფილმში არ ჟღერს „Pain Is So Close to Pleasure“, „Friends Will Be Friends“ და „One Vision“ (ფილმიდან „რკინის არწივი“). ამასთან, „Theme from New York, New York“, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა, ალბომში არ შესულა და დღემდე ოფიციალურად არსად გამოცემულა. ბრაიან მეის Greatest Video Hits 2-ზე (2003) ჩაწერილი კომენტარიდან ნათელი ხდება, რომ „მთიელის“ ნამდვილი საუნდტრეკის გამოცემა ადრე თუ გვიან მაინც სურდათ. ფილმში აგრეთვე ჟღერს ნაწყვეტი „Hammer to Fall“-იდან, წინა ალბომის The Works სიმღერიდან.
შექმნარედაქტირება
მხარე 1რედაქტირება
„One Vision“რედაქტირება
Queen-ის Live Aid-ში მონაწილეობის შემდეგ ფრედი მერკური შემოქმედებითად განწყობილი იყო, დაურეკა ჯგუფის წევრებს და სტუდიაში მიიწვია, ახალი სიმღერის დასაწერად. „One Vision“-ის ავტორი ჯგუფის ოთხივე წევრია, თუმცა როჯერ ტეილორი ავსტრალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ახსენებს, რომ თავდაპირველად ავტორი თავად იყო, ტექსტში კი მარტინ ლუთერ კინგის მსგავსი პიროვნებები იყო ნახსენები. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ „დამპალმა ფრედიმ“ შეცვალა მისი ორიგინალური ტექსტი სიტყვებით „one shrimp, one prawn, one clam, one chicken“ (ქართ. ერთი კრევეტი, ერთი მოლუსკი, ერთი ქათამი), დაამატა რა ჯონ დიკონის ხსენებაც. ბრაიან მეი სიმღერაში ასრულებს შესავალს Yamaha DX-7-ზე. სესიების ამსახველი ვიდეო შეტანილია DVD-ში Greatest Video Hits 2. სიმღერა არ ჟღერს „მთიელში“, მაგრამ შეტანილია 1986 წლის ფილმში „რკინის არწივი“.
„A Kind of Magic“რედაქტირება
„A Kind of Magic“ დაიწერა ტეილორის მიერ. მას თავად აქვს ნათქვამი, რომ დაწერა შემდგომში „One Vision“-ისთვის და „A Kind of Magic“-ისთვის გამოყენებული ტექსტის ნაწილი (რაც კარგად ჩანს ალბომის 2011 წლის გამოცემის დამატებით EP-ში შეტანილი დემოდან). მოგვიანებით, აშშ-ში რამდენიმე დღით წასული ტეილორისგან ფარულად, მერკურიმ გადაამუშავა ტექსტი, დაამატა ბასის პარტია და შეცვალა სტრუქტურა. მიუხედავად ამისა, ახალი, პოპ-მუსიკის სტილში დაწერილი ვერსიის ავტორადაც ტეილორია მითითებული. ალბომში შეტანილია სწორედ ეს ვერსია, აგრეთვე გამოსული სინგლზე, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდა საკონცერტო კლავიშისტი სპაიკ ედნი. მძიმე, ალტერნატიული ვერსიაც პირველად შეიტანეს 2011 წლის გამოცემის დამატებით EP-ში. იგი აგრეთვე ჟღერს „მთიელის“ ტიტრების დროს.
1988 წელს სიმღერის საკუთარი ვერსია ელენ პეიჯის მიერ ჩაიწერა ალბომისთვის The Queen Album. ტექნიკურად „A Kind of Magic“ არის კოლექტივის ისტორიაში პირველი სასათაურო სიმღერა, ვინაიდან „Sheer Heart Attack“ შეტანილია არა ამავე სახელწოდების ალბომში, არამედ News of the World-ში, ხოლო „Play the Game“ და „More of That Jazz“ მხოლოდ ალბომების სახელწოდებების ვარიაციებია.
სიმღერების სიარედაქტირება
Side one | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | წამყვანი ვოკალები | ხანგრძლივობა |
1. | „One Vision“ | ფრედი მერკური | 5:10 | |
2. | „A Kind of Magic“ | ტეილორი | მერკური | 4:24 |
3. | „One Year of Love“ | დიკონი | მერკური | 4:26 |
4. | „Pain Is So Close to Pleasure“ |
| მერკური | 4:21 |
5. | „Friends Will Be Friends“ |
| მერკური | 4:07 |
Side two | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | წამყვანი ვოკალები | ხანგრძლივობა |
6. | „Who Wants to Live Forever“ | მეი | მერკური and ბრაიან მეი | 5:15 |
7. | „Gimme the Prize (Kurgan's Theme)“ | მეი | მერკური | 4:34 |
8. | „Don't Lose Your Head“ | ტეილორი | მერკური | 4:38 |
9. | „Princes of the Universe“ | მერკური | მერკური | 3:32 |
1986 წლის EMI-ს CD გამოცემის დამატებები | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
10. | „A Kind of 'A Kind of Magic' “ | ტეილორი | 3:38 |
11. | „Friends Will Be Friends Will Be Friends...“ | მერკური, დიკონი | 5:58 |
12. | „Forever“ („Who Wants to Live Forever“, პიანინოს ვერსია) | მეი | 3:20 |
1991 წლის Hollywood Records-ის CD გამოცემის დამატებები | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
10. | „Forever“ | 3:20 |
11. | „One Vision“ (გაფართოებული ვერსია) | 6:23 |
2011 წლის გამოცემის დამატებითი EP | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „A Kind of Magic“ („მთიელის“ ვერსია) | 4:22 |
2. | „One Vision“ (სინგლის ვერსია) | 4:00 |
3. | „Pain Is So Close to Pleasure“ (სინგლის რემიქსი) | 3:57 |
4. | „Forever“ (პიანინოს ვერსია) | 3:20 |
5. | „A Kind of Vision“ (დემო, აგვისტო 1985) | 3:23 |
6. | „One Vision“ (უემბლი, ლონდონი, 11 ივლისი 1986) | 5:12 |
7. | „Friends Will Be Friends Will Be Friends“ | 5:59 |
2011 წლის iTunes-ის დელუქს-გამოცემის დამატებითი ვიდეოები | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
8. | „One Vision“ (გაფართოებული პრომო-ვიდეო, 1985) | |
9. | „Princes of the Universe“ (პრომო-ვიდეო, 1986) | |
10. | „A Kind of Magic“ (უემბლი, ლონდონი, 11 ივლისი 1986) |
ჩარტები და სერტიფიცირებებირედაქტირება
ყოველკვირეული ჩარტებირედაქტირება |
წლის საბოლოო ჩარტებირედაქტირება
|
სერტიფიცირებებირედაქტირება
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრია (IFPI Austria)[23] | პლატინა | 50 000x |
საფრანგეთი (SNEP)[24] | ოქრო | 206,000[25] |
გერმანია (BVMI)[26] | 3× ოქრო | 750 000^ |
პოლონეთი (ZPAV)[27] 2008 წლის Agora SA-ს ხელახალი გამოცემა |
3× პლატინა | 60 000* |
ესპანეთი (PROMUSICAE)[28] | პლატინა | 100 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[29] | 2× პლატინა | 100 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[30] | 2× პლატინა | 600 000^ |
აშშ (RIAA)[31] | ოქრო | 500 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ A Kind Of Magic queenonline.com Retrieved 26 სექტემბერი 2014
- ↑ A Kind Of Magic Chart Stats. Retrieved 15 August 2011
- ↑ A Kind of Magic review. The Times. 21 June 1986. Archived at queenarchives.com
- ↑ ბარტკოვიაკი, მეთიუ ჯ. (2010) Sounds of the Future: Essays on Music in Science Fiction Film p.19. Retrieved 15 August 2011
- ↑ Highlander (1986) – Memorable quotes
- ↑ 6.0 6.1 კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. St Ives, N.S.W.: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6.
- ↑ სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic" დაარქივებული 9 November 2010 საიტზე Wayback Machine. . austriancharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ Queen – A Kind of Magic დაარქივებული 2012-10-23 საიტზე Wayback Machine. Library and Archives Canada. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ სტივენ ჰანგი. "Queen – A Night At The Opera" დაარქივებული 16 September 2011 საიტზე Wayback Machine. . dutchcharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ A Kind of Magic დაარქივებული 30 March 2014 საიტზე Wayback Machine. infodisc. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ 11.0 11.1 Hit Parade Italia – Gli album più venduti del 1986 Italian. hitparadeitalia.it. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2011.
- ↑ Yamachan Land (Archives of the Japanese record charts) – Albums Chart Daijiten – Queen იაპონურად (30 დეკემბერი 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-14. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2011.
- ↑ სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic" დაარქივებული 2 November 2012 საიტზე Wayback Machine. . newzealandcharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic" დაარქივებული 17 January 2010 საიტზე Wayback Machine. . norwegiancharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic" დაარქივებული 26 October 2012 საიტზე Wayback Machine. . swedishcharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ Queen – A Kind Of Magic დაარქივებული 26 December 2011 საიტზე Wayback Machine. HitParade. Retrieved 1 September 2011
- ↑ A Kind Of Magic Chart Stats. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ Queen Billboard. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ სტივენ ჰანგი. "Queen – A Kind of Magic". germancharts.com. Retrieved 1 სექტემბერი 2011
- ↑ Austriancharts.st – Jahreshitparade 1984. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2010.
- ↑ Hitparade.ch – Schweizer Jahreshitparade 1986. Hung Medien. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2011.
- ↑ Complete UK Year-End Album Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2011.
- ↑ Austrian album certifications – Queen – A Kind of Magic გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Queen ველში Interpret. შეიყვანეთ A Kind of Magic ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ French album certifications – Queen – A Kind of Magic ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ Les Albums Or. infodisc.fr. SNEP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო 2011.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Queen; 'A Kind of Magic') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Polish album certifications – Queen – A Kind of Magic პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
- ↑ Solo Exitos 1959-2002 Ano A Ano: Certificados 1979-1990. Iberautor Promociones Culturales.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Queen; 'A Kind of Magic'). Hung Medien.
- ↑ British album certifications – Queen – It's a Kind of Magic. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ It's a Kind of Magic ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Queen – A Kind of Magic. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
წინამორბედი: So - პიტერ გებრიელი |
#1 ალბომები (ბრიტანეთი) 14 ივნისი 1986–20 ივნისი, 1986 |
შემდეგი: Invisible Touch - ჯენესისი |