ქათმისებრი ბატი

(გადამისამართდა გვერდიდან Cereopsis novaehollandiae)

ქათმისებრი ბატი (ლათ. Cereopsis novaehollandiae) — ფრინველი ბატისნაირთა რიგის იხვისებრთა ოჯახისა. დიდი ზომის ბატია. მისი სხეულის სიგრძეა 75-100 სმ, წონა 3,2-6,8 კგ. ფერად ნაცრისფერია ღია ლაქებით. თავი პატარაა, კისერი შედარებით მოკლე. მისი ნისკარტი ყვითელი, მოკლე და მაღალია, დაბოლოვებაზე შავი, ჰგავს ქათმისას. აქვს გრძელი წითელი ფეხები; მოკლე, შავ თითებს შორის გადაჭიმულია აპკი. გავრცელებულია სამხრეთ ავსტრალიასა და ტასმანიის სანაპიროზე. ქათმისებრი ბატი ძირითადად ფეხით გადაადგილდება, ძალიან სწრაფად დარბის და ამიტომ ამ საშუალებს ანიჭებს უპირატესობას. ცურავს საკმაოდ ცუდად და ფრენს მძიმედ. წყალთან მხოლოდ ბარტყების გამოჩეკისასაა დაკავშირებული, სხვა დროს თავს არიდებს მას. ბუდობის დროს იკრიბებიან გუნდებად, მაგრამ შემდეგ ცალკევდებიან წყვილებად. შეწყვილებას წინ უძღვის ბატების ცეკვა. სხვა ბატებისაგან განსხვავებით მათი ბუდე დახვეწილია, დაფარულია ბუმბულით. დედალი დებს 4-6 თეთრ-ყვითელ კაშკაშა არც ისე დიდ კვერცხს. ინკუბაცია 5 კვირა გრძელდება, ბარტყებს პირველივე დღიდან შეუძლიათ მშობლებს გაყვეს უკან. გამრავლების პერიოდში მამალი მეტად აგრესიულია, რათა დაიცვას დედალი და ბარტყები. იკვებებიან ძირითადად ბალახით, უმთავრესად მცენარისმჭამელია, როგორც სხვა ბატები. მოიცავს ორ ქვესახეობას:[1] Cereopsis novaehollandiae novaehollandiae და Cereopsis novaehollandiae grisea.

ქათმისებრი ბატი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cereopsis novaehollandiae Latham, 1801
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22679958

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Anseriformes // World Birds Taxonomic List: Genera and species with citations. Version 9.027 (2011.10.19).