ჩვეულებრივი მწვანულა

(გადამისამართდა გვერდიდან Carduelis chloris)

ჩვეულებრივი მწვანულა,[1] მწვანულა[2] (ლათ. Chloris chloris) — ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა. შეფერილია ზეთისხილისფერ-მწვანედ. გავრცელებულია ევროპის, დასავლეთ აზიისა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ფოთლოვან ტყეებში, საქართველოში ბუდობისას გვხვდება;[2] სამხრეთ რაიონებში მკვიდრად ცხოვრობს, ჩრდილოეთი რაიონებიდან კი ზამთრობით სამხრეთისაკენ მიფრინავს. ბუდეს ხეებზე აკეთებს. 1–2-ჯერ ბუდობს ზაფხულში; დებს 4–6 კვერცხს. იკვებება თესლითა და კენკრით, იშვიათად მწერებით.

ჩვეულებრივი მწვანულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მთიულასებრნი
გვარი:  მწვანულა
სახეობა:  ჩვეულებრივი მწვანულა
ლათინური სახელი
Chloris chloris (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Carduelis chloris
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720330

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 32, 142, 192.
  2. 2.0 2.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 673.