ბრჭყალებიანი მაიმუნები
(გადამისამართდა გვერდიდან Callitrichidae)
ბრჭყალებიანი მაიმუნები (ლათ. Callitrichidae) — ამერიკული მაიმუნების ოჯახი. ყველა თითზე (ცერის გარდა) აქვთ ბრჭყალები (აქედანაა სახელწოდებაც). სხეულის სიგრძე 13-37 სმ, კუდისა — 15-42 სმ; იწონიან 70-1000 გ. ყურები და კუდი დაფარული აქვთ ხშირი ბალნით. სხვა პრიმატებისაგან განსხვავებით ყბების ორივე მხარეზე აქვთ 2-2 დიდი ძირითადი კბილი. ერთდროულად შობენ 3 ნაშიერს. თანამედროვე მაიმუნებს შორის ბრჭყალებიანი მაიმუნები ყველაზე პრიმიტიულებია. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ცენტრალურ ამერიკაში. ოჯახში 7 გვარია და მოიცავს 45 სახეობას.[1]
ბრჭყალებიანი მაიმუნები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Callitrichidae (J. E. Gray, 1821) | |||||||||||||
|
გვარები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 545–546.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Garbino, Guilherme S.T.; Martins-Junior, Antonio M.G. „Phenotypic evolution in marmoset and tamarin monkeys (Cebidae, Callitrichinae) and a revised genus-level classification“. Molecular Phylogenetics and Evolution. 118: 156–171. doi:10.1016/j.ympev.2017.10.002.