ცხვირფართო მაიმუნები
ცხვირფართო მაიმუნები, ახალი სამყაროს მაიმუნები, ან ამერიკული მაიმუნები (ლათ. Platyrrhini) — ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა. უმრავლესობას ნესტოთაშორისი ძგიდე განიერი აქვს. მათი სხეულის სიგრძეა 13-75 სმ, კუდის სიგრძე 19-70 სმ-ს აღწევს. ლოყისუკანა პარკები და საჯდომი კორძები არა აქვთ. ცხვირფართო მაიმუნების ბეწვი რბილი და ხშირია. ცნობილია ხუთი ოჯახი: მოთამაშე მაიმუნისებრნი, ღამის მაიმუნები, ობობასებრი მაიმუნები, საკისებრნი და კაპუცინისებრნი (70-მდე სახეობა). გავრცელებულნი არიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ ტყეებში. მეხეური ცხოველები არიან.
ცხვირფართო მაიმუნები | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ყავისფერი ობობასებრი მაიმუნი | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Platyrrhini (E. Geoffroy, 1812) | |||||||||||
|
ოჯახები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 252.