ბრჭყალებიანი მაიმუნი

ცხოველთა გვარი ბრჭყალებიანი მაიმუნების ოჯახისა
(გადამისამართდა გვერდიდან Callithrix)

ბრჭყალებიანი მაიმუნი, მოთამაშე მაიმუნი (ლათ. Callithrix) — ცხოველთა გვარი ბრჭყალებიანი მაიმუნების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 15–30 სმ, კუდისა 18–40 სმ, იწონიან 230–450 გრამს. შეფერილობა სხვადასხვაგვარია: მთლად შავი (С. penicillata), ტანი შავი, თავი თეთრი (С. geoffroyi) და სხვ. ბეწვი ხშირი და საკმაოდ გრძელია, ყურებზე ჩვეულებრივ ფუნჯები აქვთ. ცნობილია 6 სახეობა. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილია და ბოლივია). მეხეური ცხოველებია, ძალიან მოხერხებულები და სწრაფები არიან. ბინადრობენ 3–12 სულისაგან შემდგარ ჯგუფებად. აქტიურობენ დღისით. იკვებებიან ხეების ფოთლებითა და ნაყოფებით, მწერებით, მცირე ზომის ფრინველებითა და მათი კვერცხებით. მაკეობა 140–150 დღე გრძელდება; შობს 1–3 ნაშიერს; მამალი ხშირად მონაწილეობს მათ გაზრდაში.

ბრჭყალებიანი მაიმუნი

ჩვეულებრივი ბრჭყალებიანი მაიმუნი (Callithrix jacchus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Callithrix (Erxleben, 1777)

ლიტერატურა

რედაქტირება