BoA
BoA (ინგლ. BoA, სრული სახელი კვონ ბოა კორ. 권보아, დ. 5 ნოემბერი, 1986[3]) — კორეელი მომღერალი, ცნობილი სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. დაიბადა და გაიზარდა ქალაქ კურიში, პროვინცია გიოგიდო, სამხრეთი კორეა. ფართო პოპულარობა მომღერალთან S.M.Entertainment-თან კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ მიიღო, კომპანიამ იპოვა ის მაშინ როდესაც იგი ძმასთან ერთად მოვიდა „ნიჭების საძებნელ“ ქასთინგზე.
BoA | |
---|---|
მომღერალი 2018 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1986[1] |
დაბ. ადგილი | გიოგიდო, სამხრეთი კორეა |
ჟანრ(ებ)ი | J-Pop, K-Pop, საცეკვაო პოპ, R&B |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე, მოდელი, გახმოვანების მსახიობი, მუსიკალური პროდიუსერი |
ლეიბლ(ებ)ი |
S.M.Entertainment Avex Trax |
ხელმოწერა | |
საიტი | boa.iple.com[2]] |
BoA ვიკისაწყობში |
2000 წელს, სწავლებიდან ორი წლის შემდეგ იგი უშვებს ID; Peace B, თავის სადებიუტო კორეულ ალბომს S.M.Entertainment-ის დახმარებით. კიდევ ორი წლის შემდეგ ის უშვებს იაპონურ სადებიუტო ალბომს სახელწოდებით Listen to My Heart, ჩაწერილი უკვე ლეიბლში Avex. 2008 წელს ლეიბლ SM Entertainment USA-თი, SM Entertainment-ის შვილობილი კომპანია, BoA-ს ჰქონდა დებიუტი აშშ-ში სინგლით „Eat You Up“.
მომღერლის შემოქმედება
რედაქტირებამომღერლის შემოქმედებაში მკაფიოდ ჩანს დასავლური ჰიპ-ჰოპის - და R&B შემრულებელების ზეგავლენა ისეთების როგორიცაა ნელი და ჯანეტ ჯექსონი, ასევე BоА-ს ბევრი სიმღერა ასევე არ გამოდის ამ ორის სტილის ჩარჩოებიდან. მუსიკისა და ტექსტის საავტორო უფლებები, როგორც წესი ენიჭება თვითონ მას[4]. თავდაპირველად მომღერალმა ტექსტების წერა საკუთარი ალბომისთვის Listen to My Heart დაიწყო, რომლისთვისაც სიმღერა „Nothing’s Gonna Change-ის“ ტექსტი ზედმიწევნით თვითონ შექმნა.
BoA საუბრობს იაპონურად და ინგლისურად, თავისი მშობლიური ენის გარდა ასევე წერს სიმღერებს ჩინურის მანდარინის დიალექტზე[5], რამაც მიყვანა კომერციულ წარმატებამდე სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ასევე საშუალო პოპულარობამდე მთელ აზიაში. ის - ერთ-ერთია ორიდან რომლის ანგარიშზეც ალბომის მილიონამდე გაყიდვაა იაპონიაში, გააჩნია ექვსი ალბომი რომელიჩიც იკავებდნენ პირველ ადგილს ჩარტში Oricon მიუხედავად იმისა რომ თვითონ იაპონელი არაათარგი:Нет АИ.
დებიუტი და კარიერის დასაწყისი
რედაქტირება1998 წელს BoA თან ახლდა საკუთარ ძმას SM Entertainment-ის მოსმენაზე. მაგრამ მის მაგივრად SM Entertainment-მა კონტრაქტი BoA-ს შესთავაზა. ორი წლის განმავლობაში გოგონა ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ემზადებოდა დებიუტისთვის. 2000 წელს, 13 წლის ასაკში, BoA-ს ჰქონდა დებიუტი მუსიკალურ სცენაზე. 2000 წლის 25 აგვისტოს შედგა შემსრულებლის სადებიუტო სინგლის რელიზი, სახელწოდებით „ID; Peace B“. ალბომი ძალიან წარმატებული გამოდგა. შევიდა Top 10 of the South Korean charts-ში და გაიყიდა 156,000 ასლი. იმავე წელს ის აწერს ლეიბლ Avex Trax-ის კონტრაქტს და იწყებს იაპონური დებიუტისთვის მზადებას. 2001 წლის დასაწყისში BoA უშვებს პირველ მინი-ალბომს „Don’t Start Now“.
გოგონამ ვერ შეძლო სკოლის დამთავრება იაპონური დებიუტისთვის მზადების გამო. BoA-ს მშობლები უარზე იყვნენ, არ სურდათ მომღერლის პოპულარობა, თუმცა მიუხედავად ამისა მათ მიიღეს შვილის გადაწყვტლება. კორეული მინი-ალბომის რელიზის შემდეგ, იგი უშვებს იაპონურ სადებიუტო სინგლს, რომელიც გახდა „ID; Peace B-ის“ გადაკეთებული ვერსია. 2002 წლის 13 მარტს, BoA-მ გამოუშვა პირველი იაპონური მინი-ალბომი სახელწოდებით „Listen to my heart“. ამ ალბომისთვის მომღერალმა სიმღერა თვითონ დაწერა, რითაც თავი არა მხოლოდ როგორც შემსრულებელი წარმოადგინა არამედ როგორც კომპოზიტორიც.
2003—2008
რედაქტირება2003 წლის დასასრულს, BoA იღებს ხანმოკლე შესვენებას იაპონიაში და ბრუნდება კორეულ სცენაზე მეორე მინი-ალბომით „Miracle“. 2004 წელს მომღერალი უშვებს მეოთხე კორეულ ალბომს „My Name“. ალბომში შევიდა ორი სიმღერა, რომელიც შესრულებული იყო ჩინურ ენაზე.
2004 წლამდე გოგონა დიდი ძალისხმევით მუშაობდა იაპონიაში. გამოუშვა სამი ალბომი და ხუთი სინგლი. ბოლო ალბომის მხარდასაჭერად, BoA-მ ჩაატარა ტური „Live Concert Tour 2004: Love & Honesty“.
2006—2008 წლების პერიოდში, მომღერალი ისევ დიდ ყურადღებას უთმობს იაპონიას. 2006 წლის თებერვალში, BoA უშვებს ახალ იაპონურ ალბომს „Outgrow“, იმავე წლის შუა პერიოდში სინგლი „Key of Heart-ის“ კორეული ვერსიის რელიზი შედგა. სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე BoA ატარებს მეორე იაპონურ ტურს სახელწოდებით „Zepp tour, B0A The Live“. 2007 წლის დასაწყისში, BoA უშვებს მეხუთე სტუდიურ ალბომს იაპონური ასპარეზისთვის. „Made in Twenty (20)“, რომლის მხარდასაჭერადაც ატარებს კიდევ ერთ ტურს იაპონიაში. 2008 წელს, ის უშვებს მეექვსე სტუდიურ ალბომს „The Face“. ამ მომენტიდან, BoA ატარაებს არაოფიციალურ მეტსახელს კორეულ მუსიკალურ ინდუსტრიაში — „ქეიპოპის დედოფალი“.
2008—2011
რედაქტირება2008 წელს, BoA-ს ჰქონდა დებიუტი ამერიკულ მუსიკალურ სცენაზე ლეიბლ SM Entertainment USA-ის ქვეშ. 21 ოქტომბერს გამოვიდა ვიდეო ამერიკულ სადებიუტო სინგლზე „Eat You Up“. 11 ნოემბერს თვითონ სინგლის რელიზი შედგა. 2009 წლის 17 მარტს გამოვიდა მომღერლის ამერიკული ალბომი, სახელწოდებით „BoA“. 18 მარტს გოგონამ წარმოადგინა კრებული ალბომი „BEST & USA“, რომელშიც იაპონური და ინგლისური სიმღერები შევიდა. 2009 წლის შუამდე BoA დაკავებული იყო ამერიკული პრომოუშენით და პარალელურად ინგლისური ენის გაუმჯობესებას უთმობდა დროს.
2009 წლის ოქტომბერში შემსრულებელი ბრუნდება იაპონიაში სინგლით „Bump Bump!“. კიდევ ერთი სინგლის გამოშვებით „Mamoritai: White Wishes“, BoA-მ ჩაატარა დიდი საშობაო კონცერტი. 2010 წლის თებერვალში შემსრულებელი უშვებს მეშვიდე იაპონურ ალბომს „IDENTITY“.
დებიუტიდან მეათე წლისთავისთვის, BoA ბრუნდება კორეულ სცენაზე მეექვსე ალბომით „Hurricane Venus“. პრომოუშენის შემდეგ მომღერალი კვლავ ბრუნდება აშშ-ში. 2011 წელს BoA ითამაშა მთავარი როლი ამერიკულ საცეკვაო ფილმში „COBU 3D“.
თავისი მოღვაწების პერიოდში 2000—2011 წლები, მან გამოუშვა: ცხრა კორეული ალბომი (მინი-ალბომების შათვლით), ერთი ამერიკული, შვიდი იაპონური, ორი რემიქს-ალბომი და სამი სპეციალური ალბომი რომელშიც შევიდა შემსრულებლის საუკეთესო სიმღერები სხვადასხვა ენებზე.
2012 — 2014
რედაქტირება2012 წელს, 2 წლით გაქრობის შემდეგ, BoA ბრუნდება კორეულ მუსიკალურ სცენაზე მეშვიდე სტუდიურ ალბომით. „Only One-ში“ შედის ცხრა სიმღერა, რომლებიდანაც ორზე მომღერალმა მრავალფეროვანი ვიდეოები გამოუშვა. სიმღერა „Only One-ს“ პრომოუშენით დაკავებული, BoA გამოდიადა SM Entertainment-ის საუკეთესო არტისტთან ერთად.
26 — 17 იანვარს 2013 წელს BoA-მ ჩაატარა პირველი დიდი სოლო კონცერტები სეულში. კონცერტები ჩატარდა სახელწოდებით „BoA Special Live 2013 — Here I Am“. ამ კონცერტების დროს, შემსრულებელმა წარადგინა ახალი სიმღერა „Disturbance“ და 28 იანვარს გამოვიდა სიმღერის ოფიციალური სინგლი.
ასევე მომღერალი გადაიღეს ფილმში, „ნაბიჯი წინ 2: დაიჭირე მომენტი 3D“.
2014 წლის მაისში Avex Trax განაცხადა, რომ BoA გამოუშვებს თავის 37-ე იაპონურ სინგლს, „Masayume Chasing“. ის გამოვიდა 2014 წლის 23 ივლისს და იყენებოდა, როგორც ანიმე Fairy Tail-ის გარეკანი.
2015-დღემდე
რედაქტირება2014 წლის 31 დეკემბერს, გამოაცხადეს, რომ BoA გამოუშვებს თავის მერვე კორეულ ალბომს სადღაც 2015 წელს თავისი მეთხუთმეტე დებიუტის წლისთავის აღსანიშნავად.
30 აპრილს გამოაცხადეს რომ მომღერლის მერვე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Kiss My Lips, გამოვიდოდა 12 მაისს. BoA თავისი ალბომის ჩაწერისას მონაწილეობა მიიღო როგორც კომპოზიტორმა და პროდიუსერმა, ასევე თვითონ იყო ტექსტების ავტორი.
2016 წლის 14 ივნისს დამტკიცებული იყო, რომ BoA ითანამშრომლებს კორეულ რეპერთან Beenzino-სთან პროექტი „SM Station-ის“ SM Entertainment ფარგრლებში. დუეტმა გამოუშვა მეთვრამეტე სინგლი „No Matter What“ 16 ივნისს კორეული დროით შუაღამეს.
დისკოგრაფია
რედაქტირება
ფილმოგრაფიარედაქტირებაK-DRAMA (კორეული სერიალი_რედაქტირება
ფილმირედაქტირება
გასართობი შოურედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
|