Bastille (სტილიზირებული როგორც BΔSTILLE) — ინგლისური ინდი-პოპ ჯგუფი, რომელიც დაარსდა ლონდონში 2010 წელს. თავდაპირველად Bastille შეიქმნა, როგორც მომღერალ დენ სმიტის სოლო პროექტი, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ჯგუფი იმავე სახელწოდებით.

Bastille

Bastille „კოაჩელას“ ფესტივალზე (2014 წელი)
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (კუნძული)
ჟანრ(ებ)ი ინდი-პოპი, ინდი-როკი
აქტიური 2010-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Virgin, Capitol
წევრები დენ სმიტი
კრის ვუდი
უილ ფარკვარსონი
კაილ სიმონსი
საიტი bastillebastille.com
Bastille ვიკისაწყობში

ჯგუფის შესახებ

რედაქტირება

ჯგუფის სახელი დაკავშირებულია ბასტილიის ციხის აღებასთან, რადგან მისი ფრონტმენი - დენ სმიტი დაბადებულია 14 ივლისს - ამ მოვლენის აღნიშვნის დღეს.

Bastille-ს დებიუტი შედგა 2011 წელს სიმღერებით „Flaws“ და „Icarus“, რომლებიც გამოიცა დამოუკიდებელო ბრიტანულ ლეიბლ - Young and Lost Club-ზე. ამ რელიზის ერთ-ერთი ასლი მოხვდა რადიოწამყვანის ალექს ბეიკერის ხელში, რომელმაც თავის შოუში სადგურ „Kerrang! Radio“-ზე დაიწყო ამ ჯგუფის შემოქმედების ქება და პოპულარიზაცია. როდესაც Bastille-მ იპოვა თავისი პირველი აუდიტორია, მან გამოუშვა მინი-ალბომი Laura Palmer EP იმავე წლის ნოემბერში.

2011 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა გამოაქვეყნა ინტერნეტში რამდენიმე სადებიუტო ტრეკი, მისი აუდიტორია გაფართოვდა და მათ შეძლეს ხმის ჩამწერ ლეიბლ Virgin Records-თან კონტრაქტის გაფორმება. ამის გამო Bastille-მ შეძლო ისეთ დიდ ბრიტანულ ფესტივალებზე გამოსვლა, როგორებიცაა გლასტონბერის ფესტივალი, კუნძულ უაიტის ფესტივალი და Blissfields.

2012 წლის 27 აპრილს შედგა ჯგუფის დებიუტი ლეიბლ Virgin Records-ზე Bastille-ს პირველი ოფიციალური სინგლით — „Overjoyed“[1]. მას მოჰყვა სინგლები „Bad Blood“, „Flaws“ და „Pompeii“. ამ უკანასკნელმა ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა და მრავალ ქვეყანაში იგი მოხვდა ჩარტების პირველ ათეულში, რომელთა შორისაცაა მეორე ადგილი ბრიტანულ ჰიტ-პარადზე და მეხუთე ადგილი Billboard-ის ცხელ ასეულში[2].

2013 წლის 4 მარტს შედგა ჯგუფის სადებიუტო ალბომ Bad Blood-ის რელიზი, რომელმაც მიაღწია პირველ ადგილს ბრიტანული ალბომების ჩარტში[3]. იმავე წლის მაისში Bastille გაემგზავრა აშშ-ში მინი ალბომ Haunt-ის გამოშვების შემდეგ, ხოლო სექტემბერში კი აშშ-ში ოფიციალურად გამოვიდა ალბომი Bad Blood. იმავე პერიოდში ალბომის მხარდასაჭერად გამოშვებულ იქნა სინგლები „Things We Lost in the Fire“ და „Laura Palmer“.

ჯგუფის წარმატებამ გამოიწვია Bad Blood-ის ახლიდან გამოცემა ახალი სახელით - All This Bad Blood. იგი გაიყო ორ დისკად, სადაც პირველში იყო ალბომის თავდაპირველი ვარიანტი ძველი სახელით, ხოლო მეორეში - ძველი, არგამოცემული სიმღერები და ორი სრულიად ახალი კომპოზიცია[4].

2014 წლის თებერვალში Bastille-მ მოიპოვა გამარჯვება ნომინაციაში „წლის ბრიტანული გარღვევა“ ყოველწლიურ პრემია BRIT Awards-ზე. ცერემონიის შემდეგ მათ ალბომმა კვლავ დაიკავა პირველი ადგილი ბრიტანულ ჩარტებში და იგი ლიდერობდა ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში კი ალბომი იქნა სერთიფიცირებული, როგორც ორჯერ პლატინური.

2016 წლის ივნისში ჯგუფმა დააანონსა მეორე სტუდიური ალბომი Wild World, რომლის მხარდასაჭერად 16 ივნისს გამოვიდა სინგლი „Good Grief“[5].

ჯგუფის შემადგენლობა

რედაქტირება
  • დენ სმიტი — ვოკალი, კლავიშები, პერკუსია
  • კრის ვუდი — დასარტყამები, ბეკ-ვოკალი
  • უილ ფარკვარსონი — ბას-გიტარა, კლავიშები, სოლო-გიტარა, ბეკ-ვოკალი
  • კაილ სიმონსი — კლავიშები, პერკუსია, ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი, სინთეზატორი

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რედაქტირება

სინგლები

რედაქტირება
  • „Flaws“ / „Icarus“ (2011)
  • „Overjoyed“ (2012)
  • „Bad Blood“ (2012)
  • „Flaws“ (2012)
  • „Pompei“ (2013)
  • „Laura Palmer“ (2013)
  • „Things We Lost in the Fire“ (2013)
  • „Of the Night“ (2013)
  • „Torn Apart“ (2014)
  • „Good Grief“ (2016)
  • „Fake it“ (2016)
  • „Send Them Off“ (2016)
  • „Comfort of Strangers“ (2017)

ვიდეოგრაფია

რედაქტირება
წელი სახელწოდება რეჟისორი
2011 «Overjoyed» YouTube-ზე კორტნი ფილიპსი Филлипс
2012 «Bad Blood» YouTube-ზე ოლივიე გრუ
«Flaws» YouTube-ზე Остин Питерс
2013 «Pompeii» YouTube-ზე ჯესი ჯონ ჯენკინსი
«Laura Palmer» YouTube-ზე ოსტინ პიტერსი
«Things We Lost in the Fire» YouTube-ზე ნაორ ალონი
«Of the Night» YouTube-ზე დეივ მა
2014 «Oblivion» YouTube-ზე ოსტინ პიტერსი
«Torn Apart» YouTube-ზე კიტ შოფილდი
«Bad_News» YouTube-ზე ტომ მიდლტონი
2016 «Good Grief» YouTube-ზე NYSU
«Send Them Off» Mark Crew

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Overjoyed Bastille release debut Virgin single. EMI Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-06. ციტირების თარიღი: 2013-06-06.
  2. 2013 Top 40 Official UK Singles Archive. The Official Charts Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-06. ციტირების თარიღი: 2013-06-06.
  3. 2013 Top 40 Official UK Albums Archive. UK Albums Chart. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-06. ციტირების თარიღი: 2013-06-06.
  4. Bastille announce extended version of 'All This Bad Blood' album — full details. NME. ციტირების თარიღი: October 23, 2013.
  5. „Dan Smith Invites Us Into Bastille's Dystopian Office At Their London Pop-Up Shop“. NME (ინგლისური). 2016-09-13. ციტირების თარიღი: 2016-12-29.