BRICS-ის XV სამიტი შედგა 2023 წლის 2224 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში.

სამიტზე, ჰააგაში 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის გამო არ გამოცხადდა ვლადიმერ პუტინი[1][2]. იგი მას მხოლოდ დისტანციურად, ონლაინ ესწრებოდა[3]. სამიტზე, რუსეთის ფედერაციას ფიზიკურად საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა.

BRICS-ის 2023 წლის შემადგენლობა:

  1. ბრაზილიის დროშა ბრაზილია — პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა,
  2. რუსეთის დროშა რუსეთი — წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (დისტანციურად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი),
  3. ინდოეთის დროშა ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
  4. ჩინეთის დროშა ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
  5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სარ — პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.

სამხრეთ აფრიკის ოფიციალურ პირთა ცნობით, სამიტის წინ 40-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი BRICS-ში გაწევრიანების შესახებ, აქედან დაახლოებით 20-მა ოფიციალურად მოითხოვა მათი წევრად მიღება. ასეთ ქვეყნებს შორის იყვნენ: არგენტინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვენესუელა,[4] ირანი[5] და აფრიკის რამდენიმე ქვეყანა (მათ შორის ალჟირი[6]).

სამიტის ბოლოს მიღებულ დეკლარაციაში ითქვა, რომ BRICS-ის ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დიალოგისა და დიპლომატიის გზით, მათ შორის აფრიკის ქვეყნების ინიციატივით.[7]

მეორე გაფართოება

რედაქტირება

სამიტის შედეგად გადაწყდა BRICS-ში ახალი წევრების მიღება, ესენია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინა, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და საუდის არაბეთი. გადაწყდა, რომ მათი წევრობა 2024 წლიდან დაიწყებოდა.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Situation in Ukraine: ICC judges issue arrest warrants against Vladimir Vladimirovich Putin and Maria Alekseyevna Lvova-Belova. International Criminal Court (2023-03-17). ციტირების თარიღი: 2023-03-18
  2. Международный уголовный суд в Гааге выдал ордер на арест Владимира Путина. Meduza (2023-03-17). ციტირების თარიღი: 2023-03-17
  3. Лидеры «пятерки» поддержали расширение блока на открытом заседании 15-го саммита БРИКС
  4. Wintour, Patrick (2024-10-23). „Putin calls for alternative international payment system at Brics summit“. The Guardian (ინგლისური). 0261-3077. ციტირების თარიღი: 2024-11-04.
  5. Bavier, Joe (2023-08-21). „BRICS expansion hopefuls seek to rebalance world order“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-21. ციტირების თარიღი: 2023-08-21.
  6. Индия не дала Алжиру вступить в БРИКС. Об этом сообщает «Голос арабов» დაარქივებული 2023-09-05 საიტზე Wayback Machine. // 28 августа 2023
  7. ВКонтакте | ВКонтакте. ციტირების თარიღი: 2023-08-25
  8. БРИКС объявила о расширении организации (2023-08-24). ციტირების თარიღი: 2023-08-24