BRICS-ის XVI სამიტი შედგა 2024 წლის 2224 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ყაზანში.

BRICS-ის 2024 წლის შემადგენლობა:

  1. ბრაზილიის დროშა ბრაზილია — წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაურო ვიეირა (დისტანციურად, პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა),
  2. რუსეთის დროშა რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
  3. ინდოეთის დროშა ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
  4. ჩინეთის დროშა ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
  5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სარ — პრეზიდენტი სირილ რამაფოსა,
  6. ეგვიპტის დროშა ეგვიპტე — პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი,
  7. ეთიოპიის დროშა ეთიოპია — პრეზიდენტი აბი აჰმედი,
  8. ირანის დროშა ირანი — პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი,
  9. არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები — პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი.

2023 წლის 3 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას 2024 წლის BRICS-ის სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრის ყაზანში გამართვის შესახებ. ამასთან, დამტკიცდა რეგლამენტი სამიტის საორგანიზაციო კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის შესახებ; პუტინმა ამ პოსტზე თავისი თანაშემწე იური უშაკოვი დანიშნა.[1]

ყაზანის შეხვედრაზე 36 დელეგაცია ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან — BRICS-ის ყველა ქვეყნიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიდან, ბოლივიიდან, ვიეტნამიდან, ყაზახეთიდან, კონგოდან, მალაიზიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. BRICS-ის ცხრა წევრიდან შვიდს წარმოადგენდნენ მათი უმაღლესი ოფიციალური პირები.[2] ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა თავი აარიდა სამიტში მონაწილეობას.[3][4]

ღონისძიებას ესწრებოდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.[5]

ყაზანის სამიტზე მიღებული საბოლოო დეკლარაცია შეიცავდა წინადადებებს მსო-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისა, ასევე ახალი საბანკო და ანგარიშსწორების სისტემის — აშშ დოლარისგან დამოუკიდებელი ახალი ვალუტის ფორმირებას; ერთიანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პლატფორმის განხორციელებას, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული სანქციების დაგმობას.[6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება