მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი (არაბ. محمد بن زايد بن سلطان آل نهيان; დ. 11 მარტი, 1961, ალ-აინი, ხელშეკრულებითი ომანი) — არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო და ავტორიტარული მმართველი, რომელიც ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების მესამე პრეზიდენტი და აბუ-დაბის მმართველია.[5][6][7]

მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი
არაბ. محمّد بن زايد آل نهيان
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1961(1961-03-11)[1] (63 წლის)
დაბადების ადგილი ალ-აინი
მოქალაქეობა  არაბთა გაერთიანებული საამიროები
განათლება Royal Military Academy Sandhurst
მამა ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანი
დედა Fatima bint Mubarak Al Ketbi
შვილ(ებ)ი Khalid bin Mohammed bin Zayed Al Nahyan
ჯილდოები Grand Cross of the Order of Civil Merit, Order of Kuwait, Kuwait Liberation Medal, Collar in the Order of al-Hussein bin Ali[2] , Supreme Order of the Renaissance, Grand Order of Mugunghwa, Order of Jerusalem, ზაიდის ორდენი, Order of Oman, Order of Civil Merit, Order of Merit of the Federal Republic of Germany, წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენი, ღირსების ორდენი, Order of the Republic of Serbia, სამეფოს დამცველის ორდენი, Order of the Throne, სამხრეთის ჯვრის ორდენი[3] , Order of the White Elephant, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, საპატიო ლეგიონი, Order of Independence, Order of Saint-Charles, Order of the Crown of the Realm, Order of Freedom, Order of the Montenegrin Grand Star[4] და Order of Mohammed

მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანმა განათლება აბუ-დაბიში მიიღო და 1979 წლის აპრილში ალ-აინში დაამთავრა სამეფო სამხედრო აკადემია.[8] მოგვიანებით ის შეუერთდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სამხედროებს და ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, სანამ არაბეთის გაერთიანებული საამიროების საჰაერო ძალებში პილოტი გახდებოდა; 2005 წელს გენერლის წოდება მიენიჭა.[8]

შეიხი მოჰამედი არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი პრეზიდენტისა და აბუ-დაბის მე-16 მმართველის ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰიანის მესამე შვილი იყო.[9][10] შეიხი მოჰამედი აბუ-დაბის გვირგვინოსანი პრინცი გახდა 2004 წლის ნოემბერში, მამამისის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი ძმა, შეიხი ხალიფა, არაბთა გაერთიანებული საამიროების მეორე პრეზიდენტი და აბუ-დაბის მმართველი გახდა.[11] 2014 წელს, შეიხ ხალიფას ინსულტი დაემართა და მოჰამედ ბინ ზაიიდი არაბთა გაერთიანებული საამიროების ფაქტობრივი პრეზიდენტი და აბუ-დაბის მმართველი გახდა.[10] მოჰამედ ბინ ზაიიდი ოფიციალურად არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და აბუ დაბის მმართველი გახდა, მას შემდეგ რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა საბჭომ აირჩია, 2022 წლის 13 მაისს ძმის გარდაცვალების შემდეგ.[9] 2023 წლის 29 მარტს, მოჰამედ ბინ ზაიიდმა თავისი შვილი, შეიხი ხალიდი, აბუ-დაბის გვირგვინოსან პრინცად და მომავალ მემკვიდრედ დანიშნა.[12]

არაბთა გაერთიანებული საამიროები მოჰამედ ბინ ზაიიდის მმართველობის ქვეშ მეცნიერების მიერ ავტორიტარული კაპიტალისტური სახელმწიფოს მმართველად არის შეფასებული.[13][14] Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები პრაქტიკაში იყენებს თვითნებურ დაკავებას, წამებას, თავისუფალი გამოხატვის მკაცრ შეზღუდვებს და მოქალაქეებისა და რეზიდენტების იძულებით გაქრობას.[15][16]

მოჰამედ ბინ ზაიიდმა, მას მერე რაც გახდა ფაქტობრივი პრეზიდენტი, შემოიღო პოლიტიკის ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ეკონომიკურ ლიბერალიზაციას ისახავდა მიზნად. მასში შედიოდა 2018 წელს დამატებითი ღირებულების გადასახადის შემოღება,[17] კორპორაციული გადასახადები,[18] გაკოტრების შესახებ კანონები;[19] გაზის სუბსიდიების გაუქმება,[20] ასევე უცხოური საკუთრების ბიზნესში შეზღუდვების მოხსნა.[21]

მოჰამედ ბინ ზაიიდმა ასევე შემოიღო ლიბერალური სოციალური პოლიტიკა, რაც მოიცავდა: ფიზიკური დასჯის იურიდიულ გაუქმებას და შარიათის კანონის გაუქმებას სისხლის ფასის მოთხოვნებისა და მუსლიმთა პირადი სტატუსის საკითხების გარდა;[22][23] თანაცხოვრების, გარეკანონიერი ურთიერთობებისა და მუსლიმებისთვის ალკოჰოლის მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და კანონიერი პროცესს გარექორწინებაში დაბადებული ბავშვებისათვის.[24]

მოჰამედ ბინ ზაიიდი ცნობილია როგორც მუსლიმთა საძმოს,[25][26] ირანისა და მისი მომხრე ორგანიზაციების გამოკვეთილი მოწინააღმდეგე.[27] იმის შემდეგ, რაც მან ფაქტობრივი პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა, არაბთა გაერთიანებული საამიროები მონაწილეობდა ომში ISIS-ის წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში, სირიის სამოქალაქო ომსა და ოფიციალურად იყო საუდის არაბეთის მიერ შექმნილი კოალიციის წევრი იემენში მანამ, სანამ მოჰამედ ბინ ზაიიდი არ დაშორდა საუდის არაბეთის შეხედულებებს.[28]

მოჰამედ ბინ ზაიიდი დაშორდა ობამას ადმინისტრაციას ირანის ბირთვული გარიგების საკითხზე და მხარი დაუჭირა აშშ-ს გამოსვლას ამ ხელშეკრულებიდან. არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო წამყვანი მხარე კატარის დიპლომატიურ კრიზისში, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და სხვა არაბული ქვეყნებმა, როგორიცაა ეგვიპტე და იორდანია, გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები კატართან იმ მოთხოვნით, რომ კატარი მხარს უჭერდა მუსლიმთა საძმოს და მის შვილობილ ორგანიზაციებს.[29][30]

მოჰამედ ბინ ზაიიდი ინარჩუნებდა მჭიდრო ურთიერთობას აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, იგი ზეწოლას ახდენდა ტრამპზე, რათა მიეღო უფრო მკაცრი პოზიცია ირანისა და მუსლიმთა საძმოს მიმართ. 2020 წლის სექტემბერში, არაბთა გაერთიანებული საამიროებმა, ბაჰრეინთან, ხოლო შემდეგ მაროკოსა და სუდანთან ერთად, ხელი მოაწერა აბრაამის შეთანხმებებს, რომელიც გულისხმობდა დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციას ისრაელის სახელმწიფოსთან.[31]

არაბთა გაერთიანებული საამიროები უფრო ახლახანს ჩართული იყო ეკონომიკურ მეტოქეობაში საუდის არაბეთთან და წინ აღუდგა საუდის ძალისხმევას OPEC+-ის საწარმოო შემცირებისთვის.

2019 წელს The New York Times-მა მას უწოდა ყველაზე ძლიერი არაბი მმართველი,[32] ხოლო Time-ის ჟურნალმა დაასახელა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის.[33][34] 2023 წელს სამეფო ისლამურმა სტრატეგიული კვლევების ცენტრმა მოჰამედ ბინ ზაიიდი მსოფლიოში მე-8 გავლენიან მუსლიმად დაასახელა.[35]

  1. https://www.cpc.gov.ae/en-us/thecrownprince/HHsBiography/Pages/Childhood.aspx
  2. https://www.albawaba.com/news/jordan-king-meets-abu-dhabi-crown-prince-amman-1216164
  3. https://web.archive.org/web/20211117223754/https://noticias.uol.com.br/politica/ultimas-noticias/2021/11/12/bolsonaro-condecora-lideres-do-oriente-medio-antes-de-viagem.htm
  4. https://web.archive.org/web/20160730022238/https://www.cpc.gov.ae/en-us/thecrownprince/HHsBiography/Pages/AwardsandHonours.aspx
  5. Cafiero, Giorgio. Analysis: With MBZ as president, is it time for a US-UAE reset? en. ციტირების თარიღი: 2023-04-26
  6. Top Facts About HH Sheikh Mohamed bin Zayed Al Nahyan en. ციტირების თარიღი: 2023-04-26
  7. Who is MBZ, the UAE's new president? en. ციტირების თარიღი: 2023-04-26
  8. 8.0 8.1 H.H.'s Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 2 May 2019
  9. 9.0 9.1 Hubbard, Ben (2022-05-14). „Mohammed bin Zayed, an Ambitious U.S. Partner, Rises to Lead the U.A.E.“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2023-09-21.
  10. 10.0 10.1 Crown prince, longtime de facto ruler Mohamed bin Zayed elected UAE president en-US. ციტირების თარიღი: 2023-09-21
  11. „Crown Prince of Abu Dhabi and Deputy Supreme Commander of the UAE Armed Forces, and Chairman of the Executive Council, Chairman“. MUBADALA (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 June 2022. ციტირების თარიღი: 30 March 2021.
  12. „UAE leader names his son as Crown Prince of Abu Dhabi“ (ინგლისური). CNN. 2023-03-30. ციტირების თარიღი: 2023-04-05.
  13. Krieg, Andreas (2019). Divided Gulf: The Anatomy of a Crisis (en). Springer, გვ. 96–98, 101. ISBN 978-981-13-6314-6. 
  14. Schmid, Ulrich (2021-12-17). „Authoritarianism has not hindered UAE's economic success“. Neue Zürcher Zeitung (გერმანული). ISSN 0376-6829. ციტირების თარიღი: 2023-09-21.
  15. UAE: Obama Should Press Crown Prince on Rights en (15 April 2013). ციტირების თარიღი: 13 July 2021
  16. Amnesty International condemns UAE crimes against its people en-GB (20 February 2020). ციტირების თარიღი: 13 July 2021
  17. John, Isaac. 5% value added tax in UAE from 2018 en. ციტირების თარიღი: 2023-09-21
  18. Barrington, Lisa (2023-06-01). „UAE begins corporate tax roll-out, with free zones exempted“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-09-21.
  19. New UAE insolvency law: Everything you need to know en (2019-11-19). ციტირების თარიღი: 2023-09-21
  20. Kerr, Simeon; Clark, Pilita (2015-07-22). „UAE drops fuel subsidies to boost finances and cut emissions“. Financial Times. ციტირების თარიღი: 2023-09-21.
  21. UAE: What are the business activities that allow 100 per cent foreign ownership? All you need to know en (2022-11-11). ციტირების თარიღი: 2023-09-21
  22. Federal Decree Law No. (15) of 2020. ციტირების თარიღი: 8 June 2023
  23. Graham-Harrison, Emma (2020-11-09). „UAE decriminalises alcohol and lifts ban on unmarried couples living together“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2023-09-21.
  24. Tabrez, Huda. (2022-01-03) What is the legal status of a child born out of wedlock? en. ციტირების თარიღი: 2023-09-21
  25. Kirkpatrick, David D. (27 March 2023). „The Dirty Secrets of a Smear Campaign“. The New Yorker. 99 (7). ციტირების თარიღი: 27 March 2023.
  26. UAE's tolerance embraces faiths, runs up against politics en (20 April 2021). ციტირების თარიღი: 9 March 2022
  27. „The Most Powerful Arab Ruler Isn't M.B.S. It's M.B.Z.“. The New York Times. 2 June 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 June 2022. ციტირების თარიღი: 4 June 2019.
  28. Al-Atrush, Samer; England, Andrew (2023-09-19). „US pushes Saudi Arabia and UAE to heal divisions over Yemen“. Financial Times. ციტირების თარიღი: 2023-09-21.
  29. Quiet ties and secret talks paved way for UAE-Israel deal en (2020-08-19). ციტირების თარიღი: 2023-09-21
  30. World leaders react to Trump's nuclear deal decision en. ციტირების თარიღი: 2023-09-21
  31. Ward, Alex. (2020-12-01) The battle over Trump's huge UAE arms deal, explained en. ციტირების თარიღი: 2023-09-21
  32. Kirkpatrick, David D. (2019-06-02). „The Most Powerful Arab Ruler Isn't M.B.S. It's M.B.Z.“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2023-04-26.
  33. „Crown Prince Mohamed bin Zayed: The 100 Most Influential People of 2019“. TIME (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-04-26.
  34. Mohammad Bin Zayed named among Time's 100 most influential people 2019 en (18 April 2019). ციტირების თარიღი: 2023-04-26
  35. THE WORLD'S 500 MOST INFLUENTIAL MUSLIMS (2023).